USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „შევაიარაღებთ თუ არა ჩვენ უკრაინას, რუსეთი, ამის მიუხედავად, ბირთვულ იარაღს მაინც გამოიყენებს“
Date:  

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შევაიარაღებთ თუ არა ჩვენ უკრაინას, რუსეთი, ამის მიუხედავად, ბირთვულ იარაღს მაინც გამოიყენებს“ (ავტორი - სემიუელ რამანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას ნება მისცეს, რომ მათ მიერ მიწოდებული ნატოს სტანდარტების მქონე იარაღით კიევმა დარტყმა მიაყენოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებს. რუსეთმა ისეთი პასუხი გასცა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენებაა ნაგულისხმევი.

კრემლის განზრახვებმა ბირთვული მუქარების გაგრძელებაზე დასავლეთში ორი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია:

პირველი იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები უსაფუძვლოა და მას ყურადღება არავინ არ უნდა მიაქციოს. ეს არგუმენტი ეფუძნება  იმას, რომ რუსეთმა იცის - ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს ნატოსთან მსხვილმასშტაბიან შეტაკებას, რომელიც საპასუხო ბირთვული დარტყმით იქნება გამოხატული. შესაბამისად, კრემლი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

მეორე მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ბირთვული რაკეტებით სარგებლობის ცდუნება, თუ ნატო უკრაინაში ძლიერ ესკალაციას გადაწყვეტს. თავის დროზე სწორედ ესკალაციის შიშმა გამოიწვია ტანკების, შორი მოქმედების რაკეტებისა და თვითმფრინავების მიწოდების დაგვიანება უკრაინისათვის. ამიტომაც აუკრძალა დასავლეთმა კიევს თავისი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად.  

ორივე არგუმენტი მცდარია. რუსეთის კომპეტენტურ პირებთან და ექსპერტებთან ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობის საფუძველზე მე მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს რეალისტური სცენარი, რომლის დროსაც რუსეთს უკრაინაში (ან ნატოს წინააღმდეგ) ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეტის გადაწყვეტილება დამოკიდებული არ იქნება დასავლეთის ქცევა-მოქმედებაზე.

ვლადიმერ პუტინმა რომ თითი დააჭიროს ბირთვულ ღილაკს, ამისათვის სამი ფაქტორის ურთიერთშეთავსება უნდა არსებობდეს:

პირველი - ეს არის ის, თუ როგორ ხედავს ვლადიმერ პუტინი მოვლენების განვითარებას უკრაინის ფრონტზე. გავრცელებულია აზრი, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ კრემლი უკრაინაში დამარცხების პირას აღმოჩნდება. ხმები, რომ პუტინი ატომურ რაკეტებს გამოყენებსო, განსაკუთრებით გავრცელდა 2022 წლის შემოდგომაზე, როცა უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმიას ხერსონიდან და ხარკოვიდან უკან დაახევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლოგიკა მთლად ზუსტი არ არის, ის მაინც შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.

მეორე - რუსეთის საშინაოპოლიტიკური სტაბილურობა. მართალია, „ვაგნერელი“ მეამბოზე ევგენი პრიგოჟინი უკვე მკვდარია, ხოლო ჰოლანდიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამომგდები იგორ გირკინი ციხეშია, ტოტალური ომის მოსურნე ულტრანაციონალისტები ვლადიმერ პუტინისათვის ყველაზე მთავარ მუქარას წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 1990-იანი წლების შუახანებში ევროპას და იაპონიას ბირთვული რაკეტებით დაემუქრა, ამ პარტიის ფრაქციამ სახელმწიფო სათათბიროში ლობირება გაუწია ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლის დაწევას. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ, რომ ულტრანაციონალისტებმა ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებაზე უკვე აიძულეს, ალბათ, არც იმაზე დაიხევენ უკან, რომ პრეზიდენტს ბირთვული იარათის გამოყენებისაკენ უბიძგონ.

მესამე - ჩინეთის პოპულისტური პოზიცია. იმდენად, რამდენადაც ჩინეთს სურს ინდოეთ-წყანარი ოკეანის რეგიონში ამერიკული ატომური გემების ცურვა შეზღუდოს, ხოლო ჩრდილოეთ კორეას რუსეთისადმი მხარდაჭერა გადაათქმევინოს, პეკინი მოსკოვს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ატომური იარაის გამოყენებისაგან. თუ ჩინეთი ტაივანის გამო ჩაბმული აღმოჩნდება დასავლეთთან კონფლიქტში, მაშინ მისი პოზიცია შეიცვლება და კრემლს დახმარებას სთხოვს. ამ შემთხვევაში პუტინმა შეიძლება ბრძანება გასცეს ბირთვული დარტყმისათვის.

და მაინც, დასავლეთს არ უნდა შეეშინდეს უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდება ომში გამარჯვების მიზნით. ყველაზე ცუდი იქნება ის, თუ დასავლეთი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს მეტი ტერიტორიები დაიპყროს, ხოლო უკრაინამ კაპიტულაცია განაცხადოს რუსული ბირთვული  დარტყმის წინაშე.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/06/18/russia-will-use-nukes-regardless-of-whether-the-west-arms-u/

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way