USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Time» (აშშ): ინტერვიუ „წლის ადამიანთან“ - აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან
Date:  713

ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულია ინტერვიუ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რომელსაც, Time-ს ვერსიით, „2024 წლის ადამიანის“ ტიტული მიენიჭა, საუბრობს თავის გეგმებზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ გამარჯვებაზე, მიგრაციის პრობლემაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე.... დონალდ ტრამპს ესაუბრებიან „თაიმის“ მთავარი რედაქტორი სემიუელ ჯეიკობსი, რედაქტორი ალექს ალტმანი და კორესპონდენტები ერიკ კორტელესი და მასიმო კალბრეზი.

ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებს ბრიტანული „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს, დონალდ ტრამპმა კიევი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ნოემბერში აშშ-ის მიერ მიცემული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად გაუშვა. საკითხი ეხება შორი მოქმედების რადიოსის მქონე ATACMS-ის სიტემის რაკეტებს.

„მე კატეგორიულად არ ვეთანხმები რაკეტების გაშვებას ასეული კილომეტრებით დაშორებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში“, - თქვა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში, - ჩვენ ამით ომს ვამწვავებთ და მას უფრო დამანგრეველს ვხდით“.

როცა „თაიმის“ ჟურნალისტებმა არჩეულ პრეზიდენტს ჰკითხეს, უარს იტყვის თუ არა იგი უკრაინის მხარდაჭერაზე, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ კიევს მხარს დაუჭერს და ამას ბერკეტად გამოიყენებს რუსეთზე ზეწოლისათვის, როცა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება..

„მე რუსეთთან შეთანხმების მიღწევა მინდა და როგორც ცნობილია, ამისათვის ერთადერთი გარემოება არსებობს - არ მივატოვოთ [უკრაინა]“, - აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა, - ამასთან, მე ვფიქრობ, რომ ამჟამად ყველაზე ცუდი და სახიფათო ისაა, რაც ხდება - ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება - როგორც ვიცი, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით - რუსეთის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვა. ეს სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ რაკეტების გამოყენებისათვის კიევისადმი ნების მიცემა სულელური და უგუნური გადაწყვეტილებას წარმოადგენს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

„საერთოდ, ომი არ უნდა დაწყებულიყო. ვლადიმერ პუტინი ვერასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში, მე რომ იმ დროს პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ბევრი მიზეზის გამო ომს ვერ დაიწყებდა. პირველი, რომ ნავთობის ფასმა მოიმატა. და როცა ფასმა მოიმატა, კრემლისათვის მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ საჭირო იყო ნავთობზე ფასების შემცირება. რუსეთს ნაკლები შემოსავლები ექნებოდა და ომს არ დაიწყებდა. მაგრამ როცა ფასი ერთ ბარელ ნავთობზე 80, 85 და 90 დოლარია, ეს რუსეთისათვის უზარმაზარ შემოსავლებს ნიშნავს. ვლადიმერ პუტინმა დიდი ფული გააკეთა. რასაკვირველია, ომით რუსეთიც ზარალდება, მაგრამ მას ზარალი არ აღელვებს, მაინც წინ მიიწევს. ომი ტრაგედიაა. თქვენ რომ რეალური ციფრები ნახოთ, თვალს არ დაუჯერებთ...“, - ამბობს დონალდ ტრამპი ინტერვიუში.

 

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way