USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«DikGazete» (თურქეთი): „უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს: მიზანი - გერმანიის პრეცედენტის გამეორება“
дата:  746

თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGazete) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს: მიზანი - გერმანიის პრეცედენტის გამეორება“ (ავტორი - ჰასან ენეს კარახანი).

უკრაინა ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, თუნდაც „ნაწილობრივად“, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთ გერმანიამ მოახერხა. ამას წინათ ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთი გერმანია, საბჭოთა კავშირის კრიტიკის მიუხედავად, ნატოს მაინც შეურთდა და, ალბათ, უკრაინაც ამგვარად გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ვარაუდი ვარაუდად, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელი ქვეყნები ჯერაც ვერ მისულან საერთო აზრამდე კიევის სამომავლო ბედთან დაკავშირებით - ალიანსში მისი ნაწილობრივი გაწევრიანების შანსი, „გერმანიის მსგავსად“, თანამედროვე პირობებში, საკმაოდ დაბალია.

უპირველესად იმიტომ, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად განსხვავედება ცივი ომის დროინდელი სიტუაციისაგან. ფგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში საქმე ეხებოდა იმ ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალები ისედაც შედიოდა დასავლელ მოკავშირეთა ჯარების შემადგენლობაში და გეოგრაფიულად ინტეგრირებული იყო დასავლეთევროპულ რეგიონში. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიის ნატოში ინტეგრაციას, პოზიტიური ხელშემწყობი პირობების გათვალისწინებითაც კი, თან ახლდა რთული დიპლომატიური მანევრები.

დღეს კი პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები ბარიერებს ქმნიან ნატოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების რეალიზების საქმეში. როგორც ცნობილია, ალიანსის წესდებით, მის წევრებად არ მიიღებიან ის ქვეყნები, რომლებსაც მოუგვარებელი ტერიტორიული დავები აქვთ მეზობლებთან ან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. უკრაინის „ნაწილობრივი“ წევრობა უპრეცედენტო სიტუაციას ქმნის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზება უფრო მეტად შეუძლია: ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ როგორი რეაქცია უნდა მოახდინომ ალიანსის სხვა წევრებმა, როცა „მათი მოკავშირის“ იურიდიულ, მაგრამ „არანატოურ“ ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

ასევე უნდა აღინიშნოს ის მომენტიც, რომ ნატოს წევრ-ქვეყნებს შორის არსებობს ზოგიერთი ისეთი განსხვავება თვალსაზრისებს შორის, რომლის მიმართაც ისინი შეურიგებელ პოზიციას ამჟღავნებენ.

მეორე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილეებს შორის არ არის კონსენსუსი საერთოდ უკრაინის მიღებაზე, „ნაწილობრივზე“ რომ არაფერი ვთქვათ. დღეს ზოგიერთი ნატოელი ქვეყანა შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსმა იდეებმა კონფლიქტის „არაკონტროლირებად“ ესკალაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს და რადგანაც ნატოს ახალი წევრის მიღების დროს ალიანსის ყველა სუბიექტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს, უკრაინის ერთხმად მიღება წარმოუდგენელია.

რაც შეეხება იმ აზრს, რომ ნატოში ამა თუ იმ ქვეყნის „ნაწილობრივი“ ან „სრული მიღება“ კონფლიქტებს დაარეგულირებსო, ამ მხრივ სიტუაცია ერთგვაროვანი არ არის. ერთი მხრივ, ნატოს წევრობა უკრაინის უსაფრთხოებისათვის სერიოზულ გარანტიებს ნიშნავს, მაგრამ მეორე მხრივ, დღევანდელ პირობებში ალიანსში მიღების პროცესს შეუძლა არსებითად გაართულოს პრობლემის დიპლომატიური გადწყვეტის შანსები და ხელი შეუშალოს კომპრომისების მიღწევას რუსეთ-უკრაინას შორის.

წყარო: https://www.dikgazete.com/yazi/ukrayna-nin-nato-ile-imtihani-hedef-almanya-ornegi-7507.html

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати