USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ომის ორმა წელმა უკრაინელები გააღატაკა: ყველაზე მეტად - მოხუცები, ინვალიდები და იძულებით გადაადგილებული პირები“
თარიღი:  745

უკრაინელები დიდ გაჭირვებას განიცდიან, განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან ჩავარდნილნი ასაკოვანი ადამიანები, ავადმყოფები... ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ომამდეც არ ულხინდათ, - ნათქვამია  ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომის ორმა წელმა უკრაინელები გააღატაკა: ყველაზე მეტად -მოხუცები, ინვალიდები და იძულებით გადაადგილებული პირები“. ბევრი მათგანი დღედაღამ კიევის ქუჩებში იმყოფებიან და სასმელ-საჭმელს სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან იღებენ. ამასთან, უკრაინას სოციალური დახმარების ფულს დასავლეთი აძლევს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომმა მილიონობით უკრაინელს ეკონომიკური სიძნელეები მოუტანა, მაგრამ ომის მესამე წელს ზოგიერთები ყველაზე მეტად იტანჯებიან: განსაკუტრებით მოხუცები, ინვალიდები და საომარი მოქმედებებეის რაიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

2023 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 2021 წლის დონის მხოლოდ 72% შეადგინა. მოსახლების დიდმა ნაწილმა ან სამუშაო დაკარგა, ან ხელფასები შეუმცირდათ - დამსაქმებლისათვის ფინანსური პრობლემების გაჩენის გამო. თუმცა, თუ  ფრონტიდან მოშორებით მდებარე უკრაინის რომელიმე მსხვილ საოლქო ცენტრში ან კიევში თუ გაივლით, ვერ შეატყობთ, რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. კიევის მაიდნის გვერდით, სადაც საქვემოქმედო ორგანიზაციები მშიერ ადამიანებს მცირეოდენ საჭმელს ურიგებენ, რესტორნები და კაფეები გადატვირთულია, ისმის მუსიკა, ცეკვა-მღერა და მხიარული შეძახილები. ბევრი ადამიანი ძვირფასი ავტომობილებით დადის.

ამავე დროს, მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე თვის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ უკრაინელთა 9% ყოველდღიურად შიმშილობს ან საკმარისად ვერ იკვებება. კიევის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მონაცემებით კი, მარტის თვეში მოსახლეობის 23% მთავარ პრობლემად სასურსათო ნაკლებობას მიიჩნევდა, ხოლო 14% - უმუშევრობას.

თუმცა ზოგიერთი უკრაინელი ანალიტიკოსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მძიმეა და ომმა  უკრაინელები „დიდი სიღარიბის“ ეპოქამდე მიიყვანა, უკრაინული საზოგადოება მაინც არ არის დასავლურის მსგავსად დაშლილი და ოჯახის წევრები, ნათესავები ერთმანეთს ეხმარებიან - ანუ გამოკითხვა ზოგჯერ რეალობას არ ასახავს. რა თქმა უნდა, ეს, გარკვეულწილად, სიმართლეა, თუმცა ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებისათვის მოწყალების მისაღებად რიგში საათობით დგომა სასიამოვნო არ არის. ეს ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად უჭირთ და სასმელ-საჭმელი აკლიათ.

უკრაინელთა ამგვარ დუხჭირ მდგომარეობას თავისი ეკონომიკური მიზეზები აქვს: ბოლო ორ წელიწადში მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა, განსაკუთრებით პენსიები. საშუალო პენსიის მოცულობა 135 დოლარია.  პენსიონერები კი ამჟამად უკრაინის მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტია - 10,5 მილიონი ადამიანი. თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ პენსიონერების გარდა არავის არ უჭირს. როგორც უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი ოქსანა ჟოლნოვიჩი ამბობს, გაჭირვებულთა რიცხვს ემატება სამი მილიონი უკრაინელი, რომლებიც ინვალიდობის სოციალურ დახმარებას იღებენ - ორ წელიწადში მათი რაოდენობა 300 ათასამდე გაიზარდა - დაჭრილ-დასახიჩრებულთა სახით. მოსახლეობამ დაკარგა მთავარი ქონება - საცხოვრებელი ბინები, რომლებიც დანგრეულ-დაზიანებულია.

დღეისათვის უკრაინის სოციალური ბიუჯეტი თითქმის მთლიანად დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული (პენსიების გადახდის გარდა). 2024 წელს უკრაინას გარე დაფინანსების სახით 37,3 მილიარდი დოლარი დაჭირდება. დიდი ალბათობით, გაჩნდება დეფიციტი, ანუ დასავლეთის დახმარება შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოც შეამცირებს სოციალური გადახდების მოცულობას, მოიმატებს ფასები... რასაკვირველია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაჭირვებას ასე თუ ისე შედარებით იოლად გადაიტანს, მაგრამ დიდი სოციალურად დაუცველებისათვის რთული იქნება - კრემლის პუტინური გეგმაც ხომ მიზნად სწორედ უკრაინელების სულით დაცემას ისახავს, ნებისყოფის დათრგუნვას და წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვას.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/04/21/two-years-of-war-have-impoverished-many-ukrainians

 

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის