USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«The Daily Telegraph»: „ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენებაა“
Date:  377

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) ქვეყნდება სტატია სათაურით „ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენება“ (ავტორი - რიჩარდ კემპი,

ისრაელმა ნებისმიერი ძალა უნდა გამოიყენოს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები გაანადგუროს. ადამიანების მკვლელები და გამტაცებლები დასანდობნი არ არიან. ისრაელმა უკან არ უნდა დაიხიოს, როცა ქვეყანა უბოროტესი მტრის შეტევას განიცდის. მთავრობას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, რომ მტერი თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეაჩეროს. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ისრაელის შემთხვევაში „ჰამასისა“ და მისი მსგავსი ტერორისტების „დამშვიდება“ პოლიტიკური გზებით შეიძლება. ეს შეუძლებელია უახლოეს პერსპექტივაში.

ჰამასს თავისი ხალხისთვის არც მშვიდობა არ სურს და არც კეთილდღეობა. მას სულაც არ აინტერესებს ცნობილი დადგენილება ორი სახელმწიფოს არსებობის თაობაზე. ის, რაც მას ნამდვილად უნდა, არის ებრაული სახელმწიფოს განადგურება მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი „აღგვა პირისაგან მიწისა“. წაიკითხეთ „ჰამასის“ დამფუძნებელი დოკუმენტი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედია დამაჯერებლად გვაჩვენებს, რომ „ჰამასის“ წესდება უბრალო ჰიპერბოლა არ არის და რეალურად ხორციელდება.

„ჰამასი თავისი ბრძოლის მეთოდებით და იდეოლოგიით ძალიან ჰგავს „ისლამურ სახელმწიფოს“. „ჰამასი“ არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ მიდის, არავითარ კომპრომისზე არ თანხმდება, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან., რაც არაერთხელ იქნა დადასტურებული ახლო წარსულში მომხდარი ძალადობების დროს. კომპრომისები და დათმობები „ჰამასთან“ არ შეიძლება. ტერორისტები კომპრომისს სისუსტედ თვლიან და ვინც მათთან დათმობაზე წავა, მას უფრო უარესს უკეთებენ. „ჰამასი“ სამშვიდობო პაუზას თავისი ძალების მოსაკრებად იყენებს და შემდეგ უფრო მეტად აფართოებს ტერორისტულ საქმიანობას.

ამრიგად, „ჰამასი’ მხოლოდ მაშინ დამარცხდება, თუ მას გაანადგურებ. ეს ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი „ჰამასელი“ მებრძოლი უნდა მოკვდეს, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციები და სამხედრო სტრუქტურები უნდა დაირღვეს. თუ ისრაელს ამის გაკეთება არ შეუძლია (ან არ სურს), მაშინ კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება ორივე მხრიდან.

 რა თქმა უნდა, თუ „ჰამასი“ დაუსჯელი დარჩება, ასეთ შედეგს თავისი ნეგატიური გავლენა ექნება კონფლიქტის რეგიონის მიღმაც. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ როცა 2021 წელს აშშ-ის საარმიო ქვედანაყოფები დამამცირებლად გამოვიდნენ ავღანეთიდან, ექვსი თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ანუ მან დაინახა ამერიკის სისუსტე და ამით ისარგებლა. თუ ისრაელი და დასავლეთი აქტიურად არ იმოქმედებს, ამით დიდი რისკი ჩნდება, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოროტმოქმედები გათამამდებიან და ჩვენს მოკავშირეებს უფრო აქტიურად შეუტევენ.

აშშ და ნატოს ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო პოტენციალს ფლობენ, ხოლო ისრაელს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერება არა მარტო ტანკებში, რაკეტებში, საბრძოლო თვითმფრინავებში და საზღვაო ხომალდებში არ გამოიხატება. ძლიერებას განაპირობებს მტკიცე პოლიტიკური ნება და საკუთარი ინტერესების განუხრელი დაცვა.

ისრაელი გარსემორტყმულია ცეცხლსაშიში რკალით, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, რომ მას ცეცხლი მოუკიდონ: ჩრდილოეთით, ლიბანში, „ჰეზბოლა“ ბატონობს, რომელიც ირანის მიერ ფინანსდება და რომელსაც უამრავი რაკეტა აქვს ისრაელის დასაბომბად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. აღმოსავლეთით სირია მდებარეობს, სადაც იგივე ირანი ისრაელზე თავდასხმის ბაზებს ქმნის, ლიბანის მსგავსად. დასავლეთი ნაპირიც დენთის კასრს მოგვაგონებს, რომელიც ღვივის და მზად არის ასაფეთქებლად. სამხრეთიდან კი ღაზის სექტორი, „ჰამასელი“ ტერორისტების სახით.

თუ ისრაელი, ამდენი თანამემამულის დაღუპვის შემდეგ, უუნარობას გამოიჩენს (ან უკან დაიხევს) „ჰამასის“ ღაზის სექტორში გასანადგურებლად, მაშინ ტერორისტები უფრო გათამამდებიან. შეიზლება ბევრმა თქვას, რომ ისრაელის ძალადობა ხელს სეუწყობს „ჰამასის“ ძალადობასო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ  საბოლოო ჯამში სიტუაციის დეესკალაცია აუცილებლად მოხდება, რაც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს ორივე მხრიდან.

ისრაელის მხრიდან სამხედრო ძალის დემონსტრაცია აუცილებელია. ეს ყველამ უნდა დაინახოს, განსაკუთრებით კი ირანმა, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ერ-რიადმა ბოლო დროს ისრაელთან მიმართებით სამშვიდობო ნაბიჯები გადადგა, რაც მისასალმებელია.

თუ ისრაელი ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული არ გამოვა, მაშ როგორი მოტივაცია ექნება საუდის არბეთს გააგრძელოს სამშვიდობო კონტაქტები ისრაელთან?

სიტუაციის ნორმალიზება ამჟამად ერთადერთ პერსპექტივად უნდა მივიჩნიოთ იმისათვის, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი საბოლოოდ დარეგულირდეს. საუდის არაბეთს შექმნილი ვითარება კარგად ესმის: „ჰამასის“ რადიკალიზმი თვით არაბულ ქვეყნებსაც კარგს არაფერს უმზადებს.

ამიტომ სწორად უნდა შევაფასოთ „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები. რასაკვირველია, მისი განადგურება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება სწრაფად, რათა ისრაელმა თავისი რეპუტაცია აღიდგინოს და ისევ ისეთი სახელმწიფო იყოს, რომელსაც თავისი საზღვრები საიმედოდ აქვს დაცული. არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს - რეგიონში ისედაც ბევრი „ძალისმიერი აფეთქებები“ ხდება.

რა თქმა უნდა, ჭარბი ძალის გამოყენება ყოველთვის სუფთა და უმტკივნეულო პროცესი არ არის. გაჩნდება პრობლემები, რითაც არაკეთილმოსურნეები ისარგებლებენ და პიარს დაიწყებენ. აი სწორედ ამიტომ ჭირდება დღეს - ისე როგორც არასდროს - ისრაელს დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერა და მისი ინტერესების გაზიარება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/10/10/israel-hamas-war-gaza-netanyahu-palestine/

 

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way