USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
«The Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): „თბილისი - ლამაზი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუფასებელი საბიუჯეტო დასასვენებელი ადგილი ევროპაში“
дата:  755

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express), რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისი - ლამაზი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუფასებელი საბიუჯეტო დასასვენებელი ადგილი ევროპაში“ (ავტორი - როზი ჯემპსონი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

თბილისი ლამაზი ევროპული ქალაქია და იდეალურ ადგილს წარმოადგენს საბიუჯეტო დასვენებისათვის. საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთში მომხიბლავად არის შერეული ევროპული, აღმოსავლური, შუა საუკუნეებისა და საბჭოური გავლენები.

თბილისი თავისი იაფი და გემრიელი საჭმელებით, ხელმისაწვდომი გასართობი დაწესებულებებით, თავისი მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობებით და არქიტექტურით განუმეორებელ ქალაქად ითვლება.

მოგზაურებს საქარტველოს დედაქალაქში მზიური დღეები ელოდებათ - ივნისში აქ დღისით 30 გრადუსიანი ტემპერატურაა, ღამით კი დაახლოებით 18 გრადუსამდე ეცემა.

ამ მომხიბლავ და მიმზიდველ ქალაქში ბევრი რამ არის ისეთი, რაც უცხოელს დაანტერესებს და ნახვის სურვილს აღუძრავს.

ძველი თბილისი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, წარმოადგენს აგურით აგებული და ხის აივნებიანი სახლების ლაბირინთს, ვიწრო ქუჩებს ისეთი განლაგება აქვთ, თითქოსდა ერთმანეთს არიან ჩახვეულნი.

მათთვის, ვისაც განტვირთვა სურს, აბანოთუბნის კვრტალში არის იაფფასიანი „სპა-ცენტრები“ სპარსულ სტილში. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლით მარაგდება.

იქვე ახლოს მდებარეობს „მაიდნის ბაზარი“, აფხაზეთის ქუჩა, რომელიც სუვენირებით არის სავსე, აგრეთვე ჟან შარდენის ქუჩა და „ბამბის რიგი“. ეს ყველაფერი, რევაზ გაბრიაძის საოცარი თეატრისა და საათიანი კოშკის ჩათვლით, ყველაზე ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

ჩუღურეთის უბანში ასევე ბევრია გამორჩეული ვინტაჟური ბუტიკები, ანტიკვარული მაღაზიები, მყუდრო ბარები და კლუბები.

ტურისტებს ასევე შეუძლიათ მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მეტეხის ტაძარი დაათვალიერონ, რომელიც კლდოვან, შემაღლებულ ადგილზეა აგებული და იქიდან თბილისის ძველი უბნების თვალწარმტაცი პანორამა იშლება. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, მეტეხი თითქოს მდინარეზეა დაკიდებული.

იქვე თქვენ შეგიძლიათ საბაგირო გზით ნარიყალას ძველ ციხე-სიმაგრეზე ახვიდეთ და მისი „დაგრეხილი კედლები“ დაათვალიეროთ.

თუ გსურთ თბილისის უფრო მშვიდად და აუჩქარებლად ნახვა, გაემგზავრეთ მდინარის აღმოსავლეთით მდებარე უბანში, სადაც თქვენს აღმოჩნდებით ქალაქის მე-19 საუკუნის ბრწყინვალე არქიტექტურის წინაშე, რომელიც, ასწლოვანი დროის ფონზე, თანდათან ფერკმრთალდება.

თბილისში შეგიძლიათ მეფურად ისადილოთ და თანაც ძალზე იაფად. საქართველო მთელ მსოფლიოშია განთქმული თავისი პოპულარული კერძებითა და საჭმელებით - მაგალითად, ხინკლით (მოხარშული ცომი ხორცის ფარშითა და სანელებლებით), აგრეთვე ხაჭაპურით (ერთგვარი ღვეზელი ყველით).

წყარო: https://www.express.co.uk/travel/articles/1906554/europe-travel-budget-tbilisi-georgia

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати