USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ციფრული მარკეტინგის ტრენდები 2023-ში, რომლებიც არ უნდა გამოტოვო
дата:  739

ახალი უნარების შეძენა დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. UpWay-ზე შეგიძლია შენს საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი კურსი აარჩიო 6 ძირითადი კატეგორიიდან. 

თუ დარწმუნებული არ ხარ რა გინდა და გამოცდილი ადამიანის რჩევა გჭირდება, UpWay უფასოდ დაგაკავშირებს მენტორს, რომელთან გასაუბრებაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს დაგანახებს.

ამ ბლოგში გიორგი ბერეჩიკიძე, veli.store -ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ისაუბრებს ციფრული მარკეტინგის ტენდენციებზე, რომელთა ცოდნაც სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სფეროს სიახლეები აინტერესებს.

—-

პანდემიის შემდეგ, შეიცვალა მარკეტინგი, მომხმარებლებთან ერთად.  Მომხმარებლების  ქცევები გაციფრულდა, ბრენდების, პროდუქტების აღმოჩენა, შეძენა გადავიდა ციფრულ სივრცეში. 

ახალ რეალობაში კომპანიები ცდილობენ, მომხმარებლებს დახვდნენ იმ სივრცეში, სადაც მათ ან მათ პროდუქციას მარტივად მიაგნებენ – ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ გამრავალფეროვნდა კონტენტის ტიპები და ციფრული საკომუნიკაციო არხების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. 

ამ ყველაფერზე ციფრული სარეკლამო დანახარჯების ზრდაც მეტყველებს – 2023 წელს, სხვადასხვა შეფასებით, საშუალოდ ნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება ციფრული სარეკლამო დანახარჯები მსოფლიოში.



შევეცადე, 2023 წლისთვის სხვადასხვა მიმართულებით ის სიახლეები და ტრენდები გამეზიარებინა, რაც გამოიკვეთა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. 

კონტენტი > გამომწერები

 

წლების განმავლობაში სოციალური მედია ძირითად ფოკუსს აკეთებდა გამომწერების რაოდენობაზე. 

Ჩვენ ვართ “recommended media” ერაში – რაც გულისხმობს, რომ სოციალური მედია პლატფორმების ალგორითმები ნელნელა გადაეწყო იმაზე, რომ მთავარია კონტენტი, მისი შინაარსი, და ის, თუ რამდენად საინტერესოა ეს მომხმარებლისთვის. Ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმას, გამოწერილი აქვთ კომპანიის გვერდი თუ არა. ამ ალგორითმს განსაკუთრებით კარგად მოერგო ყველა კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი, ვინც საინტერესო კონტენტს აკეთებს. 

Ამიტომაც, ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ინფლუენსერებთან პარტნიორობა. 

სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, რის მიხედვითაც, 18-დან 24 წლამდე ადამიანების 30% და 25-დან 34 წლამდე სოცმედია მომხმარებლების 40% საკუთარ თავს კონტენტის შემქმნელად თვლის, (ჰაბსპოტის 2022 წლის სამომხმარებლო ტრენდების რეპორტი), ინფლუენსერების ბაზრის ზრდის ტრენდიც ამას მიუთითებს:

 

ინფლუენსერ მარკეტინგი 

სხვადასხვა კვლევებით თუ გამოკითხვებით ირკვევა, რომ მსოფლიოში ბრენდების დიდი ნაწილი საკუთარი მარკეტინგული ბიუჯეტის 10-20%-ს ხარჯავს ინფლუენსერ მარკეტინგზე (statista.com). ქართული ბაზრისთვის მსგავსი კვლევა არ გვაქვს, თუმცა შესამჩნევია კონტენტ კრეატორების ზრდა, განსაკუთრებით ტიკტოკ პლატფორმაზე. Რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არის ის, რომ 2022 წლისთვის კომპანიების ფოკუსი გადაიწია მიკრო ინფლუენსერების მიმართულებით, რასაც ხშირად მეტი ღირებულება მოაქვს ბრენდებისთვის. 

თუკი იმაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის ინფლუენსერებთან თანამშრომლობა, მაშინ შესაბამისი ბიუჯეტით მათთან ერთად კონტენტის შექმნას კარგი დაგეგმვა სჭირდება. 

ციფრულ არხებში ბევრი “ხმაურია”, რაც ბევრ კონტენტს ნიშნავს – ეს კი, სამწუხაროდ, ხშირად ითარგმნება იმაში, რომ ბრენდები დიდი რაოდენობის კონტენტს არასწორად შერჩეულ ინფლუენსერთან ერთად ქმნიან, რაც შესაბამისად, არასწორ აუდიტორიაზე გასვლას ნიშნავს და ინფლუენსერ მარკეტინგის მთელი ხიბლი და მარგი ქმედების კოეფიციენტი იკარგება. 

2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ორგანიზებული იქნება კომპანიის კონტენტი, როცა საქმე ეხება ინფლუენსერ მარკეტინგს. აუცილებელია შედგეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც თანხვედრაშია ბრენდის ძირითად სასაუბრო

თემებთან, მის სამიზნე აუდიტორიასთან. სტრატეგიული მიდგომა ასევე გულისხმობს, რომ ინფლუენსერებთან სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი, და არა ერთჯერადი (სთორი დამიდე) თანამშრომლობა. 

Როგორც ბრენდებისთვის, ასევე ინფლუენსერებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ერთობლივი, სტრატეგიული კონტენტის წარმოება, რომელიც სასარგებლოა სამიზნე აუდიტორიისთვის გრძელვადიან პერიოდში, რაც ორივე მხარის წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელია. 

პ.ს. ვიდეო კონტენტი იქნება წამყვანი მიმართულება, როგორც ინფლუენსერებთან თანამშრომლობისას, ასევე კომპანიის საკუთარ არხებში განთავსებულ კონტენტში.

 

Მარკეტინგის ავტომატიზაცია – ძველი მიმართულება ფუნდამენტური ცვლილებებით

კლასიკურ მარკეტინგულ ავტომატიზაციის ტექნოლოგიებში სიახლეები ინერგება – წლების განმავლობაში ტექნოლოგიური მარკეტინგი ემსახურებოდა მოხმარებლების სეგმენტაციის დახვეწას, ქცევების/ინტერესების შესწავლას, პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემთა ბაზების შექმნას და ოპტიმიზაციას მარკეტინგულ აქტივობებში გამოსაყენებლად. 

Ბოლო პერიოდში კი უკვე შეიმჩნევა სიგნალებზე დაფუძნებული მარკეტინგის ავტომატიზაციის ტრენდი. ქცევები რეალურად მომხმარებლების ინტერესებს ასახავს, მაშინ როცა სიგნალები მომხმარებლისგან არის მინიშნება იმაზე, თუ რა სურს მას. ეს ახალი მოცემულობა კი ასევე მეტი პერსონალიზაციის საშუალებას გვაძლევს. 

ახალი ტრენდის კარგი მაგალითია meta-ს ახალი სარეკლამო პროდუქტი Advantage+ Shopping campaigns (იხ. Მეტი ინფო), რაც მარკეტერებს აძლევს საშუალებას, რომ კამპანიის აწყობის (კრეატივების დამატება, აუდიტორიის განსაზღვრა) გამარტივებული პროცესით, შექმნან ისეთი კამპანიები, რომელიც მეტას ალგორითმს მისცემს საშუალებას, აწარმოოს კამპანია ეფექტურად მის ხელთ არსებულ მომხმარებლის სიგნალებზე დაყრდნობით, საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგის მისაღებად. Შედეგად, მსგავსი კამპანიები წვდება მათ, ვინც ყველაზე მაღალი ალბათობით, შეიძენს თქვენს პროდუქტს. 

Google-იც თავის სარეკლამო პლატფორმებზე დიდი ხანია იყენებს და ავითარებს მსგავს მიდგომას. ამ პლატფორმას აქვს საშუალება, მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი საძიებო სისტემის (Google, YouTube), ძიების მონაცემები შეაგროვოს და განსაზღვროს კონტექსტი, რატომ ეძებს მომხმარებელი და ძიების რა ეტაპზეა – ჯერ ზოგადად პროდუქტის მოკვლევას აწარმოებს, თუ უკვე კონკრეტული ნივთი შერჩეული აქვს და ეძებს მაღაზიას, სად იყიდოს. 

 

ღირებულების შეთავაზება მომხმარებლებისთვის

Ხშირად, “ღირებული” პირდაპირ ფულში ითარგმნება ხოლმე – ფასდაკლება, ვაუჩერი, ქეშბექი, 1+1, 1+2 და ასე შემდეგ. დაზოგვა ყველა მომხმარებელს უხარია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში,  ის მომხმარებლისთვის ბრენდთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპის შემადგენელი კომპონენტია. 

Ძალიან, ძალიან “გაიჭედა” ციფრული სივრცე კონტენტით. კარგი კონტენტი ცოტაა, ბრენდების წილი და ხმა კი ამ ყველაფერში ნელნელა მცირდება. არადა, ციფრულ მარკეტინგში, მოხმარებელთან პირველი რამდენიმე ინტერაქცია (ე.წ. Top of the funnel) არის ის, რაც მასზე ახდენს შთაბეჭდილებას. ის ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, იურთიერთოს თუ არა ბრენდთან. ამის შემდეგ ნაბიჯებზეც გრძელდება იგივე – კომპანიებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იგრძნოს, რომ ის იღებს ღირებულებას ინტერაქციების ჯაჭვით. 

Მაგალითად: 

  1. თუკი გავუშვებთ რეკლამას იმ ადამიანებზე, ვინც გვგონია, რომ პოტენციურად ბინის მყიდველები არიან, თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რა ბინა უნდათ, როგორი განლაგებით, საითაა ჩრდილოეთი და ა.შ. ხომ არ აჯობებს, რომ პირდაპირ ბინის რენდერის თუ სიმწვანის ჩვენების ნაცვლად (ფასი რომ არსად წერია და უნდა მოგვწეროს მესინჯერში), ვიდეო კონტენტი ვაჩვენოთ, სადაც ვუყვებით, როგორია ბინის შერჩევის პროცესი, რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს?

 

  1. თუ ადამიანი ეძებს საძიებო სისტემაში, რა აჩუქოს მეგობარს – ფასდაკლებული სასაჩუქრე ყუთების ნაცვლად, ხომ არ შევთავაზოთ ინტერაქტიული გამოცდილება (მაგალითად, ქვიზი), სადაც მარტივი კითხვებით დაახლოებით მაინც მივხვდებით, რა სახის საჩუქარს ეძებს და შემდეგ დავეხმაროთ შერჩევაში?

 

არსებობს მომხმარებლისთვის ღირებული კონტენტის შექმნის რამდენიმე კარგი მიმართულება. მაგალითად, Შეგიძლია მიმართო კონტენტი განათლებაზე – მიაწოდო მომხმარებელს პროდუქტთან დაკავშირებული სრულფასოვანი ინფორმაცია, ახსნა პროცესები, განმარტო რა როგორ მუშაობს და სხვა. ან კიდევ, მისცე ადამიანს ინსპირაცია, ამგვარად აღმოგაჩინოს, როგორც ბრენდი და გარდაიქმნას შენს მომხმარებლად. 

 

ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება და ბევრი სხვა ტრენდიც შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა, რომ შევაჯამო – ეს წელი იქნება კონტენტის, სტრატეგიული მიდგომის და ტექნოლოგიური (ალგორითმების) განვითარების წელი ციფრულ მარკეტინგში. 

 

Აღმოაჩინე ციფრული მარკეტინგის კურსების ყველაზე დიდი არჩევანი აფვეიზე და არ გადადო თვითგანვითარება.

https://upway.ge/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати