USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ჰაიბათულა ახუნძადა და აბდულ ღანი ბარადარი - ვინ არიან „თალიბანის“ დღევანდელი ლიდერები
дата:  931

„თალიბანის“ ამჟამინდელი ლიდერი არის ჰაიბათულა ახუნძადა, თუმცა ტერორისტული დაჯგუფების გამარჯვების შესახებ განცხადება მისმა მოადგილემ, „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელმა აბდულ ღანი ბარადარმა გააკეთა. ჟურნალისტები მას აღნიშნული მოძრაობის სახედ მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ავღანეთის ახალი მეთაურიც სწორედ ის გახდება. რა არის ცნობილი „თალიბანის“ ამ ორი ლიდერის შესახებ?

ჰაიბათულა ახუნძადა, კონსერვატორი თეოლოგი, რომლისაც თავად „თალიბანშიც“ კი ეშინიათ

არსებული მონაცემების მიხედვით, „თალიბანის“ ამჟამინდელი ლიდერი დაიბადა 1961 წელს ყანდაარის პროვინციაში, რომელიც ავღანეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარეობს და პაკისტანს ესაზღვრება. სოფლის იმამი მამამისი იყო . ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის შემდეგ, ოჯახი გადავიდა მეზობელ პაკისტანის ქალაქ კვეტაში, სადაც ახუნძადა ერთ -ერთ ადგილობრივ მედრესეში დადიოდა. ცნობილია, რომ 1980-იან წლებში ის ავღანეთში საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე მიმდინარე მოქმედებებში არ მონაწილეობდა. 


ახუნძადა „თალიბანს“ 1994 წელს, ტერორისტული დაჯგუფების შექმნისთანავე შეუერთდა . მან მოძრაობის დამფუძნებლის, მულა ომარის ნდობა მალევე დაიმსახურა. როდესაც 1996 წელს თალიბები ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ, ახუნძადა სამხედრო სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ითვლება, რომ ის ადამიანებს „თალიბანის“ მიერ დამკვიდრებული სასტიკი წესებით სჯიდა (მაგალითად, ქურდობისთვის კიდურების მოკვეთა). ავღანეთში თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ, ახუნძადა ისევ პაკისტანში გადავიდა და იქ სხვადასხვა მედრესეში ასწავლიდა. 


2013 წელს „თალიბანის“ დამფუძნებელი მულა ომარ მოკლეს. ტერორისტული დაჯგუფების ახალ ლიდერად ახტარ მუჰამედ მანსური აირჩიეს, ახუნძადა კი მისი ერთ -ერთი მოადგილე და „თალიბანის“ ტერაქტების ორგანიზების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. 2016 წელს მანსური პაკისტანში მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ მოძრაობის ახალ ლიდერად ახუნძადა გამოცხადდა. 


მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ახუნძადას მთავარი ამოცანა „თალიბანის“ გაერთიანება იყო. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფების შიგნით უთანხმოება ჯერ კიდევ მანსურის ხელმძღვანელობის დროს შეიარაღებულ შეტაკებებშიც კი გადაიზარდა. ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ ახუნძადა, როგორც მოკრძალებული ადამიანის რეპუტაციის მქონე პიროვნება, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ავღანეთში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მოლაპარაკებებს დასთანხმდებოდა. თუმცა თავად ტერორისტული მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ახუნძადა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით , „თალიბანში„ ახუნძადას აქვს კონსერვატორი ღვთისმეტყველის რეპუტაცია, რომელმაც მობილური ტელეფონის გამოყენება არ იცის და საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს. როგორც ავღანელი ჟურნალისტები ამბობენ, თალიბებს თავიანთი ამჟამინდელი ლიდერის სწორედ მისი სასამართლო გამოცდილების გამო ეშინიათ. 
2017 წელს „თალიბანის“ ლიდერის 23 წლის ვაჟი ტერაქტის განხორციელებისას დაიღუპა. ის ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამთავრობო ბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომანქანით შევარდა. 2019 კი ახუნძადას ძმა პაკისტანში, კვეტის მეჩეთში ააფეთქეს. 


ცნობილია, რომ თავად „თალიბანის“ ლიდერსაც თავს არაერთხელ დაესხნენ. პრესა მისი გარდაცვალების შესახებაც პერიოდულად წერდა (მათ შორის, კორონავირუსით), მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. აგვისტოს დასაწყისში, „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ახუნძადა თალიბების ლიდერად რჩება. 

აბდულ ღანი ბარადარი - „თალიბანის“ სამხედრო სტრატეგი და დიპლომატი, რომელიც ამერიკელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა

აბდულ ღანი ბარადარი 1968 წელს ცენტრალურ ავღანეთში, ურუზღანის პროვინციაში დაიბადა. ის ყანდაარში გაიზარდა და საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის შემდეგ, მათ წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს შეხვდა ბარადარი მულა ომარს. მას შემდეგ, რაც სსრკ-მ ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა, ბარადარმა მულა ომართან ერთად ყანდაარში მედრესე გახსნა . ის მოგვიანებით „თალიბანის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. 


ბარადარი „თალიბანის“ ერთ-მთავარ სამხედრო სტრატეგად ითვლებოდა. ის კოორდინაციას უწევდა „ბოევიკების“ სამხედრო და ტერორისტულ ოპერაციებს, ასევე პასუხისმგებელი იყო მათ დაფინანსებაზე. ბარადარი მულა ომარის ერთ -ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „თალიბანის“ იმდროინდელი ხელმძღვანელის დაზე დაქორწინდა. 2001 წელს, როცა აშშ-ს ჯარები ავღანეთში შევიდნენ და „თალიბანი“ დაამხეს, ბარადარი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.


ავღანეთში „თალიბანის“ დამარცხების შემდეგ ბარადარი პაკისტანში გაიქცა. მას ჰამიდ ქარზაისთან (ავღანეთის პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში აშშ-ს მხარდაჭერით მოვიდა) მოლაპარაკების მომხრედ მიიჩნევდნენ (ორივე მათგანი პოპალზაის პუშტუნთა ტომს მიეკუთვნება). 2009 წელს, ამერიკულ ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში ბარადარმა განაცხადა, რომ თალიბები იარაღს არ დაყრიან მანამ, სანამ ავღანეთიდან ამერიკელების გასვლას არ მიაღწევენ. 


2010 წელს ბარადარი პაკისტანში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და პაკისტანის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. მისი ფოტო, რომელზეც ბორკილებდადებული თალიბი იყო აღბეჭდილი, მედიაში გავრცელდა. თუმცა ბარადარი 2018 წელს გაათავისუფლეს. ეს აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა. ჯერ კიდევ მაშინ თეთრი სახლი ავღანეთიდან ჯარის გაყვანაზე ფიქრობდა და გადაწყდა, რომ თალიბებთან მოლაპარაკება ეწარმოებინათ ბარადარის მეშვეობით, რომელსაც პრაგმატულად მოაზროვნის რეპუტაცია ჰქონდა. 


გათავისუფლების შემდეგ ბარადარი ყატარში გადავიდა და მოლაპარაკებების ჯგუფის ლიდერი გახდა. ის შეხვდა აშშ -ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს , ტელეფონით ესაუბრა აშშ -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს (თეთრი სახლის იმდროინდელმა ლიდერმა ეს შეაფასა როგორც "ძალიან კარგი"), 2020 წლის თებერვალში კი „თალიბანის“ სახელით აშშ -ს ხელისუფლებასთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. 


ფაქტობრივად, ბარადარი „თალიბანის“ მთავარი დიპლომატი გახდა. ბოლო წლებში ის შეხვდა არა მხოლოდ პომპეოს, არამედ მსოფლიოს სხვა დიდი ქვეყნების მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვ. ავღანელი ჟურნალისტების შეფასებით, ბარადარი თალიბებს შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს და აქვს "ამბიცია გახდეს ლიდერი". 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати