USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ინდოეთში კრიზისის დაძლევაში არმია ერთვება
Date:  338

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 771 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია.

ინდოეთის მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს კრიზისის დაძლევაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. თავდაცვის შტაბის უფროსმა გენერალმა ბიპინ რავატმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადს შეიარაღებული ძალების რეზერვებიდან მიაწვდიან, პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალი კი რთულ მდგომარეობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებას გაუწევს.

ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, გერმანია და შეერთებული შტატები ინდოეთს სამედიცინო დახმარებას დაჰპირდნენ.

კორონავირუსის „ინდური ვარიანტების“ თავიან ქვეყნებში გავრცელების პრევენციის მიზნით, ინდოეთთან მიმოსვლა რამდენიმე შეზღუდა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ირანმა, ქუვეითმა ტაილანდმა, სინგაპურმა და ბანგლადეშმა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way