USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
The Telegraph-ი: ირანის ხელისუფლება ელის ისრაელისგან თავდასხმას, ყოველ ღამე
Date:  634
ბოლო დღეებში, საინტერესო ინფორმაციული ძვრებია ახლო აღმოსავლეთიდან.
თავდაპირველად, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია ისრაელეს და საგანგებო შეხვედრა გამართა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან,
ამასთანავე, კურილა ჩავიდა ჯერ იორდანიაში, რომელიც ისრაელზე ირანის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში ირანული რაკეტების შეკავების ერთ-ერთი პირველი ფრონტია და შემდეგ გაემგზავრა კატარში, რეგიონში აშშ-ს უმსხვილეს ალ უდეიდას ავიაბაზაზე.
პარალელურად, The Telegraph-ის ინფორმაციით, „ირანის ხელისუფლება ელის ისრაელისგან თავდასხმას, ყოველ ღამე,რისთვისაც ყველაფერი მზადყოფნაშია - იმ ობიექტებზეც კი, რომელთა შესახებ არავინ იცის“.
მეტიც, ცნობილი ხდება, რომ ისრაელისა და აშშ-ს მოსალოდნელი თავდასხმის შიშის ფონზე, ირანმა თავისი ბირთვული ობიექტების ირგვლივ თავდაცვის სისტემები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა და აქტიურად მიმდინარეობს ცაში ავიაციის საბრძოლო მორიგეობები.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way