USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«The Economist» : არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვლადიმერ პუტინი ინფლაციას აკონტროლებს
თარიღი:  417

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსულმა ეკონომიკამ კიდევ ერთხელ გააწბილა ისინი, ვინც მის „დასასრულს“ წინასწარმეტყველებდა: არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვლადიმერ პუტინი ინფლაციას აკონტროლებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ორი წლის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის ეკონომიკას მრავალჯერ უწინასწარმეტყველებდნენ კრიზისს, დანგრევას, ჩამოშლას, გაქრობას, მაგრამ „რუსეთის დასასრულის“ მომლოდინენი შეცდნენ. ფინანსური კოლაფსი, რომელსაც 2022 წლის გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ, არ მოხდა. მართალია, ეკონომიკა რეცესიაში მოექცა, მაგრამ ხანმოკლედ და სიტუაცია მალე გამოსწორდა. ერთადერთი საფრთხე ინფლაცია გახდა: ფასები გასულ წელს სწრაფად იზრდებოდა და ეკონომისტებს ეგონათ, რომ მთავრობა სიტუაციას ვერ გააკონტროლებდა. თვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი შეშფოთდა. თებერვალში მან ჩინოვნიკებს მოუწოდა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმოთ ფასების ზრდისათვის.

მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ადასტურებს პესიმისტების შეცდომას. მოსალოდნელია, რომ მარტის თვის მონაცემებით, ფასების ზრდა შეწყდება, ინფლაციის ტემპი კი საკმაოდ შენელდა. ასე რომ, 15 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წინასწარ უკვე გადაწყვეტილია. საერთოდ კი, ვლადიმერ პუტინს კონკურენტიც რომ ჰყოლოდა, ინფლაცია და ფასების ზრდა მაინც ვერაფერს დააკლებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთში უმუშევრობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.

ვინ იმსახურებს ქება-დიდებას ასეთი მიღწევებისათვის? შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს ეკონომიკის დასაცავად. თუმცა ცენტრობანკელების აზრით, ფინანსთა სამინისტრო არასწორად ახდენდა ჩარევას და მხოლოდ მათი, ანუ ბანკის ხელმძრვანელების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ინფლაციის დამუხრუჭება. ალბათ, ცენტრობანკელები მართლები არიან. განაკვეთების მომატებამ რუსეთის მოქალაქეებს შემნახველი ანგარიშების გახსნისაკენ უბიძგა - ანუ დანაზოგებისაკენ, ვიდრე ფული ხარჯვისაკენ. ინფლაციის შესუსტებაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამაც თავისი როლი შეასრულა.

რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა განპირობებულია წარსულში განხორციელებული მასტიმულირებელი ზომებითაც. ბოლო წლებში კორპორაციებმა და კომპანიებმა მნიშვნელოვანი თანხები დააგროვეს, რომლებსაც ინფლაციის დროსაც კი ხარჯავდნენ და დეფოლტს თავს არიდებდნენ.

სხვათა შორის, დასავლურმა სანქქციებმაც ერთგვარი პოზტიური როლი სეასრულა რუსული ეკონომიკის მდგრადობაში. როცა რუსეთიდან დასავლური კომპანიები წავიდნენ, ბუნებრივია, მათი მაღაზიების და საწარმოები დაიხურა, მოგვიანებით კი ისევ გაიხსნა, მაგრამ უკვე ახალი მფლობელების მიერ. რუსულმა კომპანიებმა გაააქტიურეს ნედლეულის ძიება მესამე ქვეყნებში და საიმედო მიწოდების გზები იპოვეს. რუსეთში იმპორტის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნების გავლით შედის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე იყო.

ახალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების კვალობაზე, რუსი ექსპორტიორები გათამამდნენ და ფასები ასწიეს, ამით საკუთარი შემოსავლები და მოგება გაამყარეს. რუსები 2022 წელს ჩინეთს 10%-ით იაფ ნავთობს და გაზს აწვდიდნენ, ახლა კი მხოლოდ 5%-ით იაფია. საქმე მხოლოდ ენერგეტიკას არ ეხება. რუსულმა კომპანიებმა ჩინეთში თავიანთი პროდუქციის გატანა უფრო მეტად და აქტიურად დაიწყეს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა დაიტრაბახა, რომ რუსული ნაყინით მალე მთელ ჩინეთს დავფარავთო: „მე ჩემს მეგობარ სი ძინპინს რუსული ნაყინი გავასინჯე და ძალიან ესიამოვნაო“.

რასაკვირველია, რუსებმა კარგად იციან, რომ ინფლაციის ბოლომდე დამარცხება შეუზლებელია. ცენტრალური ბანკის ჩინოვნიკები შეშფოტებულები არიან იმით, ინფლაცია წლის ბოლომდე მაინც მოიმატებს. ყველაზე უფრო ცუდი ისაა, რომ რუბლი შეიძლება გაუფასურდეს ნავთობზე ფასების დაცემით, ან მორიგი სერიოზული სანქციების რაუნდით ან საერთოდ იმიტაც, თუ ჩინეთი რუსეთის მიმართ ინტერესს დაკარგავს, ანუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს მიატოვებს. ეს ყველაფერი ფინანსისტების სერიოზულ შიშს იწვევს. და მაინც, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი - გარიყული ქვეყნის ეკონომიკა თავის ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

წყარო: https://www.economist.com/finance-and-economics/2024/03/10/russias-economy-once-again-defies-the-doomsayers

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის