USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«The Hill» (აშშ): „ნეთანიაჰუს ომი წაგებული აქვს. მოვიდა დრო მშვიდობის ნებისმიერი შანსი შევინარჩუნოთ“
дата:  171

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნეთანიაჰუს ომი წაგებული აქვს. მოვიდა დრო მშვიდობის ნებისმიერი შანსი შევინარჩუნოთ“ (ავტორი - ქენ ბრილი, ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციების დიპლომატიური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ახლოს არისო“, მაგრამ ქვეყნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები უფრო  სიმართლეს ამბობენ - „ნეთანიაჰუმ ღაზაში ომი წააგო“. ისრაელისთვის და აშშ-სათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნი საკითხი დღეს იმით გამოიხატება, თუ რამდენად შეიძლება რეგიონის გადარჩენა იმ კატასტროფისაგან, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწყო.

საერთოდ, ისრაელის ლიდერის მიერ დაწყებული ომი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ იყო წაგებული. თავდაპირველად მთელი მსოფლიო ისრაელთან ერთად უკიდურესად იიყო აღშფოტებული 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ისრაელის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის გამო - არავიტარი ეჭვი არ არსებობდა იმაში, რომ „ჰამასელებმა“ შურისძიება მართლაც დაიმსახურეს, მაგრამ ისრაელის მთავრობის სამხედრო პასუხი ღაზას სექტორში პალესტინელი არაბი სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ისეთი უკიდურესად დაუნდობელი გახდა, რომ „ჰამასელების“ ქმედებას არაფრით ჩამოუვარდება.

ისრაელის არმიის ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფაქტების ზრდის კვალობაზე - ღაზას სექტორში მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 30 ათასს გადააჭარბა - მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა მატულობდა უკურეაქცია - ამჯერად უკვე ისრაელის მთავრობისა და  მისი ცახალის უმოწყალო მოქმედების მიმართ. ისრაელის არტილერია და ავიაცია დაუნდობლად ანგრევდა და პირდაპირ მიწასთან ასწორებდა ღაზას ქალაქებსა და სოფლებს...

ისრაელის არმიის ქვედანაყოფებმა ახლახან, გასულ კვირაში, მორიგი საშინელება ჩაიდინეს - მათი თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, რომელიც, სხვათა შორის, ღაზას სექტორში თავის საქმიანობას ისრაელის წარმომადგენლებთან ათანხმებდა და მათთან კოორდინირებულად მოქმედებდა. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის სამხედროები, მათივე განცხადების საპირისპიროდ, არ იღებენ გამაფრთხილებელ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი მოქმედება მხოლოდ „ჰამასელი“ მებრძოლების წინააღმდეგ იქნეს გამიზნული. როგორც ისრაელის გაზეთი
ჰაარეცი“ წერს, World Central Kitchen-ის ჰუმანიტარული ტვირთის ავტოკოლონას ცახალმა სამი სარაკეტო დარტყმა მიაყენა.

არავისთვის საეჭვო არ არის ის ფაქტი, რომ „ჰამასელები“ სამოქალაქო მოსახლეობის უკან იმალებიან და ხშირად მათ ფარის სახით იყენებენ, ანუ სამხედრო დანაშაულს სჩადიან. ასევე უეჭველია ისიც, რომ ისრაელის პრიორიტეტია „ჰამასის“ განადგურება, მაგრამ ამ დროს უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობასაც ხოცავენ.

იმ სისასტიკისა და უმოწყალო მოქმედებისთვის, რაც ისრაელის არმიამ გამოავლინა ღაზას სექტორში, იერუსალიმს განსაზღვრული ფასის გადახდა მოუწევს. საოცარმა ნგრევამ და დიდმა მსხვერპლმა თვით ისრაელის მოკავშირეებიც და გაეროც შეაძრწუნა. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ღაზას სექტორისა და მთლიანად რეგიონის პრობლემა „ჰამასი“ კი არ არის, არამედ თვითონ ისრაელი.

როგორც ისრაელის ექს-პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა განაცხადა გასულ სამშაბათს, არმიის მოქმედება ქვეყანას ისეთ შედეგამდე მიიყვანს, რომ ისრაელი „საერთაშორისო ოსტრაკიზმის“ (შერისხვის) წინაშე დადგება, სწორედ ასე ხდება ხოლმე ხშირად ომის წაგება.

ის, რაც ამჟამად რაფაჰში ხდება, ნეგატიურად აისახება ისრაელის ურთიერთობაზე აშშ-სთან, ევროპასთან და არაბულ სამყაროსთან.

ერთი მხრივ, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ექსტრემისტულად განწყობილი მინისტრები თავისას მიაღწევენ და ისრაელის არმია რაფაჰს ისე დაუნდობლად დაიპყრობს, როგორც ამას ღაზას სექტორის სხვა რაიონებში აკეთებდნენ, ისრაელის მიერ საკუთარი თავისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალიან ძვირი დაუჯდება აშშ-საც, რომელიც ისრაელისა და სპარსეთის ყურის არაბული აქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას ცდილობს.

მეორე მხრივ, თუ ისრაელელი სამხედროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთ, ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მოსახლეობის უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგითა და პირველი მოხმარების საგნებით, დროებითი თავშესაფრებითა და უსაფრთხო ბანაკების მოწყობით და „ჰამასის“ წინააღმდეგ მხოლოდ ზუსტ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებან, ასეთ სიტუაციაში შეიძლება ახალ ეპოქას ჩაეყაროს საფუძველი - ხიდს „ჰამასთან“ ომსა და გრძელვადიან რეგიონულ მშვიდობას შორის.

რა თქმა უნდა, რაფაჰიდან რომ რაღაც პოზიტიური ინიციატივა წამოვიდეს, აშშ-მა მეტი სიმტკიცე და მომთხოვნელობა უნდა გამოავლინოს ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ, ვიდრე დღემდე იჩენდა. მართალია, ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდნენ სამოქალაქო მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვის მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს, უშედგოდ, თუმცა გამოცხადდა, რომ შეხვედრები გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რამ არის ფსონად დადებული, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს რაფაჰში შესვლაზე დაეთანხმოს, რომელიც დიდ მსხვერპლს გამოიწვევს და თეთრ სახლსაც ზიანს მიაყენებს, ძირს გამოუთხრის აშშ-ის ინტერესებს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ხელს შეუშლიდა ჯო ბაიდენის მიზნების მიღწევასაც - აშშ-ის ხელმძღვანელობით რეგიონული მოლაპარაკების განხორციელებას, ორი სახელმწიფოს (არაბული და ებრაული) თანაარსებობის საფუძველზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუს სუსტი პოზიციები აქვს: მას ეწინააღმდეგებიან საკუთარი მოქალაქეები ანტისამტავრობო დემონსტრაციებით ქვეყნის შიგნით და ისრაელის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები. მისმა სამხედრო-პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ისრაელის პოლიტიკურ ავტორიტეტს აშშ-ში და ევროპაში ძირი გამოუთხარა. ბენიამინ ნეტანიაჰუ ისეთ ფიგურას წარმოადგენს, რომლის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა 7 ოქტომბრამდე და მის შემდეგაც ისრაელის ავტორიტეტი დაჩრდილა. ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობას არჩევნები და ბენიამინ ნეთანიაჰუს წასვლა სურთ.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ზოგიერთი „წითელი ხაზი“ უნდა დაუწესოს რაფაჰის ენდშპილის საკითხში. მაგალითად, არ მიაწოდოს ისრაელს ძლიერი „უხმაურო“ ბომბები, მკაცრად მოსთხოვოს მას, რომ შეუშვას ღაზას სექტორში იმდენი ჰუმანიტარული ტვირთი, რამდენიც ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის არის აუცილებელი, მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრს ისიც, რომ „ჰამასს“ მხოლოდ მაშინ დაარტყას, თუ სამოქალაქო მოსახლეობა საფრთხე არ შეექმნება.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ აქვთ გაცხადებული, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას საკუთარი თავის დაცვაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავდაცვის უფლებიდან შუსრისძიებად გადაიქცა.

ამერიკამ თავისი ახლოაღმოსავლელი მოკავშირის წინაშე ვალდებულება შეასრულა და გადააჭარბა კიდეც. მოვიდა დრო, რომ ვაშინგტონმა სიმკაცრე გამოავლინოს სიყვარულის სახელით, რომ ისრაელს იმ ორმოდან ამოსვლაში დაეხმაროს, რომელშიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი ქვეყანა ჩააგდო და რომელიც ამ ორმოს გაღრმავებას აპირებს. ამერიკამ გრძელვადიანი სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობა უნდა შეინარჩუნოს.

წყარო: https://thehill.com/opinion/national-security/4574365-netanyahus-war-is-lost-its-time-to-save-any-chance-for-peace/

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати