USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«The New European» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველოს ორბანიზაცია“
Date:  686

ბრიტანულ ყოველკვირეულ გაზეთ The New European-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ორბანიზაცია“ (ავტორი - კრავაი რუსთაველი), რომელშიც განხილულია საქართველოს პროევროპული პოლიტიკის სპეციფიკა - ორიენტაცია უნგრეთზე. საუბარია საქართველოში უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ, მოცემულია ქართველი ექსპერტის თვალსაზრისი.

ამას წინათ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მასპინძელმა - მისმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილმა ვახშმობისას „ოჯახური ფასეულობებისა და სიწმინდეების“ სადღეგრძელო შესვეს. ჩვენ, ქართველები ვამაყობთ, რომ მეღვინეობის უძველეს ქვეყნად ვითვლებით და სტუმრის ღვინის მარანში მიპატიჟება ჩვენი ეროვნული ტრადიციული კულტურის ნაწილად ითვლება, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო - [სტუმრის მარანში მიწვევას თავისი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა]... რამდენიმე კვირის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული - მიანიჭონ თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს 12 კრიტერიუმი, მაგრამ სტუმრის ვიზიტის დროს მასპინძელმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო საქართველოსა და უნგრეთის ერთმანეთთან მსგავსებას, ვიდრე ევროკავშირთან დამოკიდებულებას.

„ორბანიზაცია“ და კონსერვატიული, უკიდურესად მემარჯვენე იდეების გავრცელება და პოპულარიზება ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს - მით უმეტეს, ისეთი უფრო საშიშია განვითარებადი დემოკრატიებისათვის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს.

„ძნელია ევროპაში ქრისტიანად ყოფნა“, - განუცხადა ვიქტორ ორბანმა ქართულ პრესას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ ადამიანების საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტით.

საქართველოში სულ უფრო მეტად ვლინდება ავტორიტარული პოლიტიკური ინსტინქტი. მტავრობა დღეს ლაპარაკობს  „უმრავლესობის უფლებაზე“, ამ ზაფხულს კი თბილისური „პრაიდი“ ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფების თავდასხმის ობიექტი გახდა. 2021 წელს „პრაიდის“ მიმართ გამოჩენილი ძალადობა იმდენად უხეში იყო, რომ გადამღები ტელეოპერატორი დაიღუპა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის შემადგენლობაში, მაგრამ იმავდროულად აკრიტიკებს იმ სტრუქტურებს, რომლებიც თბილისს ინტეგრაციისაკენ მოუწოდებენ. მისი კრიტიკის ერთ-ერთ ასეთ კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენს „ფრანკლინის კლუბი“ (Franklin Club) - კლასიკური ლიბერალების და ლიბეტარიანელების ასოციაცია, რომელთა იდეების მიხედვით, ინდივიდუალური არჩევანი და საბაზრო ეკონომიკა აუცილებელია თავისუფალი საზოგადოებისათვის. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „სატანისტები“ უწოდა.

რეზი თოფურია, Franklin Club-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემთან (The New European-თან) ინტერვიუში საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის კრიტიკის ტენდენცია ემთხვევა უნგრეთის პოზიციას და მხარდაჭერას იღებს ისეთი წინააღმდეგობრივი ფიგურისაგან, როგორსაც ვიქტორ ორბანი წარმოადგენს. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს არასწორი ორიენტაცია აქვს აღებული. ეს არ არის ევროკავშირთან ინტეგრაცია.

გარდა ამისა, ორივე ლიდერი მეტ-ნაკლებად იზიარებს რუსულ თვალსაზრისს უკრაინის მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ დიდ განსხვავებას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ პოზიციებს შორის. უკრაინაში რუსეტის არმიის სეჭრის დღიდან საქართველოს ქალაქების ქუჩები ხალხით ივსებოდა, რომლებიც კრემლისმიერ ომის დაწყებას აპროტესტებდნენ. არსად იმდენი უკრაინული დროშა არ ფრიალებდა, რამდენიც თბილისში. და, რა თქმა უნდა, საქარტველოს ტავისი მიზეზიც აქვს: რუსეთის ჯარს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

„მთავრობა თვლის, რომ უკრაინას საქართველოს ჩათრევა სურს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში“, - ამბობს რეზი თოფურია. მისი აზრით, ამ სტარტეგიას ხელისუფლება სამომავლო არჩევნებისთვის იყენებს არგუმენტის სახით, რომ ხელისუფლება მშვიდობისთვის ზრუნავს, ოპოზციას კი ომის დაწყება სურს. გარდა ამისა, ის ფაქტი რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების ალიანსიდან გამოვიდა, იმას მოწმობს, რომ ხელისუფლება აქცენტს ულტრაკონსერვატიულ იდეებზე აკეთებს

მოსალოდნელია, რომ 2024 წლის საპალამენტო წინასაარჩევნო  კამპანია აგებული იქნება ემოციებზე და არა ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების კრიტიკაზე. ემოციები უპირველესად მიმართულიიქნება იმის გაცნობიერებაზე, თუ როგორ ემუქრება ქართულ იდენტობას დასავლეთი. შიშის ჩანერგვის ტაქტიკა და ეროვნული ღირსების დაცვისადმი მოწოდებები, ალბათ, [მმართველი პარტიის] წინასაარჩევნო კამპანიაში ცენტრალურ როლს შეასრულებენ. ეს ყველაფერი აძლიერებს პროკრემლურ და ანტიდასავლურ ნარატივს, რომელიც პრობლემაა არამარტო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასათვის, არამედ მთლიანად ევროკავშირის საფრთხედაც შეიძლება ჩაითვალოს.

სხვათა შორის, თბილისში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვიქტორ ორბანი ჩინეთში, პეკინში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. [ეს მრავლისმთქმელ ფაქტს წარმოადგენს].

წყარო: https://www.theneweuropean.co.uk/the-orbanisation-of-georgia/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way