The Guardian-ი საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შესახებ წერს. როგორც The Guardian აღნიშნავს, „საქართველოს, 3.7 მილიონი მოსახლიდან, კორონავირუსის მხოლოდ 252 დადასტურებული შემთხვევა აქვს და სამი გარდაცვლილი ჰყავს“.
„სამივე გარდაცვლილი 79-დან 86 წლამდე ასაკის ქალია, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. შესაძლოა, ამის უკან ბევრი ფაქტორი დგას, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ სწრაფად აამოქმედა მიმოსვლაზე შეზღუდვები, მათ შორის იანვრიდან უკვე ფრენები აკრძალა ჩინეთიდან და მარტში დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად ცოტა იყო ინფიცირების შემთხვევები“, - წერს The Guardian.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.