USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
«The Wall Street Journal» (აშშ): „პუტინი „ვაგნერის“ გლობალური იმპერიის გაკონტროლებას ცდილობს“
дата:  392

ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „პუტინი „ვაგნერის“ გლობალური იმპერიის გაკონტროლებას ცდილობს“ (ავტორები - ბენუა ფოკონი, ჯო პარკინსონი და დრიუ ჰინშოუ).

პუბლიკაციაში განხილულია საკითხი, თუ როგორ აისახება „ვაგნერის“ ამბოხება  აფრიკია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე (სირია, ლიბია, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სუდანი, მოზამბიკი, ბურკინა-ფასო, კონგო, ზიმბაბვე და ა.შ.), სადაც რუსი დაქირავებულები სხვადასხვა მისიებს ასრულებენ - ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერიდან დაწყებული, სამშვიდობო მისიებით და სხვადასხვა წიაღისეულის საბადოების (მაღაროებისა და ღია კარიერების, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების) დაცვით დამთავრებული.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დღეისათვის ჩამოთვლილ ქვეყნებში დაახლოებით ექვსი ათასამდე „ვაგნეროველი“ იმყოფება.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ თავიანთი წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა რაიმე კავშირს კერძო სამხედრო კომპანიასთან, „ვაგნერელთა“ კოლონის მოსკოვის მისადგომებთან შეჩერების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიური დიპლომატიური სატელეფონო საუბრები გამართა აფრიკელ და ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთან და ისინი დაარწმუნა, რომ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, მხოლოდ სხვა ხელმძღვანელების მეშვეობით.

„ვაგნერის“ ამბოხების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაფრინდნენ სირიაში, მალის რესპუბლიკაში. მაგალითად, დამასკოში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (გვარი დასახელებული არ არის), რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა და დაარწმუნა, რომ იქ მყოფი „ვაგნერელები“ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. სირიაში მყოფ „ვაგნერელთა“ მეთაურს ლატაკიის რუსულ სამხედრო ბაზაში შესაბამისი კონსულტაციები ჩაუტარდა.

ასევე მოსკოვიდამ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფოსტენ-არკანჟ ტუადერესთან, რომლის პირადი დაცვის შემადგენლობაში „ვაგნერელები“ არიან და განუცხადეს, რომ პარტნიორობა სამომავლოდაც უზრუნველყოფილი იქნება.

„რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს მიითვისოს და გააკონტროლოს ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ფართო ქსელი... მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენადაა ეს შესაძლებელია და რამდენად სწრაფად მოხდება“, - აღნიშნავენ ავტორები.

„ვაგნერი“ კრემლს დაეხმარა, რომ რუსეთს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა განემტკიცებინა“, - ციტირებს „უოლ-სთრით ჯორნელი“ საჰელისა და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეცწარმომადგენლის ჯონ პიტერ ფამის გამონათქვამს.

წყარო: https://www.wsj.com/articles/putin-moves-to-seize-control-of-wagners-global-empire-26d49286

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати