„ერთი თვის შემდეგ, რაც ბერლინი თავისი მოკავშირეების თხოვნას დათანხმდა გერმანული ტანკების - „ლეოპარდების“ - უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე, აღმოჩნდა, რომ მძიმე ტექნიკის ის „დიდი ნაკადი“, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები კიევს პირდებოდნენ, სინამდვილეში მხოლოდ „პატარა ნაკადული“ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინისთვის მისაცემი ტანკების ძიებაში: ევროპის არმიებს მძიმე ჯავშანტექნიკა არ ჰყოფნით“ (ავტორები - ერიკა სოლომონი და სტივენ ერლანგერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უცებ აღმოაჩინა, რომ მათი არმიების არსენალებში არსებული ტანკები ან სარემონტოა, ან სათადარიგო ნაწილებით არ არიან უზრუნველყოფილნი. სირთულეები გაჩნდა უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო წრთვნების საკითხშიც - ტანკების ეკიპაჟების მომზადებაში. პოლიტიკოსები პირისპირ შეეჩეხნენ მოულოდნელ დაბრკოლებებს როგორც საკუთარ ორგანიზაციებში (ნატო, ევროკავშირი), ისე უშუალოდ ეროვნულ თავდაცვით სტრუქტურებშიც. ბევრი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები იძულებულნი გახდნენ უკან მიეწვიათ პენსიაში გასული ინსტრუქტორები, რათა უკრაინელებისათვის მათთვის უცხო ტანკების მართვა ესწავლებინათ.
რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდების საკითხში შექმნილი პრობლემები მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ რეალობისა, რომელსაც ევროპა დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებდა და ყურადღებას არ აქცევდა: ბრიუსელი, პარიზი, ბერლინი და ლონდონი თვლიდნენ, რომ ცივი ომის შემდეგ მსხვილმასშტაბიანი ომების საფრთხე უკვე წარსულს ჩაბარდა და „დათბობის“ პერიოდში სულაც აღარ იყო აუცილებელი დიდი სამხედრო ხარჯების გაწევა. შესაბამისად, არმიები ქრონიკულად დაუფინანსებელი რჩებოდა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ამ ფაქტს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
დღეს ევროპის ქვეყნების მცდელობა, რომელიც ორი სატანკო ბატალიონის (62 ტანკის შემადგენლობით) ჩამოყალიბებისათვის საჭირო მძიმე ჯავშანტექნიკის სხვადასხვა ქვეყნებში ძებნით გამოიხატება, უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა.
ასეთი სიტუაციის ირონიულობა განსაკუთრებით ჩანს ტანკების მწარმოებელ სახელმწიფოს მდგომარეობაზე. ბევრი ევროპელი გერმანიას და მის კანცლერს ოლაფ შოლც აკრიტიკებდა და იმ გაუბედავი ნაბიჯების გამო, რასაც ბერლინი უკრაინის დახმარების საკითხში დგამდა. კანცლერი ანგარიშს უწევდა საზოგადოების განწყობას და თავს არიდებდა სიტუაციის ესკალაციას რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დათანხმდა ნატოს წევრების თხოვნებს - ფრონტზე გაგზავნილიყო მათ ეროვნულ არმიებში არსებული გერმანული „ლეოპარდები“. მაგრამ... იმ ქვეყნებმა, რომლებიც გერმანიას აკრიტიკებდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათი „ლეოპარდები“ ისეთ გამართულ და საბრძოლო მდგომარეობაში არ არიან, როგორშიც უნდა ყოფილიყვნენ... მოკლედ, ტანკების მოგროვება ძნელად მიმდინარეობს.
თქვენ თვითონ განსაჯეთ:
ფინეთი, რომლის პარლამენტის წევრები, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ფონზე, ყველაზე მეტად ლაპარაკობდნენ უკრაინის დახმარებაზე და ბერლინს მწარედ საყვედურობდნენ, ახლა აცხადებენ, რომ ჰელსინკს კიევისათვის სულ სამი „ლეოპარდის“ მიცემის საშუალება აქვს, ისიც მხოლოდ ისეთი მოდიფიკაციისა, რომელიც განნაღმვის ფუნქციას ასრულებს, საბრძოლო „ლეოპარდები“ (200 ერთეული) კი ფინეთს თვითონ დაჭირდება - ქვეყანას რუსეთთან თითქმის ათასკილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს და ახლა, როცა ნატოს წევრია, საკუთარი თავდაცვის დასუსტება არ სურს.
შვედეთმა, რომელიც ზეწოლას ახდენდა გერმანიაზე - „ნებართვა მომეცი შენი წარმოების ტანკები უკრაინას გავუგზავნოო“, 24 თებერვალს მორიდებულად განაცხადა, რომ ომში მხოლოდ 10 „ლეოპარდს“ გაგზავნის...
ესპანეთმა, რომელსაც თავის არმიაში 108 გერმანული ტანკი აქვს და ეგონა, რომ ყველა საბრძოლო მზადყოფნაში იყო, ახლა დარწმუნდა, რომ ბევრი „ლეოპარდი“ „დაჭრილია“ და „მკურნალობა“ - რემონტი ჭირდება, რაც თვეები გაგრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი წევრს პარტია „რამოსი“ წარმოადგენს, რომელსაც თითქმის პრორუსული განწყობა აქვს და ტანკების უკრაინისთვის გადაცემა არ სიამოვნებთ.
პოლონეთი, რომელსაც გერმანიასთან ბოლო წლებში რთული დამოკიდებულება აქვს, ოლაფ შოლცს გაუბედაობის გამო აკრიტიკებდა და იმუქრებოდა, რომ ტანკებს უკრაინას ბერლინის თანხმობის გარეშე მიაწოდებდა. რამდენიმე დღის წინათ კი ვარშავამ განაცხადა, რომ მას მხოლოდ 14 ტანკის მიცემა შეუძლია (მათგან რამდენიმე „ლეოპარდი“ კიევს უკვე გადაეცა, პოლონეთი ახლა უკრაინულ ეკიპაჟებს ამზადებს, თუმცა სწავლება ჯერ არ დამთავრებულა).
იმის გამო, რომ „ლეოპარდ-2“-ის თანამედროვე ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პრობლემებს აწყდება, ნიდერლანდები, გერმანია და ბელგია გამოვიდნენ ინიციატივით, რომ უკრაინას ამ წლის ბოლომდე უფრო ძველი „ლეოპარდ-1“-ები გაუგზავნონ, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა გენერალმა განაცხადა, ბუნდესვერის სარდლობა იძულებული გახდა ტანკის ამ ძველი მოდელის უკვე ასაკოვანი გადამდგარი მექანიკოსები და ტანკის მძღოლები მთელ ქვეყანაში მოეძებნა, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად.
წყარო: https://www.nytimes.com/2023/02/28/world/europe/ukraine-tanks.html
მოამზადა სიმონ კილაძემ
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.