USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „რატომ ჭირდება ვლადიმერ პუტინს დასავლეთის მხარდაჭერა?“
Date:  580

„თუ რუსეთის სახელმწიფო მასმედიის საშუალებებს დავუჯერებთ, მსოფლიოში რუსეთი ყველას უყვარს, ან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პოზიციას მეტ-ნაკლებად მაინც იზიარებენ. კრემლი ასეთ აზრს მოსახლეობას მიზანმიმართულად უნერგავს. ვლადიმერ პუტინი ცდილობს საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს, რომ უცხოური კრიტიკის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული („ვისაც რა უნდა ის თქვას, ქარავანი მაინც მიდის“), იმავდროულად კი იგი სპეციალურად აზვიადებს და გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მხარდაჭერისათვის დასავლეთში გამოხატულ პოზიციას. რატომ აკეთებს ასე პრეზიდენტი?“, - ასეთი შესავალით იწყება ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რატომ ჭირდება ვლადიმერ პუტინს დასავლეთის მხარდაჭერა?“ (ავტორი - მარკ გალეოთი). მასში განხილულია, თუ როგორ სარგებლობს კრემლი და რუსეთის სამთავრობო მასმედია დასავლელი რუსოფილურად და პრორუსულად განწყობილი ადამიანების პოზიციით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ოდესღაც ინვესტიციებისა და სავაჭრო გარიგებების რუსულ ვიტრინას წარმოადგენდა და რომელმაც „რუსულ დავოსის“ სახელი მიიღო, უცხოელი სტუმრების ნაკლებობა აშკარად შეიმჩნეოდა. ევროპული ოფიციოზიდან იქ იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო (რომელმაც თავისი იქ ყოფნა ინდივიდუალურ სიმამაცედ შეაფასა), დანარჩენი კი ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების  (ანუ „მსოფლიოს უმრავლესობის“ - როგორც მას რუსები უწოდებენ) მაღალჩინოსნები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ავღანური „ტალიბანის“ წარმომადგენელიც კი.

დასავლეთის არყოფნის საკომპენსაციოდ, რუსულმა სახელმწიფო მასმედიამ ევროპელები აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებით, ანუ „მსოფლიოს უმრავლესობით“ ჩაანაცვლა. სამთავრობო ტელევიზიებით, სააგენტოებით და პრესით გავრცელებულ კომენტარებში და ინტერვიუებში აშკარად ცალმხრივობა ჩანს - მხოლოდ დადებითი პოზიცია რუსეთის მიმართ. (...)

რუსული მასმედია ყველაფერს, რაც მას არ მოსწონს, მაგრამ აუცილებელი მისი დაფიქსირება, თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და მკითხველს კრემლის სიმართლის დადასტურებად წარმოუდგენს. მაგალითად, ზოგიერთი დონორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის ნებართვის მიცემაზე, რომ კიევს შეუძლია მათი წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოიყენოს, რუსული მასმედია წერს, რომ „აი, შეხედეთ, ეს სწორედ ისეთი ქმედებაა, რაზედაც  ვლადიმერ პუტინი მუდმივად ამბობს - „დასავლეთი, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ მილიტარისტულ ავანტიურაში, უკრაინას  ინსტრუმენტად იყენებს“.

რუსული მასმედია კარგად იყენებს ყველა მასალას, რომელშიც, პრინციპში, სწორად შეიძლება იყოს აქცენტები დასმული, მაგრამ ყველაფერს ისეთი ფორმით ავრცელებს, რომ თითქოს რუსეთის სასარგებლოდ იყოს ნათქვამი. ცნობილმა პუტინოფილმა თაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩამოართვა ერიკ პრინსს, რომელიც დაქირავებულ მეომართა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელია და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ვაგნერის“ შექმნაში 2013-2014 წლებში. მან საუბრის დროს ჯო ბაიდენი გააკრიტიკა - ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ და ამით ომი თავიდან იქნებოდა აცილებულიო. რუსულმა პრესამ კი ერიკ პრინსის ნათქვამი მოსახლეობას ასე „გადაუთარგმნა“: „ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუ ნატო უარს იტყვის კიევის დახმარებაზე“. (...)

ითვალისწინებენ რა იმას, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის ფაქტი მსოფლიოში პოპულარობით არ სარგებლობს, რუსების უმეტესობა თანახმაა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ არა [რუსული ტერიტორიების - ყირიმისა და დონბასის] დათმობებზე.  ამ დროს, შეიძლება ითქვას, დასავლეთის „ნამდვილი“ (ჭკვიანი და ბრძენი) მცხოვრებლები რუსეთის მხარეზე იქნებიან და ვლადიმერ პუტინს დაეთანხმებიან. იმავდროულად ეს ხაზს უსვამს რუსული სულის მრავალსაუკუნოვან შიშსა და მტრობას ევროპის მიმართ. აზრის ჩანერგვა იმაზე, რომ ახლა მხოლოდ რუსეთიღა რჩება ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობების დამცველ-საყრდენად და რასაც თვითონ ევროპელებიც აღიარებენ, ალბათ, ზოგიერთისათვის უნდა იყოს ერთგვარი კომპენსაცია იმისათვის, რომ ისინი სანქციების გამო იზოლაციაში აღმოჩნდნენ და ევროპაში წასვლა აკრძალული აქვთ.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/why-is-putin-still-so-keen-on-western-validation/

 

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way