USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
"Financial Times-ის" ჟურნალისტთა პროგნოზები 2023 წლისათვის: რუსეთ-უკრაინის ომი, საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში, პროტესტები ირანში
Date:  482

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტთა პროგნოზები 2023 წლისათვის“, რომელშიც მოკლედ არის მიმოხილული 2022 წლის პროგნოზების გამართლების შედეგები და მოცემულია 2023 წლის პროგნოზები.

„ისევე როგორ სხვა გაზეთების პოლიტიკური მიმომხილველები, 2022 წელს „ფაინენშელ თაიმსის“  მიმომხილველებიც შეცდნენ, როცა ლოგიკის პრინციპზე დაყდნობით აცხადებდნენ - ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებაო. სამწუხაროდ პირიქით მოხდა - ვლადიმერ პუტინმა ლოგიკის პრინციპები დაარღვია და ავანტიურული ნაბიჯი გადადგა“, - ნათქვამია სტატიაში სათურით მთლიანობაში ჩვენი გაზეთის მიმომხილველების 2022 წლის პროგნოზებიდან უკრაინის ომის გარდა, კიდევ ხუთი არ გამართლებულა: პირველი - ვამბობდით, რომ ტესლას აქციების ფასი დაეცემოდა, მაგრამ არ დაეცა; მეორე - ვთქვით, რომ დემოკრატები სენატში უმრავლესობას დაკარგავდნენ, მაგრამ არ დაუკარგავთ; მესამე - ვამბობდით, რომ მოხდებოდა „დიდი დათხოვნა სამსახურებიდან“ - კოვიდის პანდემიის გამო, მაგრამ არ მოხდა; მეოთხე - ვთქვით, რომ გაჩნდებოდა კოვიდის უფრო საშიში შტამი, „ომიკრონზე“ უარესი, მაგრამ არ მსგავსი რამ არ მომხდარა; მეხუთე - ჩინეთი სწრაფად დააღწევდა თავს პანდემიას, მაგრამ დღეს იქ უარესი მდგომარეობაა“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველები აკეთებენ 2023 წლის პროგნოზებსაც. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

მოხერხდება თუ არა ზავის დადება რუსეთ-უკრაინის ომში?

ტონი ბარბერი, პოლიტიკური მიმომხილველი: არ მოხერხდება. 2023 წელს არ შეიქმნება ისეთი მდგრადი და სტაბილური სიტუაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ზავის დადებას. კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელი პოზიციების გათვალისწინებით კი არ აწყობს არც უკრაინას და არც რუსეთს. ამასთან, ვლადიმერ პუტინი ვერ წაართმევს უკრაინას დამოუკიდებლობას და ვერც იმ ოთხი ოლქის ნაწილების სრულად გაკონტროლებას შეძლებს, რომელთა ანექსია მოსკოვმა ომის მსვლელობაში, სექტემბერში განახორციელა. ვლადიმერ ზელენსკი არ შეურიგდება დაზავების ისეთ პირობებს, რომლის თანახმად, უკრაინის შემადგენლობაში აღარ იქნება ის ტერიტორიები, რომელთა ანექსია რუსეთმა მოასწრო, დონბასთან და ყირიმთან ერთად. ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად უკრაინას ისეთი იარაღი ჭირდება, რომელთა მისაცემად დასავლეთი მზად არის. რუსეთი თავის მოსახლეობას ხანგრძლივი ომისათვის ამზადებ. დიდი ალბათობით, საომარი მოქმედებები მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ელოდება თუ არა ევროპას ელექტროენერგიის ვეერული გამორთვები?

დევიდ შეპარდი, ეკონომიკური მიმომხილველი: დიახ, ელოდება. გამორთვები შეიძლება აპრილამდეც დაიწყოს, თუ გაზაფხულის ამინდი ჩვეულებრივზე ცივი იქნება. მომდევნო ზამთარში წლევანდელზე მეტი პრობლემა იქნება. 2022 წელს რუსულ გაზს ევროპა ივნისამდე იღებდა და შესაბამისად, მეტი გაზი იყო - ამჟამად გაზსაცავები ბოლომდე სავსეა, მაგრამ მარტის დასაწყისისთვის დაცარიელდება და აპრილისათვის მათი შევსება ძალიან პრობლემატური გახდება. იმის გამო, რომ მილსადენის გაზი აღარ იქნება, თხევადი გაზი მოსახლეობას და ეკონომიკას არ ეყოფა. ევროპას შეუძლია ენერგორისკები შეამციროს, თუ ქვანახშირის მოხმარებაზე გადავა. საფრანგეთს ატომური ელექტროსადგურები მუშა მდგომარეობაშია, პარიზს ენერგოდეფიციტი ისეთი არ ექნება, როგორც დანარჩენ ევროპას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ფრანგული ენერგოსისტემა წელიწადნახევარია დაძაბული რეჟიმით მუშაობს, პრობლემის გაჩენის რისკი იზრდება.

დააყენებს თუ არა ჯო ბაიდენი თავის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით?

კორტნი უივერი, პოლიტიკური მიმომხილველი: დიახ, დააყენებს. ცხადია, ყველას გვახსოვს პრეზიდენტის ასაკი. არჩევნების დროისათვის, 2024 წელს,  ჯო ბაიდენი 81 წლისა იქნება, ინაუგურაციის მომენტში კი - 82 წლის, მაგრამ მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ მისი ხელახალი ბალატირების შესაძლებლობა. შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საკმაოდ „მოსავლიანი“ წლის შემდეგ, ჯო ბაიდენი, როგორც ჩანს, ქვეყნის მეთაურის სამომავლო არჩევნებში ყველაზე საუკეთესო კანდიდატად რჩება. დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ავტორიტეტის მოპოვებაში მოიკოჭლებს, ამიტომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად არ გამოდგება. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში სხვა დემოკრატი კანდიდატები მონაწილეობას არ მიიღებენ...

დასრულდება თუ არა თურქეთში რეჯეფ ერდოღანის მმართველობის ეპოქა 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით?

ლაურა პიტელი, პოლიტიკური მიმომხილველი: არა, არ დასრულდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ალბათ, უამრავი მეთოდით ისარგებლებს - პატიოსანით და არაპატიოსანით, რომ ქვეყნის მესაჭედ დარჩეს, მისი პოპულარობის დაცემის მიუხედავად. თუ მისი მმართველობა მესამე ათწლეულშიც გაგრძელდება, ამას ძალზე ნეგატიური შედეგები მოჰყვება ისედაც პრობლემური ეკონომიკისათვის. რეჯეფ ერდოღანის მესამედ არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად კიდევ უფრო დააქვეითებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს და შეზღუდავს მოქალაქეთა პირად თავისუფლებას. საინტერესოა, რამდენად იმოქმედებს სიტუაციაზე სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა, რომელიც რეჯეფ ერდოღანის მეტოქედ აღიქმება საპრეზიდენტო აჩევნებში? მოხდება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მძლავრი საპროტესტო გამოსვლები და განმტკიცდება თუ არა ოპოზიციის მდგომარეობა...

დამთავრდება თუ არა საპროტესტო გამოსვლები ირანში?

ენდრიუ ინგლანდი, პოლიტიკური მიმომხილველი: არა, არ დასრულდება. ირანში მრავალათვიანი დემონსტრაციების მიზეზს, რომლის მონაწილეებს შორის ძალიან ბევრი ქალებიც არიან, მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებების დეფიციტი წარმოადგენს, ისლამური რეჟიმის პირობების მიუხედავად. დემონსტრანტები თეოკრატიული სისტემის შერბილებას და მის გადემოკრატიულობას ითხოვენ. პროტესტების ხასიათი ისეთია, რომ ხან ნელდება, ხან ძლიერდება და თუ ის იმდენად გაძლიერდება, რომ ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს იგრძნობს, ისლამურმა რეჟიმმა შეიძლება უფრო მკაცრი ზომები გამოიყენოს. რამდენადაც ირანის ეკონომიკა ისედაც დასავლური სანქციების ქვეშ არის, მოსახლეობას ბევრი რამ აკლია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის სულში დაგროვილი მრისხანების გამოვლენის პროცესი არ შეჩერდება. ანუ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, პროტესტები, ამა თუ იმ ფორმით,  მაინც გაგრძელდება.

წყარო:

https://www-ft-com.ezp.lib.cam.ac.uk/content/9784cc74-1193-4e1b-bf61-8ecaf19f569e

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way