USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
იაროსლავ კაჩინსკი - ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით მიდის
თარიღი:  522

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის.

კაჩინსკიმ ევროკავშირთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული განცხადება სილეზიის ორდენის კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში დააფიქსირა, რომლის თემა იყო „რამდენი ევროპაა ევროკავშირში?“

„ პასუხი ასეთი უნდა იყოს: ის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ევროპას ტრადიციული გაგებით, ანუ ევროპას, რომელიც იზრდება სამი ტრადიციიდან: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და იუდეო-ქრისტიანული რელიგია“, - აღმნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.

„ამგვარად, ჩვენი ცივილიზაციის ფუნდამენტური ფასეულობებისა და პრინციპების ეროზიას აქვს ადგილი. დღევანდელი ევროკავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იმ პროექტისგან, რომელიც მოცემული იყო ევროკავშირის დამფუძნებლების ხედვაში, არამედ იმ პროექტისგანაც, რომელსაც ჩვენ შევუერთდით 2004 წლის 1-ელ მაისს“, - დასძინა მან.

განსხვავებებს შორის კაჩინსკიმ ჩამოთვალა „გერმანიისა და საფრანგეთის დომინირების ზრდა, განსაკუთრებით Brexit-ის შემდეგ“, „ბრიუსელის მიერ უფლებამოსილების მითვისება“, „არასახელშეკრულებო პროცედურების მზარდი გამოყენება“ და „ორმაგი სტანდარტების გამოყენება“.

„ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ის, რომ მისი ევოლუცია ამ მიმართულებით წავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამის გამოსწორების მცდელობა არ შეიძლება“, - განაცხადა მან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის