USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპი მოქმედებს როგორც ბიზნესმენი და არა როგორც მთავარსარდალი“
дата:  595

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი მოქმედებს როგორც ბიზნესმენი და არა როგორც მთავარსარდალი“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი). პუბლიკაციის მიხედვით, დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთმანეთში ურევს მთავარსარდლისა და ბიზნესმენის ფუნქციებს: იქ, სადაც მან მთავარსადლის ფუნქცია უნდა შეასრულოს, ბიზნესმენივით მოქმედებს, ხოლო სადაც ბიზნესმენივით უნდა მოიქცეს, მთავარსადალივით იქცევა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინისათვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეჩერება წარმოადგენს ყველაზე საშიშ ნაბიჯს, რომელიც კი დონალდ ტრამპს დღემდე გადაუდგამს. ეს ფაქტი აძლიერებს სოციალურ ქსელებში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ ვლადიმერ პუტინს რაღაც გავლენა აქვს დონალდ ტრამპზე.

მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია სწრაფად აღადგინოს და გააძლიეროს თავისი უკვე საკმაოდ შეფერთხილი არმია, რომელიც აღარ იქნება ამერიკული კოსმოსური თანამგზავრების დაკვირვების ქვეშ და დაუბრკოლებლად შეუტიოს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს, მშვიდობიანი მცხოვრებლების ჩათვლით.

დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაც დათმოს სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად. მაგრამ განა რუსეთის პრეზიდენტი რაიმე კომპრომისზე წავა, როცა ხედავს, რომ შანსები აშკარად მის სასარგებლოდ არსებობს? რუსეთს საკუთარი ძალები და სამოქალაქო მოსახლეობა დაცული ჰყავს, რუსულ რაკეტებსა და დრონებს კი,  აშშ-ის თანამგზავრული დაზვერვის  გამორთვის გამო, დაუბრკოლებლად შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.

იმდენად, რამდენადაც დანაკარგების მიხედვით რუსეთის არმია საშიშ ზღვარს უახლოვდება (ერთ მილიონს - დაჭრილ-დახოცილთა რაოდენობით, ათასობით ტანკებისა და თვითმფრინავების დაკარგვას), ყველაფერი, რაც ვლადიმერ პუტინს რჩება, ისაა, რომ მას შეუძლია მოუმზადებელ და გაუწრთვნელი ახალ ქვედანაყოფები უკრაინის ხორცსაკეპში გაგზავნოს. ამის გამო ომი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივად გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ძალისხმევით ვლადიმერ პუტინის პოზიციები განმტკიცდა.

სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი სამხედრო პირი არ არის, იგი ბიზნესმენია, მაგრამ პრეზიდენტი საქმიანი გადაწყვეტილებების პროცესს სამხედრო კონტექსტით იყენებს. ეს არის პოტენციურად დამღუპველი მეთოდი. ანალოგიური წესით მან დაუყონებლივ შემცირა „იუესაიდის“ ბიუჯეტი, შეაჩერა განმნაღმავი პროექტები ერაყში და ავღანეთში, რასაც სამომავლოდ მრავალი სიცოცხლე შეეწირება. ამერიკელი ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები აღშფოთებულები არიან იმ ბიზნესმენთ მოქმედებით, რომლებიც გენერლების მსგავსად მოქმედებენ. დონალდ ტრამპისა და მისი თანაგუნდელების მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების უკან ადმიანთა სიცოცხლე დგას.

უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა ევროპამ უნდა აიღოს ხელში. მოცემული მომენტისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი მოლაპარაკებებს გამოეთიშებიან, რადგან ვლადიმერ პუტინი სწორედ მათი წაქეზებით იღებს თავისუფალი მოქმედების უფლებას. დაე, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონიმ აიღონ ინიციატივა.

იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება ამერიკისათვის „ძველი დიდების დაბრუნებაზე“ იზრუნოს და არა დაკავებული იყოს იმ სამხედრო საქმეებით, რომლებიც მისი შესაძლებლობის კომპეტენციის მიღმა იმყოფებიან. ეს უკრაინელთა სიცოცხლის გადარჩენის გზა  იქნებოდა.

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати