USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ნატოს გენერალურ მდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს“
თარიღი:  1056

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „ნატოს გენმდივანს უკრაინის გათავისუფლება და რუსეთისადმი ძლიერი დარტყმის მიყენება სურს“   გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან (ესაუბრება ზანი მილტონ-ბედოუზი, ჟურნალის მთ.რედაქტორი).

გთავაზობთ ინტერვიუში გაჟღერებულ მნიშვნელოვან საკითხებს:

ა) დარტყმები რუსეთის სიღრმეში - ნატოური იარაღით?

იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატოს წევრ-ქვეყნებს ნება დართონ უკრაინას, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღით, შესაძლებლობისდა მიხედვით, რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს, განსაკუთრებით მის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში 10 მაისს წამოწყებული შეტევა ბევრად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უკრაინას არ აქვს უფლება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული დასავლური წარმოების იარაღით დარტყმები მიაყენოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე „კანონიერ სამხედრო სამიზნე ობიექტებს“. „დადგა დრო, დასავლელმა მოკავშირეებმა იფიქრონ იმაზე, რომ კიევს მოუხსნან გარკვეული შეზღუდვები მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა, თუმცა მას არ დაუსახელებია ალიანსის წევრი ის კონკრეტული ქვეყნები, ვისი მისამართითაც იყო მიმართული მოწოდება (უპირველესად იგულისხმება აშშ).

ბ) იარაღის უკმარისობა უკრაინისათვის

„ხარკოვთან შეტევის დროს რუსეთი არ ერიდება ცოცხალი ძალის რესურსების ზედმეტად გამოყენებას და მზადაა ორიოდე კილომეტრის დაკავებისათვის დიდი ფასი გადაიხადოს.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას იარაღი აკლია, ის გმირულ წინააღმდეგობას უწევს მტერს“, - ამბობს ნატოს გენმდივანი. ამასთან, მან გააკრიტიკა ალიანსის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევას პირდებიან, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ. „ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს [მარტის თვისათვის] ერთი მილიონი ჭურვის მიცემა აღუთქვეს, მაგრამ რეალურად ამის მსგავსი არაფერი მომხდარა“.

გ) ნატო და რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის ნატოური პერსპექტივა

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს უკრაინაში თავისი ჯარისკაცების გაგზავნას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია არ მოხდეს და ნატოსა და რუსეთის რეალურ ომად არ გადაიქცეს. „შეიარაღების მიწოდება და ჯარების გაგზავნა ერთიდაიგივე ნამდვილად არ არის“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენმდივნის ინტერვიუდან ასევე ირკვევა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება. „კიევმა თავდაპირველად თავისი სამხედრო ინსტიტუტები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

დ) გაერთიანებული ევროპული არმია? არავითარ შემთხვევაში!

„მე მივესალმები ევროკავშირის ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ნატოს ევროპული წევრების თავდაცვის ხარჯები ნატოს ხარჯების მხოლოდ 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, 80% ევროპისგარე სახელმწიფოებზე მოდის, კერძოდ, აშშ-ისა და კანადის მიერ შეტანილ წვლილს წარმოადგენს“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა და ხაზი გაუსვა:

„ნატო ევროატლანტიკური სივრცისათვის მთვარი სამეტაურო სტრუქტურა იყ, არის და იქნება. ევროკავშირმა უმჯობესია თავისი წევრების თავდაცვის მრეწველობის ფრაგმენტაციის გადალახვას და ამ სფეროში სიტუაციის გამოსწორებას მიხედოს“.

ე) „ვიქტორ ორბანი? შევძლებთ მასთან კომპრომისს“

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეძლებს თავის წევრთან - უნგრეთთან - კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას: „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით გადაწყვეტილებას, რომ ალიანსის ერთიანობა არ დაირღვეს და რომ ყველა წევრი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგული იყოს. დიახ, მოვძებნით პრაგმატულ გზას“’, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა 24 მაისს აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოში თავისი როლის გადაფასებას მოახდენს, რადგანაც ბუდაპეშტს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობა არ სურს. ასევე, მისი თქმით, ალიანსის მიერ რუსეთის საფრთხის პროპაგანდა  ნატოს მზადებას ნიშნავს მოსკოვთან საბრძოლველად.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/05/24/natos-boss-wants-to-free-ukraine-to-strike-hard-inside-russia

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის