USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ
дата:  1732

The Guardian-ი საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შესახებ წერს. როგორც The Guardian აღნიშნავს, „საქართველოს, 3.7 მილიონი მოსახლიდან, კორონავირუსის მხოლოდ 252 დადასტურებული შემთხვევა აქვს და სამი გარდაცვლილი ჰყავს“.

„სამივე გარდაცვლილი 79-დან 86 წლამდე ასაკის ქალია, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. შესაძლოა, ამის უკან ბევრი ფაქტორი დგას, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ სწრაფად აამოქმედა მიმოსვლაზე შეზღუდვები, მათ შორის იანვრიდან უკვე ფრენები აკრძალა ჩინეთიდან და მარტში დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად ცოტა იყო ინფიცირების შემთხვევები“, - წერს The Guardian.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати