ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „წითელ ზღვაში გემებზე მომხდარმა ჰუსიტთა თავდასხმებმა რუსეთის რკინიგზებით აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანაზე მოთხოვნა გაზარდა“ (ავტორი - რობერტ რაიტი). მასალაში აღნიშნულია, რომ წითელი ზღვიდან სუეცის არხისაკენ საზღვაო მარშრუტზე საფრთხის მატების გამო კრემლი მეტ შემოსავალს მიიღებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ლოჯისტიკური კომპანიების და რკინიგზის ტრანსპორტის ოპერატორების მონაცემებით, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო მკვეთრად იმატა მოთხოვნებმა ტვირთების აზიიდან ევროპაში გადასატანად რუსეთის ტერიტორიის გავლით, რამაც, თავის მხრივ, რუსული სატრანსპორტო მონოპოლისტის - სახელმწიფო რკინიგზის - შემოსავლების მატება გამოიწვია.
გერმანული ლოჯისტიკური კომპანიის DHL-ის ცნობით, ტვირთების გადატანის თხოვნებმა რუსეთის რკინიგზით დაახლოებით 40%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც საზღვაო კონტეინერმზიდებმა, კრიზისული წითელი ზღვისა და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო უსაფრთხო, მაგრამ უფრო შორი მარშრუტით ცურვა ამჯობინეს. კიდევ ერთი კომპანიის - ნიდერლანდური Rail Bridge Cargo მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები რუსეთის ტერიტოიის ტრანზიტით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.
ლოჯისტიკურმა ფირმებმა ახლებურად შეხედეს რუსული ტრანზიტის შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა სატრანსპორტო კომპანიებმა აზიიდან ევროპისაკენ გასაგზავნი ტვირთები სუეცის არხის ნაცვლად, კეთილი იმედის კონცხისაკენ მიმართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილემა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში შესულ სავაჭრო გემებზე ნადირობა დაიწყეს - პალეტინელების (ღაზას სექტორში) მხარდაჭერის მოტივით.
შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, ჩინეთიდან ჩრდილოეთ ევროპამდე („კარიდან კარამდე“) ტვირთის მიტანის დრო 7-10 დღიდან 50-55 დღემდე გაიზარდა. რუსეთის რკინიგზით ჩინეთიდან (ქალაქ ჩენდუდან) დუისბურგამდე (გერმანია) კი, DHL-ის ცნობით, ტვირთის მიტანის დრო 20-25 დღეს შეადგენს. თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის რკინიგზებით ისეთი ტვირთები არ გადაიზიდება, რომლებიც სანქციებით არის აკრძალული, უკრაინის ომის გამო. „ჩვენ მკაცრ საექსპორტო კონტროლს ვახორციელებთ, სანქციებისა და ემბარგოს თანახმად“, - ხაზი გაუსვეს DHL-ში.
როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გამოუცხადა, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსულ სარკინიგზო მარშრუტს თავი აარიდეს. შესაბამისად, ყოველთვიურმა სატვირთო გადაზიდვებმა მნიშვნელოვნად მოიკლო და იმის ნახევარს შეადგენს, რაც ომის წინ იყო.
რუსეთის ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზები“ („რჟდ“ - „როსსიისკიე ჟელეზნიე დოროგი“) სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს და რკინიგზების ფართო ქსელს ფლობს. ბუნებრივია, „რჟდ“ის ხელმძღვანელობას კრემლთან ახლო კავშირები აქვს. და მაინც, შექმნილი სიტუაციამ დასავლური კომპანიები აიძულა, რომ რუსული რკინიგზის სამსახურიტ ესარგებლათ.
როგორც მაიკლ ოდველი, კომპანია Kuehne & Nagel-ის საზღვაო ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, „რუსული მარშრუტით განსაკუთრებით ფასიანი ტვირთების გადატანა ყოველთვის პოპულარული იყო“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ Kuehne & Nagel-მა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. რუსულ მარშრუტზე უარი განაცხადა.
აზიიდან ევროპისაკენ რკინიგზით ტვირთი „დასავლური დერეფნით“ გადაიზიდება - „ჩინეთიდან ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის გავლით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. „ჩრდილოეთი მარშრიტიც“ - ჩინეთიდან მონღოლეთის, შემდეგ კი ისევ რუსეთისა და ბელარუსის გავლით.
ზოგიერთი ლოჯისტიკური კომპანია ტვირთების მფლობელებს „სამხრეთის მარშრუტს“ სტავაზობს, რომელიც გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის, [საქართველოს] და თურქეთის გავლით, ევროპისაკენ მიემართება. მაგრამ ეს მარშრუტი ითვალისწინებს კასპიის ზღვაზე საბორნო გადატანას, რაც დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე საზღვაო კონტეინერმზიდი გემებით ჩინეთსა და ევროპას შორის.
გასული წლის სექტემბერში დანიურმა კომპანიამ Maersk-მა თავის კლიენტებს ევროპიდან აზიაში ტვირთების გადაზიდვა საქართველოს შავი ზღვის ფოთის ნავსადგურისაკენ შესთავაზა, იქიდან კი ყაზახეთისა გავლით ჩინეთისაკენ, ანუ „სამხრეთის მარშრუტის“ გამოყენებით.
ცნობისათვის: ევროკავშირის სანქციების თანახმად, ტვირთების გადატანა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ავტომობილებით აკრძალულია, მაგრამ დაშვებულია რკინიგზით. 2024 წლის იანვარში რუსეთის რკინიგზებით ჩინეთიდან პოლონეთში 14 532 ერთეული კონტეინერი (TEU) იქნა გადატანილი. მართალია, ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით მეტია 2023 წლის იანვრის მონაცემებტან შედარებით, მაგრამ მაინცდამაინც ბევრი არ არის. შევადაროთ: ერთ თანამედროვე დიდ საზღვაო კონტეინერმზიდ გემს 24 000 კონტეინერის გადატანა შეუძლია.
წყარო:
https://www.ft.com/content/4c334d94-66e6-49f4-9256-b30b4ebca984?fbclid=IwAR3U3R4Pl-4fzpCi_2i_Df1CWwmlfM0_tugbMqGYR78aU9JDXMMwRgpvffI
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/