USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
The Guardian: კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება ვერც შეიქმნას
Date:  876

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Guardian აქვეყნებს სტატიას, სადაც ავტორი არცთუ ოპტიმისტურ სცენარზე საუბრობს ვაქცინის შექმნის კუთხით. თბილისი პოსტი გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. თითქმის 6 თვეა მთელი მსოფლიოს ყურადღება და რესურსი სწორედ ვაქცინის შექმნისკენაა მიმართული, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერ კიდევ არ ჩანს.

ვაქცინას  ტყუილად ველოდებით?

წინა კვირში  დიდი ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა ჯონათან ვან-ტამმა გააჟღერა სიტყვები, რომლის მოსმენაც არავის არ სურდა: „ შესაძლოა ვაქცინა საერთოდ ვერ მივიღოთ.“

სამწუხაროდ, მისი სიტყვები სიმართლეა.

ვაქცინა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან კომპლექსურია. იდეალური ვაქცინა გვიცავს ინფექციებისგან და ხელს უშლის მის გავრცელებას. მაგრამ არც ერთი ვაქცინა არ შექმნილა იოლად. უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, რაც მეცნიერებმა შიდსის გამომწვევი აივ ინფექცია აღმოაჩინეს და შეისწავლეს, მაგრამ ვაქცინა, რომელიც ამ ინფექციისაგან დაგვიცავდა, დღესაც არ გვაქვს. დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტი მთელი ცხოვრება მკურნალობის ქვეშ უნდა იყოს. 

დენგეს ცხელება პირველად 1943 წელს გამოჩნდა - ვაქცინის შექმნა მხოლოდ შარშან შეძლეს.

ყველაზე სწრაფად შემუშავებული ვაქცინა ყბაყურას ვირუსისაა - შექმნას კი 4 წელი დასჭირდა.

მეცნიერები კორონა ვორუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე აქამდეც მუშაობდნენ. მსოფლიოს უკვე გადატანილი აქვს ორი ნაკლებ აგრესიული კორონა ვირუსი - სარსი და მერსი. მართალია, ჩვენ მათზე აქამდე შეიძლება არც კი გვსმენია, რადგან ორივე ლოკალური იყო და ძირითადად შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს შეეხო, მაგრამ კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობდა. და დღეს, როცა საქმე უფრო ვერაგ კოვიდ 19-თან გვაქვს, მეცნიერები ისევე ახლოს არიან ვაქცინის შემუშავებასთან, როგორც ეს სარს-ის და მერს-ის კვლევების დროს იყო.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა კოვიდგადატანილი პაციენტების სისხლის გამოკვლევის შემდეგ აჩვენა, რომ პაციენტების სისხლში lgG ანტისხეულების(პასუხისმგებელია იმუნიტეტზე)  რაოდენობა ავადმყოფობის  შემდეგ საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ რამოდენიმე ხანში კვლავ კლების სტატისტიკა წავიდა.

“გამოწვევა უდიდესია ,” ამბობს სტენლი პერლმენი, კორონავირუსის ვეტერანი მკვლევარი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან . “თუ კი თავად ინფექციის დამარცხება არ აძლევს ცოცხალ ორგანიმს იმდენ ანტისხეულებს, რაც სამომავლო იმუნიტეტისთვისაა საჭირო, ვაქცინა რაღას შეძლებს?.” დავუშვათ ვაქცინამ დაგვიცვა 1 წელი ვირუსისგან, ვირუსი სახეს შეიცვლის და შემდეგ წელს უფრო მომაკვდინებელი სახით დაბრუნდება.“

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის გენეტიკურ სტაბილურობას. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, რომლებიც მუტაციას არ განიცდიან, კორონავირუსი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იცვლება, ასევე დამოკიდებულია წარმოშობასა და ენდემურობაზე.  

მარტინ ჰიბერმა, ლონდონის ერთ-ერთმა მთავარმა ინფექციონისტმა ვირუსის მუტირების პროცესს  წინასწარი გაფრთხილება უწოდა.

ვაქცინის უსაფრთხოება!

რამდენადაც საშიშია ვირუსი, იმდენადვე საშიში შეიძლება იყოს ვაქცინა! ცვალებადი, მუტირებადი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უეჭველად ექნება გვერდითი მოვლენები, რომლებიც მინიმალურ დონეზე უნდა იქნას დაყვანილი.  შექმნის შემთხვევაში ხომ ეს ვაქცინა მილიონობით ჯანმრთელმა ადამიანმაც უნდა მიიღოს, ერთი პატარა გადაცდომა და შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდგეთ, ვიდრე ახლა ვდგავართ.

ვირუსი ჩვენთან დარჩება?

პასუხი მარტივია: - დიახ!

რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ თუ ვაქცინა  შეიქმნება, საფრთხე შედარებით ნაკლები იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მუტირებადი ვირუსია და შესაძლოა სულ სხვა სახით დაგვიბრუნდეს“.  საბოლოოდ ერთადერთი ხსნა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაშია. ეს კი აბსოლუტურად სხვა კვლევების საგანია.  კორონა ვირუსი პირველ რიგში დასუსტებულ, დაბალი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმებს ესხმის თავს.  „დღევანდელობაში კაცობრიობის 70-80 % არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ბევრ დაავადებას ჩვენივე დაუდევრობით ვუხსნით გზას ჩვენს ორგანიმში და სანამ სავალალო შედეგებამდე არ მიგვიყვანს ყურადღებასაც არ ვაქცევთ. “ -  აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი მედიკოსი ენდრიუ ჯონსონი.  ჯონსონის თქმით, კორონა ვირუსი შესაძლოა გაფრთხილებაც კი იყოს მსოფლიო მოსახლეობისთვის, რომ პირველი საზრუნავი, რაც ადამიანებს უნდა გვქონდეს საკუთარი ჯანმრთელობა და იმუნიტეტია.

ასე რომ, ადამიანებმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმით უნდა შევასრულოთ, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, განსაკუთრებით ახლო პერიოდში მაქსიმალურად დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები, დავივიწყოთ მავნე ჩვევები, რომლითაც ჩვენს ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს ვტესტავთ და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ვირუსის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში.

 

The guardian -ის მიხედვით მოამზადა ელენე ხვედელიძემ

 

 

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way