USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
ილჰამ ალიევი: კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრა დასაშვებია
Date:  763

ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით მოგვარება დასაშვებად მიაჩნია. ამის შესახება მან ტელეარხ „ალ-არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ხშირად მესმის, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრა შეუძლებელია, რასაც არ ვეთანხმები. საერთაშორისო საზოგადოება ამ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას 28 წელია, უშედეგოდ ცდილობს. თუ საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია მის მიერ მიღებული რეზოლუციების სისრულეში მოყვანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ,“-აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან ჯარებს გაიყვანს.

„მათ უნდა გაიყვანონ ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან. მათმა პრემიერმინისტრმა კი, რომელიც აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთია, უნდა აღიაროს, რომ მთიანი ყარაბაღი არ არის სომხეთი. ამის შემდეგ შესაძლებილი გახდება ცეცხლის შეწყვეტა და სომეხ ხალხთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა“,- აღნიშნა ალიევმა.

https://english.alarabiya.net

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way