USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
The Daily Telegraph: „თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება“
дата:  275

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება“ (ავტორი - ლიზა ხაზელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც მოსალოდნელია, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში - შეუძლება ხვალ ან ზეგ - გააუქმებს იმ აკრძალვას, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებისას აქვს დაწესებული: მალე კიევს შესაძლებლობა ექნება ამერიკული რაკეტებით რუსეთის ზურგსაც დაარტყას. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთიც იგივეს გააკეთებს, თუმცა მოგვიანებით.

ამ ფონზე კვლავ იბადება კითხვა: განა ეს დაგვიანებული არ არის? განა უკეთესი არ იყო, რომ დასავლეთს დროულად მიწოდებინა საკმარისი იარაღი, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, რომ უკრაინას წარმატებით მოეგერიებინა ვლადიმერ პუტინის ჯარების თავდასხმა?

უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქში პლაცდარმი აქვს დაკავებული. კიევის მტკიცებით, მისი სამხედრო ქვედანაყოფები დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრს ფართობის მქონე ტერიტორიას აკონტროლებენ. მოსკოვი იძულებული გახდა 150 ათასი ადამიანის ევაკუირება განეხორციელებინა. როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, კრემლს 60 ათასი მებრძოლის გადასროლა მოუწია - ისინი დონბასის ფრონტიდან კურსკის ოლქში იქნენ გაგზავნილნი. ბოლო თვეში კიევმა რამდენიმე საგრძნობი და მტკივნეული დარტყმა მიაყენა რუსეთს.

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომში იმპულსს კარგავს. მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება [ჯერ-ჯერობით ოფიციალურად] დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეტის არმიამ კურსკის ოლქში „ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო და უკვე რამდენიმე სოფელი უკრაინული ქვედანაყოფებისაგან გაწმინდაო“.

აშკარაა, რომ გარკვეული ეფექტურობის მიუხედავად. უკრაინის არმიის კურსკში ოლქში შეჭრამ საკმარისი შედეგი ვერ მოიტანა: რუსეთის შეტევა დონბასში არ შესუსტებულა. პუტინის ჯარები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ პოკროვსკს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან და მის დასაკავებლად დამრტყმელ ბირთვს ქმნიან. ქალაქის ხელმზღვანელობა მოსახლეობა ამას გრძნობს და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ევაკუაციას აგრძელებენ. როგორც ჩანს, მოსახლეობასთან ერთად, უკრაინის არმიაც იძულებული იქნება უკან დაიხიოს.

რასაკვირველია, უკრაინის გართულებულ მდგომარეობაში ლომის წილი დასავლეთს მიუძღვის. დასავლეთი აგვიანებს გადაწყვეტილებებს მიღებას - აშშ და დიდი ბრიტანეთი იარაღს კი აწვდის, მაგრამ დროის ეფექტის ყოველგვარი დარღვევით. ასე მოხდა, მაგალითად, როგორც რიგი მოდიფიკაციის რაკეტების, ასევე ავიაგამანადურებელ F-16-ების საკითხში...

დასავლეთი უკრაინას აწამებს. რას ნისნავს იარაღის მიწოდების დაგვიანება? იმას, რომ  უკრაინა იძულებულია ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ არათანაბარ პირობებში, რასაც უარყოფითი შედეგები მოსდევს - უკან დახევა.

თუ რატომ სუსტდება დასავლეთის დახმარება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უპირველესი ისაა, რომ კიევის დასავლელეი მოკავშირეები მუდმივად ეშინიათ „ყბადაღებული საფრთხისა“, რომ ვაითუ ომის ესკალაცია მოხდეს... ვაითუ ვლადიმერ პუტინს ჭკუა აერიოს და ბირთვული რაკეტების გაშვების ღილაკზე თითი დააჭიროს... ვაითუ კრემლმა სხვა ქვეყნები ჩართოს უკრაინასთან ომში. მეორე მიზეზი, რომელსაც პირველთან აქვს კავშირი: დასავლეთში უკრაინის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაქვეითდა, რაც მთავრობებს (მმართველ პარტიებს) უკრაინის მიმართ მტკიცე დახმარების პოლიტიკის გატარებას პრობლემებს უქმნის; მესამე - ევროპული შეფასებით, კიევს დამატებით ასობით მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდება, რომ რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან გააძევოს. შესაბამისად, დასავლელი მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის [ჯერ-ჯერობით, არაოფიციალურად] მოუწოდებენ გადასინჯოს პოზიცია და დროულად შეეცადოს მოლაპარაკების დაწყებას (რა თქმა უნდა, კიევის სასარგებლო პირობებით, სანამ მას კურსკის ოლქი აქვს დაკავებული).

ამასთან, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის მუქარები - რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა მკაცრად დაისჯებაო (სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით) - მხოლოდ ცარიელი სიტყვები გამოდგა. ერთი თვე გავიდა, რაც უკრაინა კურსკის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს და კრემლის მხრიდან არავითარი ბირთვული დარტყმა არ განხორციელებულა. შესაბამისად, დასავლეთმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, უკრაინას ბოლომდე უნდა დაეხმაროს, რომ ევროპაში მშვიდობა აღდგეს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/09/12/the-west-is-running-out-of-time-to-save-ukraine/

 

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати