USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ანგელოზთა ქალაქი“ ფერფლისგან აღდგება. ჰოლივუდის ფილმებში ნაჩვენები ვირტუალური კატასტროფები სინამდვილე ხდება“.
Date:  610

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ანგელოზთა ქალაქი“ ფერფლისგან აღდგება // ჰოლივუდის ფილმებში ნაჩვენები ვირტუალური კატასტროფები სინამდვილე ხდება“, რომელშიც იმედია გამოხატული - კალიფორნიაში, ლოს-ანჟელესში მიმდინარე ხანძრებს ჩააქრობენ და დამწვარი ქალაქი ისევ აღორძინდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აპოკალიპტური სცენები, რომლებიც ტყის ხანძრებით არის გამოწვეული და რომლის შედეგად ლოს-ანჟელესის ელიტური კვარტლები გადაიწვა, თითქოსდა ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმ-კატასტროფებს რეალობად აქცევს. ჯოჯოხეთურმა ცეცხლმა, რომელსაც ქარი „სანტა-ანა“ აძლიერებს უჩვეულო გვალვიანი წლის შემდეგ, ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მთლიანად გაანადგურა ათასობით სახლი, რომელთა უმეტესობა ძვირადღირებული იყო. ბევრი მათგანი იმავე ჰოლივუდის მსახიობებს ეკუთვნოდათ.

მოსალოდნელია, რომ ზარალი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სამწუხაროდ, ბევრი სახლი და ობიექტი დაზღვეული არ ყოფილა, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები ზარალს არ აანაზღაურებენ. თუმცა დამწვარი დაზღვეული ქონების ღირებულება იმდენია, რომ თანხა არ ეყოფათ და დამატებით 20 მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდებათ.

ხანძრები კალიფორნიაში ხშირად ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად შტატისა და თვითონ ლოს-ანჟელესის ხელისუფლება, ასევე ბინათმფლობელები, სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ისტორიულად უძლიერესი ხანძრის წინაშე.

როგორც აშშ-ის მასმედია იტყობინება, სახანძრო ჰიდრანტები მწყობრიდან ყოფილა გამოსული, ან წყალი ძალიან დაბალი წნევით მიეწოდებოდა. ამ და სხვა ფაქტებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია - მათ თავიანთი რისხვა პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირებისაკენ მიმართეს.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრაგედიაში კალიფორნიის შტატის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელიც ძირითადად დემოკრატებისაგან შედგება (გუბერნატორიც დემოკრატიული პარტიის წევრია) და განაცხადა, რომ წყალმომარაგებაში მათ უხეში შეცდომები დაუშვეს. არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს იმისათვის, რომ თავიდან მოიშოოს მისთვის საძულველი გუბერნატორი გევინ ნიუსომი. თუმცა, თუ უკვე დაწყებული გამოძიება დანაშაულის კვალს აღმოაჩენს, პასუხისმგებლობას ვერავინ გადაურჩება, იმდენად დიდი უბედურება ხდება.

როგორი საშინელიც არ უნდა იყვნენ ხანძრები, როგორც ჰოლივუდის ფილმებში აჩვენებენ ხოლმე, ლოს-ანჟელესელთა თავდადება და გმირობა ნამდვილად დასაფასებელია. უეჭველია, რომ „ანგელოზთა ქალაქი“ ტრაგედიას თავს გაართმევს და კვლავ აღორძინდება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2025/01/13/los-angeles-resilient-rise-again/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way