USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Тбилиси
WiV Technology-მ ათობით მილიონი დოლარის ღვინის კრიპტოვალუტა გაყიდა
дата:  1119

ნორვეგიულმა ტექნოლოგიურმა კომპანია WiV Technology-იმ ღვინის ინდუსტრიაზე მიბმული კრიპტოვალუტა გამოუშვა. კომპანიის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მომხდარ ემისიაზე ახალი კრიპტოვალუტა გაიყიდა. 

კომპანიის ინფორმაციით, თბილისში სექტემბრის ბოლოს ღვინის კონსორციუმი დაფუძნდება და თანამშრომლობის მსურველ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ გააკეთონ განაცხადი და მიიღონ ინფორმაცია ამ მისამართზე: https://www.wiv.io/contact/.

განსხვავებით უამრავი სხვა კრიპტოვალუტისგან, WIVA იქნება სწორედ ამ უზარმაზარი ინდუსტრიის ტოკენი, რაც მის ლიკვიდურობას, დაბალ მერყეობასა და მუდმივად მზარდ ფასს უზრუნველყოფს. ხვალიდან ყველას შეეძლება შეიძინოს "ღვინის ბიტკოინი" - WIVA ტოკენები.

"სწორედ ამ ტოკენებზე განიხილება ღვინის გლობალური გაყიდვების გადატანა, ღვინის კრიპტო 100 მილიონ დოლარიანი საინვესტიციო ფონდის შექმნა, NFT და Metaverse-ში სხვადასხვა მაღალი ხარისხის ღვინოების განთავსება, ელიტარული ღვინის მსოფლიო კლუბის შექმნა.

ღვინის ინდუსტრიებისა და მეღვინეობათა სრული ბლოკჩეინ დიჯიტალიზაცია, გაყიდვების გლობალური ბლოკჩეინ ქსელის შექმნა, რომელიც უკვე ოპერირებს პოლიგონზე და 500 000 -ზე მეტი უნიკალური საფულეა (ვოლეტი) რეგისტრირებული. მხოლოდ WIVA ტოკენების შესყიდვით იქნება შესაძლებელი გლობალურ ღვინის კონსორციუმში, დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციაში, მეღვინეობათა გაწევრიანება. WIVA ამავე დროს არის მმართველობითი ტოკენი, რაც ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ხდება კონსორციუმის მეწილე და მმართველი ერთდროულად.

დღეიდან, WIVA ტოკენები ელის ინვესტორებს, ტრეიდერებსა და მეღვინეებს. ღვინის კრიპტოვალუტის შეძენა შესაძლებელია Uniswap-ზე, გონიერი კონტრაქტის მისამართი 0xA00055e6EE4D1f4169096EcB682F70cAa8c29987.

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ შეუერთდნენ კომპანიის ფორუმს მისამართზე: https://discord.gg/znkRDJDXvr,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Тбилиси
თელასი - 29 დეკემბერს მთაწმინდის და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის  მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ცისკარიშვილის, ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
Кстати