USD 2.6301
EUR 3.0044
RUB 3.3461
თბილისი
Financial Times: საქართველოს პრეზიდენტი - პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგოს
თარიღი:  1400

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-თან კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთისგან სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა.

„პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა, ასევე ნავთობის ფასის დაცემისგან წარმოქმნილმა კრიზისმა და შეიძლება ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამაც, შესაძლოა, რუსეთს უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგოს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს მათი პრობლემების გადაჭრის სხვა გზებს აჩვენებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის