USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Telegraph»: „მელანია ტრამპი: საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში“
თარიღი:  592

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში“ (ავტორი - ბენედიქტ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მელანია ტრამპმა ქმრის პირველი დღეები თეთრ სახლში თავისი ახალი ოფიციალური პორტრეტით შინაარსიანი გახადა:

შავ-თეთრ ფოტოსურათზე გამოსახული აშშ-ის პირველი ლედი მბრძანებლურ პოზაში დგას მაგიდასთან, ცნობილი რეზიდენციის ოვალურ კაბინეტში.

მელანიას თეთრი პენაგი მკერდზე შეხსნილი აქვს, აცვია მაღალწელიანი შარვალი და შავი პიჯაკი ფართო ლაცკანებით.

ამერიკის პირველ ლედის ხელები ფართოდ აქვს გაშლილი და თითების წვერებით სარკისებურ მაგიდას ეყრდნობა.

მელანია ტრამპის პოზა მოგვაგონებს მისი ქმრის პოზას იმ დროს, როცა დონალდ ტრამპს ტელეარხ NBC-ის მხატვრულ ფილმ-სერიალში იღებდნენ, სახელწოდებით „მოსწავლე: ტრამპის აღმასვლა“ (The Apprentice), 2024 წელს.

ფოტოსურათზე, მელანიას ზურგსუკან, ფანჯრიდან აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ხსოვნის აღსანიშნავად აგებული ობელისკი მოჩანს.

ფოტოპორტრეტი მომზადებულია ბელგიელი ფოტოგრაფი ქალის რეჟინ მაუს მიერ, რომელმაც მელანია ტრამპი დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც გადაიღო ჯერ თეთრ სახლში, შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის Paris Match-სათვის.

რეჟინ მაუს გადაღებული აქვს აგრეთვე ფოტოები ტენისისტ როჯერ ფედერერისათვის, მომღერალ რიტა ორასათვის, „ფორმულა-1“-ის პილოტ ლუის ჰამილტონისათვის...

მისის მელანია ტრამპის პირველი ოფიციალური ფოტოსურათი თეთრ სახლში - აშშ-ის პირველი ლედის სტატუსით - რეჟინ მაუმ 2017 წელს ფერადი სახით გადაიღო: ფოტოზე შესამჩნევია საქორწინო ბეჭედი, რომელიც მას ქმარმა დონალდ ტრამპმა იმ დროს აჩუქა, როცა მას ხელის სთხოვა დასაქორწინებლად, 2004 წელს. ამ ახალ შავ-თეთრ ფოტოსურათზე კი მელანიას თითზე საქორწინო ბეჭედი არ ჩანს.

სხვათა შორის, მისის მელანია ტრამპი ძალიან მკაცრი ჩაცმულობით გამოირჩეოდა რამდენიმე დღის წინ გამართულ ინაუგურაციის დროს, როცა მისმა ქმარმა ფიცი დადო. მელანიას თავზე ეხურა შლიაპა-კანოტე, რომელიც თითქმის თვალებამდე ჰქონდა ჩამოწეული, ტანს ეცვა გრძელი მოშავო-მოლურჯო პალტო, რადგან ტემპერატურა ვაშინგტონში ნულს ქვემოთ დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ფიცის დადების წინ დონალდ ტრამპი შეეცადა თავისი ცოლისათვის ლოყაზე ეკოცნა, მაგრამ კოცნას ხელი შეუშალა შლიაპის ფართო ფარფლმა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/politics/2025/01/27/melania-trump-official-white-house-portrait/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის