USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „გამოძიება კიევში სიცრუის დეტექტორით: ვინ გაამჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია?“
Date:  463

უკრაინისა და აშშ-ის ხელშეკრულების პროექტი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის შესახებ უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე გამოქვეყნდა, რაც არ უნდა მომხდარიყო“, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „გამოძიება კიევში სიცრუის დეტექტორით: ვინ გაამჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია?“ (ავტორი - ქრისტოფერ მილერი). „ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილოა ინფორმაციის გაჟონვით, მან უშიშროების სამსახურს მომხდარი ფაქტის გამოძიება დაავალა, რომელიც ჩინოვნიკებს პოლიგრაფით (სიცრუის დეტექტორით) ამოწმებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - „მათი დაკითხვები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბული მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს“.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების სამსახურს დაავალა ინფორმაციის გაჟონვის გამოძიება, რომელიც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე აშშ-სთან ხელმოსაწერი შეთანხმების ბოლო პროექტს უკავშირდება. მასში არის ისეთი დებულებები, რომლებიც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ფიგურანტებს პოლიგრაფით ამოწმებენ. გამოძიება მიმდინარეობს აშშ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, როცა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს. თეთრი სახლი კიევს მწვავედ აკრიტიკებს შეთანხმების პროექტში შეტანილი ახალი ცვლილებების გამო, რომელიც ვაშინგტონს არ აწყობს. თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტ დათმობებს მოითხოვს კიევისაგან.

როგორც უკრაინელი ჩინოვნიკები ამბობენ, აშშ-ის ბოლო მოთხოვნების მასშტაბებმა ისინი საგონენებელში ჩააგდო. ისინი თვლიან, რომ ვაშინგტონის ზოგიერთი წინადადება ქვეყნის ინფრასტრუქტურით სარგებლობის თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის ამოღების დროს მიუღებელი და პოლიტიკურად უპერსპექტივოა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში თავის უკრაინელი კოლეგა შეთანხმებისაგან „თავის დაძვრენის“ მცდელობაში ამხილა და მას „დიდი პრობლემებით“ დაემუქრა, თუ შეთანხმებას უახლოეს დროში ხელს არ მოაწერს.

როგორც უკრაინელი ჩინოვნიკები ამბობენ, სიცრუის დეტექტორით ქვეყნის რიგი სამინისტროების თანამშრომლები დაკითხეს, თუმცა მათ რაიმე კონკრეტული დამატებითი ფაქტი არ გაუმხელიათ და არ უთქვამთ, რამდენმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფით შემოწმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც კომენტარზე უარი განაცხადა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმდინარეობს და ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. უწყებამ თავის განხცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვალდებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოება დაიცვან და გამოძიების მიმდინარეობს დეტალებს არ გაამხელენ.

საერთოდ, დასავლეთის რიგი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები მიიჩნევენ, რომ სიცრუის დეტექტორის ტესტები საეჭვოდ ითვლება, ხოლო თვითონ პოლიგრაფის გამოყენების მეცნიერული დასაბუთება კითხვებს ბადებს. ამის მიუხედავად, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ხშირად იყენებენ სიცრუის დეტექტორს თავიანთ საქმიანობაში.

გამოძიების დაწყების საბაბი გახდა ზოგიერთი დებულების გამჟღავნების ფაქტი შეთანხმების პროექტიდან. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ვერხოვნა რადის (პარლამენტის)  ოპოზიციურ დეპუტატს იაროსლავ ჟელეზნიაკს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტის ტექსტის ასლი, რომლის ფრაგმენტები მან რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოაქვეყნა (სხვათა შორის, იგივე ასლი მიიღო „ფაინენშელ თაიმსმაც“) . პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე აშშ-სთან ხელმოსაწერი შეთანხმების რიგი დებულებების გაჟონვას „უცნაური“ უწოდა და თქვა, რომ დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, თუ ვინ რა მიზნით „ჩაუშვა“ ინფორმაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში, რომლის ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში უნდა გამართულიყო და რომელიც მსოფლიო მასშტაბის დიპლომატიური სკანდალით დასრულდა, ცვლილებები იქნა შეტანილი, თუმცა არცერთი არ ითვალისწინებს უკრაინული მხარისათვის მთავარს - უსაფრთხოების გარანტიებს, ფორმალურადაც კი. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი თვლის, რომ კონკრეტული გარანტიები საჭირო არ არის, ვინაიდან თვითონ ხელშეკრულების დადების ფაქტი წარმოადგენს გარანტიას - დოკუმენტის არსებობა ბარიერს შეუქმნის რუსულ აგრესიას, თუმცა კიევისათვის ეს ძალიან ცოტაა.

დოკუმენტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილებაა ერთობლივი აშშ-უკრაინის სადამკვირვებლო საბჭოს შექმნა სხვადასხვა წიაღისეულის ამოღებით მიღებული ფინანსური მოგების მართვა-გაყოფის მიზნით, რომელიც მთელი ქვეყნის ძირითად რესურსებსა და  ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაიქვემდებარებს. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ამით (ანუ ქვეყნის მთელი რესურსების აშშ-სადმი დაქვემდებარებით, თუნდაც ნაწილობრივ) ძირი გამოეთხრება უკრაინის სუვერენიტეტს, სამომავლო შემოსავლები ქვეყნის გარეთ (აშშ-ში) იქნება გატანილი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას დაარღვევს.

„ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ ისეთ პირობებზე, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრირებას ხელს შეუშლის და ბარიერებს აღმართავს“, - განაცხადა თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გასულ კვირაში. პარასკევს ჩატარებული ბრიფინგის დროს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ საქმის მცოდნე სპეციალისტები და იურისტები აშშ-ის წინადადებებს იხილავენ და შესაბამისად, უკრაინულ ვერსიებს უთავსებენ. ვოლოდიმირ ელენსკის იმედი აქვს, რომ აშშ-ში მორიგი უახლოესი ვიზიტის წინ შეთანხმების საბოლოო პროექტი მზად იქნება და მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოიწონებს.

წყარო: 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way