USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
"Dikgazete" (თურქეთი): „ჯერ უცხოური საკონსულოების დახურვა, შემდეგ კი მიწისძვრა - უბრალო დამთხვევა თუ...“
Date:  1303

თურქეთში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის ფონზე ადგილობრივ პრესაში ქვეყნდება პუბლიკაციები, რომლებშიც განხილულია როგორც სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზები, რომელთაგან ზოგიერთი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ჩანს, თუმცა ავტორებს გარკვეული არგუმენტები აქვთ.

თურქულ გამოცემა „დიკგაზეტეში“ (Dikgazete) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჯერ უცხოური საკონსულოების დახურვა, შემდეგ კი მიწისძვრა - უბრალო დამთხვევა თუ...“ (ავტორი - ომიურ ჩელიქდემეზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიმდინარე წლის 27 იანვარს აშშ-მა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, იმ მოტივით, რომ ტერორისტული აქტებია მოსალოდნელიო, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თავიანთი საკონსულოები დახურეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკონსულოების დახურვის ინიციატივა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მომხდარ ფაქტს „თურქეთის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ოპერაცია“ უწოდა, მასში აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა და ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა.

აშშ-ის სამხედრო გემი, HAARP და 1999 წლის მიწისძვრა

თურქულ საზოგადოებაში გავრცელებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ყოველთვის, როგორც კი აშშ-ის სამხედრო ხომალდები თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გამოჩდებიან, აუცილებლად კატასტროფები ხდება. ამასთან დაკავშირებით დაიწყო 6 თებერვალს მომხდარი 7,4 ბალიანი მიწისძვრის სავარაუდო მიზეზების განხილვა და გაიხსენეს ამერიკული პროექტი HAARP - High Frequency Active Auroral Research Program – „მაღალსიხშირიანი აქტიური რადიოტალღების ავრორალური კვლევების პროგრამა“, რომელსაც საკმაო დროის ისტორია აქვს: პროგრამის ჩარჩოებში მიმდინარე კვლევები ეფუძნება ჯერ კიდევ ნიკოლა ტესლას მიერ შემუშავებულ მეთოდს „მაღალენერგეტიკული რხევების გადაცემა დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების დროს“. ამჟამად მეცნიერული ცდები აშშ-ის ალიასკას შტატში მდებარე ლაბორატორიებში მიმდინარეობს.

თუმცა ნუ მიაქცევთ ყურადღებას სიტყვას „მეცნიერულს“ - ეს პროექტი არცთუ ისე უწყინარია და კვლევებს მხოლოდ მეცნიერულ-თეორიული ხასიათი არ აქვთ. უკვე დაწყებულია მისი პრაქტიკაში გამოყენება.

HAARP-ს უკვე შეიძლება ვუწოდოთ სამხედრო-ტექნოლოგიური იარაღი, რომელსაც აშშ გლობალური ბატონობის უზრუნველსაყოფად იყენებს.

რა შეიძლება გაკეთდეს HAARP-ის დახმარებით?

ამ პროგრამას შეუძლია კლიმატი შეცვალოს, გაადნოს ყინულები ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე და აისბერგები გადაადგილოს, „წაეთამაშოს“ დედამიწის ატმოსფეროს ოზონის ფენას, გამოიწვიოს მიწისზვრები, მართოს ოკეანის ტალღები, მოახდინოს  დედამიწის ენერგეტიკული ველებით მანიპულირება, აკონტროლოს ადამიანის ტვინი, განახორციელოს თერმობირთვული აფეთქება რადიაციის გავრცელების გარეშე.

1999 წლის 17 აგვისტოს ჯერ მარმარილოს ზღვასთან, შემდეგ ადაპაზარისა და ბოლუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის ინიცირება, სავარაუდოდ, სწორედ HAARP-ის ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდა. როგორც 2010 წელს გამოქვეყნებული საპარლამენტო კვლევა მოწმობს, მიწისძვრების შედეგად 18 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა (არაოფიციალურად - 65 ათასი). დაინგრა 133 ათასი შენობა, 600 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ინციდენტი: თურქული დროშა აშშ-ის სამხედრო გემზე

დააკვირდით: 6 თებერვლის მიწისძვრის წინ სტამბოლის დოლმაბახჩეს ნაპირთან ღუზა ჩაუშვა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა Nitze-მ, რომელიც მანამდე არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით დაცურავდა და თვალს იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომს ადევნებდა.

საინტერესოა, რომ აშშ-ი დროშა გემზე, ნაოსნობის ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, არაპროპორციულად დიდი ზომისა იყო, ვიდრე თურქეთის დროშა. გარდა მისა, ამერიკის ელჩის ფოტოსურათი ხომალდის ბორტზე ანკარისადმი შეურაცხმყოფლად ჩაითვალა.

როცა აშშ-ის გემი ბოსფორში შემოვიდა, ეკიპაჟი გემბანზე მოეწყო. აშშ-ის დროშასთან ერთად, რა თქმა უნდა, მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის დროშაც აღმართეს, მაგრამ პირველი არაპროპორციულად დიდი ზომისა იყო, მეორე კი ძალიან პატარა, რაც ნაოსნობის საერთაშორისო წესების დარღვევას წარმოადგენს.  თანაც დროშების ფონზე სურათი გადაიღეს ანკარაში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი ლეიკმა და სტამბოლში აშშ-ის გენკონსულმა ჯულია ედეჰმა, რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული.

გემის თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლიდან ერთი დღეც არ გასულა, რომ კატასტროფულმა მიწისძვრამ თურქეთის რიგი პროვინციები გაანადგურა. სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყო ამერიკული გემის ვიზიტისა და მომხდარი მიწისძვრის ურთიერთკავშირის განხილვა.

მიწისძვრა და სამხედრო წრთვნები „ათასწლეულის გამოწვევა-2002“

სამხედრო წრთვნებს ტყუილად არ უწოდებენ ხოლმე ომის იმიტაციას.. ამერიკელი კოვბოებიც, ალბათ, ასე ფიქრობდნენ, როცა 2002 წლის 24 ივლისს, ლოზანის ხელშეკრულების დადებიდან 80 წლისთავზე, ნევადის შტატის უდაბნოში სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით „ათასწლეულის გამოწვევა - 2002“ ჩაატარა. აშშ-ის არმიის ქვედანაყოფების 22 დღიან მანევრებს საკმაოდ საინტერესო სცენარი ჰქონდა - ის იყო მიმართული იმ პირობითი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მრავალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ კუნძულთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ქვეყანა-სამიზნე, სტრატეგიული თვალსაზრისით, ისეთ საზღვაო გზაზე მდებარეობდა, რომელიც ორ კონტინენტს ჰყოფდა, იმავდროულად კი ორ მატერიკზე იყო განლაგებული. ალბათ, მიხვდით, რომელი სახელმწიფოა...

იქნებ თურქეთი არ იყო ნაგულისხმევი?

დააკვირდით წრთვნების სცენარს: ქვეყანა-სამიზნე გარკვეულ საზღვაო მარშრუტებს აკონტროლებს. მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს მეზობელ ერთ-ერთ კუნძულოვან სახელმწიფოსთან. ქვეყანა-სამიზნეში ძლიერი მიწისძვრა ხდება. სამოქალაქო ხელისუფლება მიწისძვრის კატასტროფულ შედეგებს ვერ უმკლავდება და ამიტომ, ქაოსის ფონზე, საქმეში არმია ერევა, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკას დახმარებას სთხოვს. ვაშინგტონი პირობებს აყენებს, რომ ის ქვეყანა-სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ძალებით დაეხმარება.

ამრიგად, ამერიკის არმიასა და სამიზნე-ქვეყნის არმიას შორის, რომელიც სტუმრებს უკვე სკეპტიკურად უყურებს, შეტაკება იწყება. ამერიკელები სამიზნე-ქვეყანას 96 საათში იკავებენ.

როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის კორესპონდენტი აღნიშნავდა, წრთვნების ხელმძღვანელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სამიზნე-ქვეყანაში თურქეთი იგულისხმებოდა. გარდა ამისა, ბერძნულმა გაზეთ გამოაქვეყნა სტატია რუკით, რომლის თანახმად, თრაკია (თურქეთის ევროპული ნაწილი) საბერძნეთისაა, ხოლო სტამბოლის დასავლეთი ნაწილი - „მსოფლიოს საპატრიარქოს ქალაქ სახელმწიფოს“ ეკუთვნის. სტატიის სათაური ასეთი იყო: „აშშ თურქეთის ოკუპაციას 96 საათში განახორციელებს“. პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ საფრანგეთის ფლოტი, თურქეთ-საბერძნეთის სავარაუდო ომში, მხარს საბერძნეთს დაუჭერს. ეს ისტორიაც გარკვეულწილად აშშ-ის არმიის წრთვნებს უკავშირდება.

ვინ დაიწყევლება ადამიანთა დაღუპვის გამო?

ვინ გაამჟღავნებს მათ გვარებს, რომლებმაც, შენობების აგების დროს ყოველგვარი რეგლამენტი დაარღვიეს და პარტიული მენარდეების მოთხოვნით მორჩილად დაეთანხმნენ სართულების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნას, პროექტის მიღმა?

ჯერ-ჯერობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობს ბოლო მონაცემები არ არსებობს. ასეთ დროს რეკომენდებულია ოფიციალურ განცხადებებს ვენდოთ, რომ მოსახლეობაში პანიკა არ დაითესოს (9 თებერვლის დილის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის დროს დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში 12400-ს გადააჭარბა - რედ.).

ვუთანაგრძნობ ჩემს თურქ ხალხს. ყოვლისშემძლე უზენაესი [ალაჰი] ნებას არავის მისცემს თურქეთის დასანგრევად!

წყარო: https://www.dikgazete.com/yazi/teror-bahanesiyle-konsolosluklarin-kapatilmasi-ve-ardindan-deprem-rastlanti-mi-5298.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way