USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
«The Daily Telegraph»: „უკრაინის ომისადმი განსხვავებული მიდგომები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ანგრევს
дата:  694

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობა ზიანდება იმით, რომ უკრაინის საკითხში ლონდონსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოება არსებობს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 10 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ანგრევს“ (ავტორი - ტომ როგანი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უფრო აგრესიული კიევის მხარდაჭერაში, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ლონდონის უპირატესი მხარდაჭერა გამოვლინდა როგორ პოლიტიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ, ასევე სამხედრო სფეროში. გარდა იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი თავის სამხედრო ტექნიკას უკრაინაში ყოველგვარი „გეოპოლიტიკური მორიდებულობის“ გარეშე გზავნის, კიევში იმყოფებიან ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტებიც, რომელთა მუშაობა ყველაზე მეტად უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმატებულ მოქმედებაში გამოიხატება რუსეთის ტერიტორიაზე.

შეიძლება მკაფიოდ ითქვას: იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთი ენერგიულად და აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ფრთხილად იმოქმედოს და დაძაბულობის ესკალაციის რისკები შეამციროს, რითაც უკრაინის მთავრობასა და არმიას ზიანს აყენებს.

აი, შეადარეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები: მაშინ როცა დევიდ კემერონი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს ბრიტანეთის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა (ანუ ქარხნები დაბომბოს), ენტონი ბლინკენი პირიქით აცხადებს - რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა მსოფლიოში და აშშ-ში ბენზინის გაძვირებას იწვევს და ამიტომ კიევი მსგავს მოქმედებას უნდა მოერიდოსო. მოკლედ, ამერიკას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბენზინის გაძვირება უფრო ადარდებს და ამიტომ უკრაინას დაბომბვების შეჩერებას აიძულებს.

ასეთი ქმედება იწვევს სტრატეგიული კავშირების შესუსტებას როგორც აშშ-სა და მის უახლოეს მოკავშირეს - დიდ ბრიტანეთს შორის, ასევე ვაშინგტონსა და პარიზს შორისაც: საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმდენად არის დაინტერესებული კიევისადმი დახმარების გაფართოებით, რომ წინადადებას აყენებს უკრაინაში ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნისათვის.

ლონდონ-პარიზის სინქრონული ნაბიჯები ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას იწვევს.  ინგლისურ-ფრანგული ერთობლივი მოქმედება მიმართულია რუსული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის ამჟამინდელი ჟღარუნი უკვალოდ არ ჩაივლის და „დღეს“ თუ არა, „ხვალ“ მაინც თავის ნაყოფს გამოიღებს.

სანამ ვაშინგტონი თავს იკავებს  აქტიური მოქმედებისაგან და დაძაბულობის ესკალაციის წინააღმდეგ გამოდის, ლონდონი და პარიზი თვლიან, რომ მოსკოვს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ცივი ომის დროინდელ შეკავების საფუძვლებს წარმოადგენდნენ.

მოკლედ, შექმნილი სიტუაცია „წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს“: ერთი მხრივ, აშშ-ის და მეორე მხრივ - დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთის მოქმედებას შორის უთანხმოებები ვლადიმერ პუტინს ნატოში განხეთქილების შეტანის შესაძლებლობებს აძლევს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/comment/2024/05/09/ukraine-war-special-relationship-strikes-within-russia/

 

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати