USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაში შეთანხმდნენ, მაგრამ უცნობია მისი ძალაში შესვლის დრო, თანაც კრემლმა თავისი პირობები წამოაყენა“
дата:  393

„თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, ერ-რიადში რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, ასევე განიხილეს დეტალები, რომლებიც ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას ეხება. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცეცხლის სრული შეწყვეტის გზაზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ეს ძალისხმევა არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება აგრეთვე ის, თუ როგორ და როდის დაიწყებს მოქმედებას ეს ნაწილობრივი დაზავება“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, სათაურით „რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაში შეთანხმდნენ, მაგრამ უცნობია მისი ძალაში შესვლის დრო. კრემლმა თავისი პირობები წამოაყენა“ (ავტორები - კონსთან მეე და ივან ნეჩეპურენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

უკრაინამ და რუსეთმა დაადასტურეს მოლაპარაკების ფაქტი, თუმცა, როგორც გაირკვა, მოსკოვს სერიოზული შენიშვნები და დათქმები წამოუყენებია. შემაჯამებელ განცხადებაში რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობების შესრულებას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როცა „როსსელხოზბანკი“ (რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი) ისევ მიიღებს  გადახდების საერთაშორისო სისტემით (მაგალითად, SWIFT-ით) სარგებლობის უფლებას და მოიხსნება რიგი შეზღუდვები, ანუ სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

თეთრი სახლის განცხადებიდან ჩანს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიერ წაყენებულ ზოგიერთ პირობას დაეთანხმა. „აშშ მზად არის ხელი შეუწყოს რუსეთის უფლების აღდგენას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის მსოფლიო ბაზარზე, საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის გაფართოებაზე, აგრეთვე ნავსადგურებში შესვლაზე და ფინანსური ოპერაციების წარმოებაზე გადახდის საერთაშორისო სიტემებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს ერ-რიადში (საუდის არაბეთი) მიმდინარე სამდღიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ.  უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები რიგ-რიგობით ხვდებოდნენ აშშ-ის დელეგაციას და საკითხებს ისე ათანხმებდნენ.

დიახ, თეთრი სახლის ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შეთანხმებები შეიძლება ერთგვარ გარღვევად ჩაითვალოს სამწლიანი ომის შეწყვეტის გზაზე, მაგრამ იმავდროულად  ისინი მაინც არ ტოვებენ იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი - ქვეყანა-აგრესორი - რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის - პირიქით, კრემლი უფრო წარმატებულ პოზიციაშია.

ის, რომ კიევი და მოსკოვი დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვების შეწყვეტაში, ეს გასაგებია - დაბომბვები ორივეს ზიანს აყენებს. რაც შეეხება შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ეს შეთანხმება რუსეთისათვის უფრო მომგებიანია: უკრაინა, შეიძლება ითქვას, გაბატონებული მსგომარეობა აქვს, მისმა რაკეტებმა რუსეთს ბევრი დიდი ხომალდი გაუნადგურეს და ამიტომ ოდესღაც რეგიონში უძლიერესი შავი ზღვის ფლოტი ამჟამად თავისი მთავარი ბაზიდან - სევასტოპოლიდან - შორს მდებარე ნავსადგურებშია მიმალული (მაგალითად, ნოვოროსიისკში). ახლა კი, როგორც მიღწეული შეთანხმებიდან იგულისხმება, მათ, სავარაუდოდ, თავისუფლად შეუძლიათ ცურვა და სევასტოპოლში დაბრუნება.

როგორც ცნობილია, აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე რუსეთმა უარყო - ვლადიმერ პუტინმა განცხადებით, მოსკოვი მხოლოდ იმ შემთხვვეაში გაიზიარებს ვაშინგტონის წინადადებას, თუ დასავლეთი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე და თუ უკრაინა თავის სამობილიზაციო ძალისხმევას შეაჩერებს. ცხადია, რომ ამ პრეტენზიების შესრულება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც რუსეთი, ისე უკრაინა შავ ზღვას ნედლეულის და სურსათის ექსპორტისათვის იყენებენ 2022 წლის შუახანებში მხარეებმა ხელი მოაწერეს „მარცვლეულის გარიგებას“, რომელიც უკრაინას უფლებას აძლევდა თავისი მარცვლეული საზღვაო მარშრუტით გაეტანა. თუმცა ერთი წლის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს, რადგან დასავლური სანქციები სერიოზულად ზღუდავს მის შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. შესაბამისად, მხარეები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან და ასეთი შეთანხმების პირობებს რუსეთი აღარ შეასრულებს.

შემდეგ რუსეთმა დაიწყო მუქარები იმ უცხოური გემების მიმართ, რომლებიც უკრაინის ნავსადგურებისაკენ მიცურავდნენ და ცდილობდა უკრაინის საზღვაო ექსპორტის ჩაშლას. თავის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფლოტის შევიწროვება დაიწყეს და იძულებული გახადეს რუსული გემები, რომ მათ თავი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნავსადგურებისათვის შეეფარებინათ. უკრაინამ შეუძლებელი შეძლო: მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა თითქმის ომამდელი დონით აღადგინა.

შესრულდება თუ არა ერ-რიადში მიღწეული შეთანხმება რუსული მხარის სასარგებლოდ? მართლაც ექნებათ თუ არა რუსულ გემებს სევასტოპოლში დაბრუნების შესაძლებლობა? ამოქმედდებიან თუ არა ხერსონისა და ნიკოლაევის ნავსადგურები, რაც უკრაინას ძალიან სურს? პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება. საყურადღებოა უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმაროვის განცხადებაც, რომლის თანახმად, „რუსული სამხედრო ხომალდების ნებისმიერი გადაადგილება შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირიდან დასავლეთისაკენ კიევის მიერ შეფასებული იქნება როგორც შეთანხმების დარღვევა“. თანაც უკრაინა „თავდაცვის უფლებას იტოვებს“.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати