საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები დაიწყო. შემეცნებით ღონისძიებათა მთავარი თემა ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში შერაცხილ წმინდანთა ცხოვრებასა და ღვაწლს შეეხება.
პირველი შემეცნებითი საღამო, სახელწოდებით „ღირსი დედები“, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გაუძღვა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.