USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთმა ახლა უფრო მეტი მიწა ჩაიგდო ხელში, ვიდრე უკრაინამ გაათავისუფლა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს“
дата:  710

„რუსეთმა ახლა უფრო მეტი მიწა ჩაიგდო ხელში, ვიდრე უკრაინამ გაათავისუფლა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები - ლარის კარლისი და ჯულია ლედური), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ხარკოვის ფრონტზე შექმნილი ვითარების მიმოხილვა-ანალიზია გადმოცემული.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

რუსეთი ათასკილომეტრიანი ფრონტის გასწვრივ არსებულ რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინის არმიას „აწვება“, პოზიციას იმტკიცებს, კიევი ჯარები კი ცოცხალი ძალის შემატების იმედი აქვთ, თან კიდევ იარაღს ნატრობენ: ამერიკული დახმარება წინა ხაზზე ჯერ კიდევ სრულად არ არის მიღწეული.

ათი დღის წინ დაწყებულმა რუსეთის შეტევამ ხარკოვის ოლქში ათასობით მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან აყრა გამოიწვია - ისინი იძულებით ქვეყნის უსაფრთხო ადგილებზე იქნენ გადაყვანილნი. ვოლჩანსკისა და ლიპცის რაიონების ნაწილობრივი ოკუპაცია რუსების სამხედრო ქვედანაყოფებმა უკვე მეორედ განახორციელეს 2022 წლის შემდეგ. ზოგიერთმა სამხედრო დამკვირვებელმა ამჟამინდელ საომარ მოქმედებებს „უფრო მწვავე“ უწოდეს, ვიდრე ორი წლის წინანდელს.

მართალია, ობიექტურად თუ შევაფასებთ, რუსეთის წარმატებები მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ მოსკოვის ჯარების ოპერაცია დნეპრის მარცხენა ნაპირის მთელ პერიმეტრზე უკრაინის ჯარების დაუგეგმავ და სწრაფ გადაადგილებებს, ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადასროლას  და პოზიციების სესუსტებას გასწვრივ

„ისინი ყველა მხრიდან აწვებიან და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვაში მოწყვლადი ადგილები იპოვონ“, - ამბობს ბერლინის სტრატეგიული კვლვების ცენტრის ევრაზიული პროგრამების დირექტორი მაქს ბერგმანი, - „შეტევითი ოპერაციის შედეგად ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით იმდენივე ტერიტორია დაიკავა, რამდენიც უკრაინის არმიამ შარშან ზაფხულში (თითქმის სამი თვის განმავლობაში)“.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიაღწია წარმატებას რუსეთის არმიამ შეტევის შედეგად:

ა) უკრაინის გენერალურ შტაბში სწორად ვერ შეაფასეს რუსეთის არმიის მზადყოფნა და სავარაუდო შეტევის მიმართულება;

ბ) ხარკოვის ოლქში დისლოცირებული უკრაინის ჯარების ქვედანაყოფები ძირითადად გამოუცდელი და გაუწრთვნელი ახალწვეული ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ მათ რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს;

გ) უკრაინის არმიის საინჟინრო ნაწილებმაა და მოიჯარე ორგანიზაციებმა დროულად ვერ განახორციელეს თავდაცვითი-საფორტიფიკაციო ობიექტების (თხრილები, სანგრები, საცეცხლე წერტილები, დოტები, დანაღმული ველები და ა.შ.) მშენებლობა;

დ) უკრაინის არმიაზე ნეგატიურად აისახა ამერიკული სამხედრო დახმარების დროებითი შეწყვეტა, რომელიც აშშ-ში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ გამოიწვია - კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დაპირისპირებამ;

„რუსეთის შეტევის გამო უკრაინის ჯარების სარდლობა იძულებული გახდა ისედაც მცირე რეზერვები გამოეყენებინა, აგრეთვე ფრონტის სამხრეთი მონაკვეთიდან სამხედრო ნაწილები მოეხსნა და ჩრდილოეთით გადაესროლა, რაც ხელს შეუშლის კიევის ზაფხულის კონტრშეტევის მომზადებას“, - ამბობს ამერიკული ანალიტიკური ცენტრის RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯონ ჯენტილე.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ყოფნისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ხარკოვის დაკავება დაგეგმილი არ აქვს, მხოლოდ ბუფერული ზონის შექმნისთვის ზრუნავსო, მაგრამ რადგანაც უკვე ხორციელდება ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია, ადამიანებისთვის წინაშე ნაცნობი დილემა დადგა: ან დატოვონ სახლები, ან სიკვდილის რისკის ქვეშ მოექცნენ. ამჯერად ის მცხოვრებლებიც კი გარბიან, რომლებმაც 2022 წელს რუსეთის ოკუპაცია გამოსცადეს და გარკვეულწილად სიტუაციას მიჩვეულები იყვნენ. მათ არ სჯერათ, რომ რუსები შეჩერდებიან და და ხარკოვამდე არ მივლენ.

„ნუთუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ რუსებს მხოლოდ ჩვენი სოფლებს დაკავება უნდოდათ?“, - რიტორიკულად უსვამს კითხვას კითხვას გაზეთის ჟურნალისტებს ვოლჩანსკი რაიონის ერთ-ერთი ევაკუირებული სოფლის მცხოვრები ვალენტინა ივლენკო, - „ჩვენი სოფლები დიდი ხანია უკვე გადამწვარი და განადგურებულია. რუსეთის არმიის ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ განზრახული“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/05/17/russia-ukraine-front-line-gains/

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати