USD 2.7174
EUR 2.9356
RUB 2.8086
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „პუტინის მიერ ყაზანში მოწყობილ სამიტზე ყველაზე მეტად ერთი სტუმარი გამოირჩეოდა - რეჯეფ ერდოღანი“
Date:  124

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ეხმაურება ყაზანში გამართულ BRICS-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტს და 24 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის მიერ მოწყობილ სამიტზე ყველაზე მეტად ერთი სტუმარი გამოირჩეოდა - რეჯეფ ერდოღანი“ (ავტორები - ვალერი ჰოპკინსი და დევიდ პირსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიესალმა რა მსოფლიოს ლიდერებს BRICS-ის ყაზანის სამიტზე, ვლადიმერ პუტინმა თითოეულს წითელი ფიანდაზი გაუშალა, მათ შორის ჩინეთისა და ირანის ხელმძღვანელებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბოლო მოუღონ აშშ-ის დომინირებას საერთაშორისო საფინანსო სისტემაში.

მაგრამ ფორუმის ათობით მონაწილეთა შორის იყო ერთი ლიდერი, რომელიც სხვებს არ ჰგავდა - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, ნატოს წევრი სახელმწიფოს მეთაური.

მან სამიტის მასპინძელს ვლადიმერ პუტინს შეხვედრისას ფამილარულად მიმართა - „ჩემო ძვირფასო მეგობარო“ - ეს არის ალერსიანი დამოკიდებულება, რომლითაც თურქეთის ლიდერი მრავალჯერ უსარგებლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს და რაც მოწმობს რეჯეფ ერდოღანის დიდი ხნის ძალისხმევას - წარმოადგინოს თურქეთი მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშის სახით. ანკარის ასეთი მოქმედება საკმაოდ ხშირად მისი ნატოელი მოკავშირეების გაღიზიანებას იწვევს.

ანალიტიკოსთა აზრით, რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი სამიტისათვის ერთ-ერთ ძვირფას „სამკაულს“ წარმოადგენს - როგორც ცნობილია, კრემლის ბინადარი ცდილობს დაამტკიცოს, რომ იგი გლობალურად გარიყული არ არის, რისი მიღწევაც დასავლეთს სურს უკრაინასთან ომის დაწყების დროიდან.

ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლა“ უკვე დაიწყო და ამ მხრივ შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს.

ნატოს აკრიტიკებს როგორც რუსეთი, ასევე BRICS-ის ალიანსის ბევრი სხვა წევრი. ექსპერტები თვლიან, რომ რეჯეფ ერდოღანმა, რომელიც დიდი ხანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ყაზანის სამიტში მონაწილეობით თავისი დაინტერესება გამოხატა, რომ უფრო მჭიდრო და ფართო ურთიერთობა ჰქონდეს მზარდ ბლოკთან. ეს ხაზს უსვამს იმასაც, რომ მატულობს BRICS-ის წევრთა რაოდენობა, რომლებსაც ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა სურთ. კრემლი მეგობრებს ეძებს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, როცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავისი ჯარის ქვედანაყოფები გაგზავნა რუსეთის დასახმარებლადო უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს იმას ნისნავს, რომ მოსკოვი, რომელიც ოდესღავ თვითონაც მონაწილეობდა ფხენიანისადმი გამოცხადებულ სანქციებში, ბირთვული ამბიციების ასალაგმავად, ახლა ჩრდილოეთ კორეასაგან მხარდაჭერას იღებს და არამარტო მისგან.

„ვლადიმერ პუტინის უპირველესი მიზანია რუსეთი ისე წარმოადგინოს, რომ ის გარიყული არ არის“, - ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ცენტრის ბერლინის ფილიალის დირექტორი, - BRICS-ის სამიტის დღის წესრიგი გლობალურ შთაბეჭდილებას თავიდანვე არ ტოვებდა, ზედაპირული იყო, რასაც მიღებული დეკლარაცია მოწმობს, ანუ  სამიტისათვის ბევრი რამ მიუღწეველი დარჩა, თუმცა იმავდროულად მნიშვნელოვანია მიდგომა და საერთო სურათი“.

რუსეთის პრეზიდენტს BRICS-ის შარშანდელ სამიტში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა, პირადად მონაწილეობა არ მიუღია და ვიდეოჩანაწერით მიმართა მონაწილეებს. მისი დაუსწრებელობა გამოწვეული იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერით და რადგანაც სამხრეთ აფრიკა სასამართლოს რომის სტატუტზე ხელმომწერია, იქაური ხელისუფლება ვალდებული იყო რუსეთის ლიდერი დაეპატიმრებინა., თუ იგი იქ ჩავიდოდა.

ალექსანდრე გაბუევის თქმით, ის, რომ ვლადიმერ პუტინი ამდენი მსოფლიო ლიდერის შეხვედრის ორგანიზატორი გახდა, კრემლის გამარჯვებას ნიშნავს. ისიც ნიშანდობლივია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომლებსაც ხუთი წელია ერთურთის დანახვა არ სურდათ, ახლა ერთმანეთს ოფიციალურად სწორედ რუსეთში შეხვდნენ.

„ის ფაქტი, რომ სი ძინპინი და ნარენდრა მოდი პირისპირ მშვიდად საუბრობენ რუსეთის ტერიტორიაზე, პრინციპში, სასარგებლო და მისასალმებელია ვლადიმერ პუტინის მხრიდან. მას შეუძლია მათი შეხვედრა „ჩაიჯიბოს“ და თავის დამსახურებად გაასაღოს“, - ამბობს აშშ-ის კარნეგის ფონდის ბერლინის ფილიალის დირექტორი, - „მართალია, კრემლს მათ შეხვედრაში შუამავლის როლი არ შეუსრულებია, მაგრამ ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს სადღაც კი არა, სწორედ ყაზანში შეხვდნენ, თავისთავად მრავლისმეტყველია“. ალექსანდრე გაბუევის აზრით, სამიტზე თურქეთის ყოფნაც ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს დააბალანსოს თავისი ურთიერთობა რამდენიმე კონკურენტუნარიან სახელმწიფოსთან.

კრემლი მიესალმა თურქეთის აქტიურობას BRICS-თან მიმართებით, როცა სექტემბერში ანკარამ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ბლოკთან მიერთებით. ამასთან, თურქი ოფიციალური წრეები თავიანთ განზრახვებში მაინც გარკვეულ თავშეკავებას იჩენენ.

ანალიტიკოსების თქმით, რეჯეფ ერდოღანის ყაზანში ვიზიტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მისი მრავალწლიანი ლავირების სიმბოლოს წარმოადგენს. სხვათა შორის, ანკარის ასეთი პოზიცია  უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებითაც გამოიკვეტა: თურქეთი რცება ნატოს სტრატეგიულ წევრად, აწოდებს უკრაინას იარაღს და იმავდროულად უარს არ ამბობს მოსკოვთან ურთიერთობაზე, მკვეთრად აფართოებს რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას.

„ანკარა თვლის, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, დღეისათვის კრიზისს განიცდის. თურქეთს სურს, რომ მან მრავალპოლუსიან მსოფლიოში იარსებოს და სხვადასხვა ბანაკებთან ურთიერთობა ჰქონდეს“, - ამბობს ასლი აიდინტასბაში, ბრუკინგის ინსტიტუტის (აშშ) სპეციალისტი, რომელიც თურქეთს იკვლევს, - „ანკარას სურს ნატოშიც დარჩეს და  BRICS-თანაც ივაჭროს. დღეს მსოფლიო ისეთი ფრაგმენტულია, რომ თურქეთის სურვილის რეალიზება სრულიად შესაძლებელია. თურქეთსაც და რუსეთსაც BRICS-ის სამიტით ბევრი რამის მოგება შეუძლიათ“.

რეჯეფ ერდოღანს და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ჭირდებათ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ დროს კი BRICS-ის ჩარჩოებში მათი თანამშრომლობა კარგი ნიღაბია ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის“, - აცხადებს ასლი აიდინტასბაში, - ამასთან, მათი ურთიერთობა რთულია და, რა თქმა უნდა, ქორწინებას არ ნიშნავს. მოსკოვი და ანკარა ერთმანეთისათვის მეგობრებიც არიან და მეტოქეებიც, თუმცა ორივე გარკვეულ ბალანსს იცავს. ამ თანაფარდობის შენარჩუნება დამოკიდებულია ერდოღანისა და პუტინის პირადულ თვისებებზე“.

რეჯეფ ერდოღანი კიევს და მოსკოვს დაეხმარა იმ შეთანხმების დადებაში, რომელიც უკრაინული ხორბლის ექსპორტს ითვალისწინებს. თურქეთმა ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაში (თუმცა მისი პოზიტიურად დასრულება ვერ მოხერხდა), აგრეთვე ტყვეთა გაცვლის პროცესში.

„რეჯეფ ერდოღანი, შესაძლოა ინვესტიციებს ელოდება „ბრიკსის“ წევრების მხრიდან, რატა თავისი ქვეყნის საკმაოდ დასუსტებული ეკონომიკა გამოაცოცხლოს“, - თვლის ქერიმ ჰასი, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მკვლევარი, - „დასავლური ინვესტიციები არასაკმარისია, ანკარისათვის კარგი იქნება პეკინისა და ნიუ-დელის დახმარება ფინანსების მიზიდვის საქმეში“.

ასევე გამორიცხული არ არის, რომ თურქეთის პრეზიდენტი შეეცდება BRICS-ის ქვეყნების ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაშიც გამოიყენოს. და ბოლოს, როგორც ჩანს, რეჯეფ ერდოღანი ხედავს, რომ BRICS-ი უკვე ბლოკად გადაიქცა და მის მიმართ უყურადღებობის გამოჩენა დაუშვებელია. „ბრიკსი“ იმ მატარებლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომლის ვაგონში დროულად უნდა შეხვიდე, მასში ჩაჯდომა უნდა მოასწრო“, - ამბობს ქერიმ ჰასი, - თუ რეჯეფ ერდოღანი დააგვიანებს, მისთვის რთული იქნება BRICS-ის მონაწილე გახდეს“.

თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტი უკვე აგვიანებს.

ბლოკის ისეთი დამფუძნებელები, როგორებიც  ჩინეთი და ინდოეთი არიან, ისწრაფვიან იმისათვის, რომ „ბრიკსი“ გაფართოვდეს. სწორედ მათი ძალისხმევით იქნენ სრულუფლებიან წევრებად მიღებულნი ირანი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები... მაგრამ BRICS-ის სხვა თანადამფუძნებელს, მაგალითად, ბრაზილიას, სურს, რომ ახალბედებისათვის გარკვეული კრიტერიუმები დაწესდეს და მათი წევრობა მეორე დონის სტატუსით არსებობდეს.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი არ მიიღებს მიწვევას „ბრიკსის“ სრულუფლებიანი წევრობისათვის, რეჯეფ ერდოღანს შეუძლია ტავისი დასავლელეი მოკავშირეები სეაშინოს იმდენად, რომ ვაშინგტონთან და ბრიუსელ;ტან ურთიერთობის გადატვირთვას მიაღწიოს. ერდოღანს სურს დასავლეთთან მომგებიანი გარიგება დადოს და ამ მხრივ „ბრიკსი“ მის ხელში სასარგებლო ინსტრუმენტის როლს შეასრულებს“, - ამბობს ასლი აიდინტასბაში.

რუსი ოფიციალური პირებით თქმით, რეჯეფ ერდოღანი იძულებული გახდა სამიტი ნაადრევად დაეტოვებინა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო (ანკარაში თავს დაესხნენ თურქეთის აეროკოსმოსური კომპანიის „თურქიშ ეიროსფეისის“ (Turkish Aerospace -TUSAŞ) შტაბ-ბინას, არიან დაღუპულები და დაჭრილები), თუმცა პრეზიდენტმა საზეიმო მიღებაზე ყოფნა მოასწრო, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ძვირფას სტუმრებს მშვენიერი ღვინით სავსე ბოკლების წკარუნით მიესალმა.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/10/23/world/europe/putin-brics-summit-russia-nato-turkey.html

 

region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way