USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა“
дата:  594

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა“ (ავტორი - ტონი დაივერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ჯო ბაიდენმა, როგორც ჩანს, გუშინ, ანგოლაში ვიზიტის დროს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე, ჩაიძინა - მას თვალები ერთ წუთზე მეტ ხანს დახურული ჰქონდა.

აშშ-ის 82 წლის პრეზიდენტი დაღლილად გამოიყურებოდა და ანგოლაში გამართული სამიტის დროს, მასპინძელი ქვეყნისა და მისი მეზობელი ზამბიისა და კონგოს პრეზიდენტებთან შეხვედრისას, ხრინწიანი ხმით ლაპარაკობდა.

ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტის ფილიპ მპანგოს გამოსვლის დროს კი, მისტერ ჯო ბაიდენმა სახეზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა - ისე ჩანდა, რომ ჩათვლიმა. შემდეგ ამერიკელი ლიდერი, თითქოსდა უცებ გამოერკვაო, შეკრთა და თვალები გაახილა. მას ყურსაცვამები ეკეთა, თუმცა თარგმანი არ ჭირდებოდა, რადგან გამომსვლელი ჯო ბაიდენის მშობლიურ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა.

ინციდენტი მოხდა ანგოლაში ჯო ბაიდენის სამდღიანი ვიზიტის დასასრულს - ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო აფრიკაში, მისი ინაუგურაციის - 2021 წლის შემდეგ.

უკანასკნელ ხანს მისტერ ჯო ბაიდენზე ბევრი მოარული ხმები ვრცელდება, რომ იგი თავს ვერ იკავებს და საჯარო ღონისძიებების დროს ხშირად ეძინება, განსაკუთრებით საერთაშორისო შეხვედრების დროს. რასაკვირველია, ამ დროს, როცა ღრმად  მოხუცი ადამიანი გაუნძრევლად ზის, ასაკი თავისას აკეთებს, გონება მოდუნებულია და თვალებს თვლემა ერევა.

4 დეკემბერს „ლობიტუს დერეფნის“ (რკინიგზის მშენებარე მაგისტრალი „ანგოლა-კონგო-ზამბია“) ქვეყნების ლიდერების სამიტში რამდენიმე აფრიკული ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. მოლაპარაკება გაიმართა მას შემდეგ, რაც მათ ლობიტუს ნავსადგურის ტერმინალი და ტანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. როგორც ჩანს, მოხუცი ამერიკელი პრეზიდენტი გადაიღალა.

მისტერ ჯო ბაიდენს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ძნელი გადასატანია საერთაშორისო ვიზიტები და როცა მან დონალდ ტრამთან ტელედებატები წააგო ივნისში, მარცხი ევროპულ ვიზიტს და კალიფორნიაში მგზავრობას დააბრალა. იტალიაში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ვახშამზე არ დაესწრო, რადგან დაეძინა „დაძაბული ორდღიანი დიპლომატიური მუშაობის გამო“.

ნატოს საიუბილეო სამიტზე ვაშინგტონში ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი დამწრეთ შეცდომით ვლადიმერ პუტინად წარუდგინა.

იმის გამო, ჯო ბაიდენი ხშირად მოჩანს ხოლმე დაბნეული და დაღლილი საერთაშორისო არენაზე, დონალდ ტრამპმა მას „მძინარე ჯო“ დაარქვა, რომელმაც ეს მეტსახელი 2019 წელს მოიფიქრა მათი პირველი წინასაარჩევნო დებატების დროს.

ანგოლაში 4 დეკემბერს გამართული შეხვედროს დროს ჯო ბაიდენმა თავის აფრიკელ კოლეგებს უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა „ლობიტუს დერეფანში“ გასეირნება, სადაც რკინიგზის მშენებლობაში აშშ-ის ინვესტიციებია ჩადებული. თავის გამოსვლაში „მძინარე ჯომ“ ანგოლას „მშვენიერი ქალაქი“ უწოდა, თუმცა იქვე გაასწორა; „ბოდიში, გამახსენდა, რომ ანგოლა ქალაქი არ არის. მინდოდა მეთქვა, ანგოლის ამ მშვენიერ ქალაქში“.  მან კომენტარი გაუკეთა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას და განაცხადა: „როგორც იცით, მე ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირებს ვითვლი. ტაშს არ ვითხოვ, მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ ტაშიც დამიკრათ“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/politics/2024/12/04/video-joe-biden-appears-asleep-meeting-african-presidents/

 

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати