საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-თან კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთისგან სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა.
„პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა, ასევე ნავთობის ფასის დაცემისგან წარმოქმნილმა კრიზისმა და შეიძლება ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამაც, შესაძლოა, რუსეთს უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგოს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს მათი პრობლემების გადაჭრის სხვა გზებს აჩვენებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.