USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«The Daily Telegraph»: „დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ჯეფ ბეზოსის ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება - პრეზიდენტისა და მედიამაგნატის ურთიერთობის ნიუანსები“.
дата:  573

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ცნობილი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის ქორწილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება“ (ავტორი - დევიდ მილუორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯეფ ბეზოსის ქორწილში მიპატიჟება-მონაწილეობაზე, რომელსაც ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია „ამაზონის“ დამაარსებელი და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი ვენეციაში იხდის.

როგორც იტყობინებიან, ჯეფ ბეზოსი ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და ილონ მასკის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული „უპირველესი მეგობრის“ ვაკანტური ადგილი დაიკავოს.

The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა ცნობა, რომ 61 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც თავის სამდღიან დიდებულ ქორწილს აწყობს ვენეციაში (იგი ცოლად ირთავს ცნობილ ჟურნალისტს ლორენ სანჩესს), ორჯერ ელაპარაკა მისტერ დონალდ ტრამპს ბოლო კვირაში.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჯეფ ბეზოსისაგან ქორწილში მიწვევა მართლაც არის მიღებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ვენეციაში ვერ გაემგზავრება მოუცლელობისა და მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო.

ასევე მოსალოდნელია, რომ ქორწილს დაესწრება დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა (პირველი ცოლისგან), ქმართან - ჯერად კუშნერთან ერთად: ლორენ სანჩესი ივანკას ახლო მეგობარია. ქორწილში გაემგზავრება აგრეთვე დონალ ტრამპ-უმცროსი, პრეზიდენტის უფროსი ვაჟი.

ქორწილის გადახდა სურვილის მიხედვით ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა: როგორც გაზეთ „დეილი მეილს“ აცნობეს, სინამდვილეში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი საკმაო ხნის შეუღლებულები არიან, აშშ-ის კანონების შესაბამისად, თუმცა ეს ფარულად მოხდა და არ გამჟღავნებულა.

როგორ გადაიქცა ტრამპის მოწინააღმდეგე ტრამპისტად

2019 წელს დონალდ ტრამპი, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, მწარედ გაეხუმრა მისტერ ბეზოსს და მას “Jeff Bozo”უწოდა, მისი გაზეთის - „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ დაკავებული [ანტიტრამპისტული] პოზიციის გამო.

თუმცა მოგვიანებით, უკვე 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაზეთმა მხარი არ დაუჭირა კამალა ჰარისს და ამით ის ლიბერალური ტრადიცია დაარღვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული.

თებერვალში „ვაშინგტონ პოსტმა“ უარი განაცხადა იმ რეკლამის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაცია იყო გაკრიტიკებული: მასში კითხვა იყო დასმული - „ვინ მართავს ამერიკას - დონალდ ტრამპი თუ ილონ მასკი?“.

როგორც დღეისათვის ჩანს, მისტერ ჯეფ ბეზოსს სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მომხდარი განხეთქილება, რომელიც გასულ თვეში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი თავისი კომპანიის SpaceX-ისკოსმოსური პროგრამის შეწყვეტით დაიმუქრა, რომელიც NASA-სთან თანამშრმლობს, ჯეფ ბეზოს კი მსგავსი კომპანია აქვს - Blue Origin, რომელსაც  SpaceX-ის ჩანაცვლება შეუძლია. როგორც ცნობილია, აშშ-ის აეროკოსმოსურმა უწყებამ რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენება შეწყვიტა და ილონ მასკის ხომალდებზეა დამოკიდებული, რომ დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამერიკელი ასტრონავტები მიიყვანოს. ამიტომ NASA-სთვის SpaceX-ის ჩანაცვლება კარგი ალტერნატივა იქნებოდა.

ქორწილი და პროტესტები ვენეციაში

იტალიელები (ვენეციელები) მილიარდერის სამდღიანი დროსტარების წინააღმდეგნი არიან იმ დროს, როცა მსოფლიოში დიდი უბედურებები ხდება. ორგანიზაცია Extinction Rebellion-მა ქალაქის ცენტრში, სან მარკოს მოედანზე საპროტესტო აქცია მოაწყო. იტალიელებს არ მოსწონთ, რომ ჯეფ ბაზოსი დონალდ ტრამპთან თავისი კავშირებით სარგებლობს და თავისი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ვენეციის ექსპლოატაცია - როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გართობის ობიექტად გამოყენება - დაუშვებელია.

ხუთშაბათს მადონა დელ ორტოს ეკლესიასთან, სადაც საქორწინო ღონისძიებები უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს - კარაბინერების ქვედანაყოფი განლაგდა. გადაკეტილია ხიდიც, რომელიც ეკლესიასთან მდებარეობს, დადგმულია დამცავი ფარები, რომ დემონსტრანტებმა გავლა ვერ შეძლონ. აკრძალულია დრონების გამოყენებაც. აკრძალვა ვრცელდება ახლოს მდებარე ისტორიულ ებრაულ კვარტალზეც.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати