ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „პუტინი „ვაგნერის“ გლობალური იმპერიის გაკონტროლებას ცდილობს“ (ავტორები - ბენუა ფოკონი, ჯო პარკინსონი და დრიუ ჰინშოუ).
პუბლიკაციაში განხილულია საკითხი, თუ როგორ აისახება „ვაგნერის“ ამბოხება აფრიკია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე (სირია, ლიბია, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სუდანი, მოზამბიკი, ბურკინა-ფასო, კონგო, ზიმბაბვე და ა.შ.), სადაც რუსი დაქირავებულები სხვადასხვა მისიებს ასრულებენ - ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერიდან დაწყებული, სამშვიდობო მისიებით და სხვადასხვა წიაღისეულის საბადოების (მაღაროებისა და ღია კარიერების, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების) დაცვით დამთავრებული.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დღეისათვის ჩამოთვლილ ქვეყნებში დაახლოებით ექვსი ათასამდე „ვაგნეროველი“ იმყოფება.
როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ თავიანთი წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა რაიმე კავშირს კერძო სამხედრო კომპანიასთან, „ვაგნერელთა“ კოლონის მოსკოვის მისადგომებთან შეჩერების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიური დიპლომატიური სატელეფონო საუბრები გამართა აფრიკელ და ახლოაღმოსავლელ პარტნიორებთან და ისინი დაარწმუნა, რომ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, მხოლოდ სხვა ხელმძღვანელების მეშვეობით.
„ვაგნერის“ ამბოხების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაფრინდნენ სირიაში, მალის რესპუბლიკაში. მაგალითად, დამასკოში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (გვარი დასახელებული არ არის), რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა და დაარწმუნა, რომ იქ მყოფი „ვაგნერელები“ თავიანთი ფუნქციების შესრულებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. სირიაში მყოფ „ვაგნერელთა“ მეთაურს ლატაკიის რუსულ სამხედრო ბაზაში შესაბამისი კონსულტაციები ჩაუტარდა.
ასევე მოსკოვიდამ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფოსტენ-არკანჟ ტუადერესთან, რომლის პირადი დაცვის შემადგენლობაში „ვაგნერელები“ არიან და განუცხადეს, რომ პარტნიორობა სამომავლოდაც უზრუნველყოფილი იქნება.
„რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს მიითვისოს და გააკონტროლოს ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ფართო ქსელი... მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენადაა ეს შესაძლებელია და რამდენად სწრაფად მოხდება“, - აღნიშნავენ ავტორები.
„ვაგნერი“ კრემლს დაეხმარა, რომ რუსეთს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა განემტკიცებინა“, - ციტირებს „უოლ-სთრით ჯორნელი“ საჰელისა და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეცწარმომადგენლის ჯონ პიტერ ფამის გამონათქვამს.
წყარო: https://www.wsj.com/articles/putin-moves-to-seize-control-of-wagners-global-empire-26d49286
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.