USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „უკრაინის უკანასკნელი გამოწვევა - მზარდი დაძაბულობა ლიდერებს შორის“
дата:  

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის უკანასკნელი გამოწვევა - მზარდი დაძაბულობა ლიდერებს შორის“ (ავტორები - ენდრიუ კრამერი და მარკ სანტორა). მასალაში განხილულია ქვეყნის ორ პოპულარულ ადამიანს შორის - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის არსებული რთული ურთიერთობა, რომელიც უკრაინის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

იმ დროს, როცა უკრაინა რუსეთის ჯარების შეტევას იგერიებს, ხოლო ქვეყნის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდება გადაწყვეტილებას - დაეხმარება თუ არა დასავლეთი კიევს იარაღითა და ფულით (რომლის საერთო მოცულობა 100 მილიარდ დოლარზე მეტია), სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს და შეშფოთება შეინიშნება არმიის სარდლის ვალერი ზალუჟნის ბედის მიმართ.

როგორც ცნობილია, 29 იანვარს საღამოს პრეზიდენტსა და გენერალს შორის გამართული სეხვედრის სემდეგ უკრაინის მასმედიაში და პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა ხმები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ხმები იმდენად გავრცელდა, რომ პრეზიდენტის ოფისი იძულებული გახდა საჯაროდ  უარეყო „ჭორები“ და განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნი თანამდებას ინარჩუნებსო, მაგრამ მოკლე პასუხმა საზოგადოება არ დააკმაყოფილა. გუშინ, სამშაბათს, უკრაინის მთავარ მოვლენად კვლავ გენერლის ბედი რჩებოდა - ყველა მისი თანამდებობაზე დარცენა-მოხსნის საკითხზე ლაპარაკობდა.

როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ინკოგნიტოდ შეატყობინა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის მართლაც დაგეგმილი ჰქონდა ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია, როცა მისმა განზრახვამ მასმედიაში გაიჟონა და ყველასათვის ცნობილი გახდა. უკანდახევის კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ ამჟამად ვალერი ზალუჟნის შემცვლელი არავინ არ არის: ყოფილა თურმე ლაპარაკი მის ადგილზე სახმელეთო არმიის სარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი ან მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი დანიშნულიყო, მაგრამ საბოლოო მომენტში ორივემ უარი განაცხადა.

უკრაინის ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმითგენერლის გადაყენების ტაობაზე გადაწყვეტილება არ იყო მოტივირებული „სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით“ და მხოლოდ პრეზიდენტის „პირად ემოციებს და ეჭვებს ეფუძნებოდა“.

ქვეყნის ხელმძღვანელობაში შფოთვა-ღელვა იმ დროს ხდება, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა უკრაინისათვის - ქვეყანა თითქმის ბედია ანაბარად არის დარჩენილი, დასავლეთი ძველებურად ვეღარ აწვდის რუსეთთან მეომარ კიევს სათანადო რაოდენობის იარაღს და ფულს.  გარდა ამისა, თუ ვალერი ზალუჟნის გადაყენება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნება აღქმული და არა სამხედრო აუცილებლობად, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ნეგატიურ მოსაზრების წინაშე დადგომა მოუწევს, არამედ საზოგადოების წინაშეც, რომელიც, უკრაინის „რკინის გენერალის“ მიმართ უდიდესი პატივისცემით არის განმსჭვალული.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/01/30/world/europe/ukraine-zelensky-zaluzhny-general.html

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати