USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
«Financial Times»: „წითელ ზღვაში გემებზე მომხდარმა ჰუსიტთა თავდასხმებმა რუსეთის რკინიგზებით აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანაზე მოთხოვნა გაზარდა“
Date:  415

ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „წითელ ზღვაში გემებზე მომხდარმა ჰუსიტთა თავდასხმებმა რუსეთის რკინიგზებით აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანაზე მოთხოვნა გაზარდა“ (ავტორი - რობერტ რაიტი). მასალაში აღნიშნულია, რომ წითელი ზღვიდან სუეცის არხისაკენ საზღვაო მარშრუტზე საფრთხის მატების გამო კრემლი მეტ შემოსავალს მიიღებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 ლოჯისტიკური კომპანიების და რკინიგზის ტრანსპორტის ოპერატორების  მონაცემებით, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო მკვეთრად იმატა მოთხოვნებმა ტვირთების აზიიდან ევროპაში გადასატანად რუსეთის ტერიტორიის გავლით, რამაც, თავის მხრივ, რუსული სატრანსპორტო მონოპოლისტის - სახელმწიფო რკინიგზის - შემოსავლების მატება გამოიწვია.

გერმანული ლოჯისტიკური კომპანიის DHL-ის ცნობით, ტვირთების გადატანის თხოვნებმა რუსეთის რკინიგზით დაახლოებით 40%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც საზღვაო კონტეინერმზიდებმა, კრიზისული წითელი ზღვისა და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო უსაფრთხო, მაგრამ უფრო შორი მარშრუტით ცურვა ამჯობინეს. კიდევ ერთი კომპანიის - ნიდერლანდური Rail Bridge Cargo მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები რუსეთის ტერიტოიის ტრანზიტით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.

ლოჯისტიკურმა ფირმებმა ახლებურად შეხედეს რუსული ტრანზიტის შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა სატრანსპორტო კომპანიებმა აზიიდან ევროპისაკენ გასაგზავნი ტვირთები სუეცის არხის ნაცვლად, კეთილი იმედის კონცხისაკენ მიმართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილემა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში შესულ სავაჭრო გემებზე ნადირობა დაიწყეს - პალეტინელების (ღაზას სექტორში) მხარდაჭერის მოტივით.

შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, ჩინეთიდან ჩრდილოეთ ევროპამდე („კარიდან კარამდე“) ტვირთის მიტანის დრო 7-10 დღიდან 50-55 დღემდე გაიზარდა. რუსეთის რკინიგზით ჩინეთიდან (ქალაქ ჩენდუდან) დუისბურგამდე (გერმანია) კი, DHL-ის ცნობით, ტვირთის მიტანის დრო 20-25 დღეს შეადგენს. თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის რკინიგზებით ისეთი ტვირთები არ გადაიზიდება, რომლებიც სანქციებით არის აკრძალული, უკრაინის ომის გამო. „ჩვენ მკაცრ საექსპორტო კონტროლს ვახორციელებთ, სანქციებისა და ემბარგოს თანახმად“, - ხაზი გაუსვეს DHL-ში.

როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გამოუცხადა, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსულ სარკინიგზო მარშრუტს თავი აარიდეს. შესაბამისად, ყოველთვიურმა სატვირთო გადაზიდვებმა მნიშვნელოვნად მოიკლო და იმის ნახევარს შეადგენს, რაც ომის წინ იყო.

რუსეთის ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზები“ („რჟდ“ - „როსსიისკიე ჟელეზნიე დოროგი“) სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს და რკინიგზების ფართო ქსელს ფლობს. ბუნებრივია, „რჟდ“ის ხელმძღვანელობას კრემლთან ახლო კავშირები აქვს.  და მაინც, შექმნილი სიტუაციამ დასავლური კომპანიები აიძულა, რომ რუსული რკინიგზის სამსახურიტ ესარგებლათ.

როგორც მაიკლ ოდველი, კომპანია Kuehne & Nagel-ის საზღვაო ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, „რუსული მარშრუტით განსაკუთრებით ფასიანი ტვირთების გადატანა ყოველთვის პოპულარული იყო“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ Kuehne & Nagel-მა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. რუსულ მარშრუტზე უარი განაცხადა.

აზიიდან ევროპისაკენ რკინიგზით ტვირთი „დასავლური დერეფნით“ გადაიზიდება - „ჩინეთიდან ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის გავლით. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. „ჩრდილოეთი მარშრიტიც“ - ჩინეთიდან მონღოლეთის, შემდეგ კი ისევ რუსეთისა და ბელარუსის გავლით.

ზოგიერთი ლოჯისტიკური კომპანია ტვირთების მფლობელებს „სამხრეთის მარშრუტს“ სტავაზობს, რომელიც გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის, [საქართველოს] და თურქეთის გავლით, ევროპისაკენ მიემართება. მაგრამ ეს მარშრუტი ითვალისწინებს კასპიის ზღვაზე საბორნო გადატანას, რაც დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე საზღვაო კონტეინერმზიდი გემებით ჩინეთსა და ევროპას შორის.

გასული წლის სექტემბერში დანიურმა კომპანიამ Maersk-მა თავის კლიენტებს ევროპიდან აზიაში ტვირთების გადაზიდვა საქართველოს შავი ზღვის ფოთის ნავსადგურისაკენ შესთავაზა, იქიდან კი ყაზახეთისა გავლით ჩინეთისაკენ, ანუ „სამხრეთის მარშრუტის“ გამოყენებით.

ცნობისათვის: ევროკავშირის სანქციების თანახმად,  ტვირთების გადატანა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ავტომობილებით აკრძალულია, მაგრამ დაშვებულია რკინიგზით. 2024 წლის იანვარში რუსეთის რკინიგზებით ჩინეთიდან პოლონეთში 14 532 ერთეული კონტეინერი (TEU) იქნა გადატანილი. მართალია, ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით მეტია 2023 წლის იანვრის მონაცემებტან შედარებით, მაგრამ მაინცდამაინც ბევრი არ არის. შევადაროთ: ერთ თანამედროვე დიდ საზღვაო კონტეინერმზიდ გემს 24 000 კონტეინერის გადატანა შეუძლია.

წყარო:

https://www.ft.com/content/4c334d94-66e6-49f4-9256-b30b4ebca984?fbclid=IwAR3U3R4Pl-4fzpCi_2i_Df1CWwmlfM0_tugbMqGYR78aU9JDXMMwRgpvffI

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way