USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
გრეტა ტუნბერგი - "დრო იწურება", მასშტაბური აქციებია საჭირო
Date:  1365

18 წლის ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა, გლაზგოში კლიმატური პროტესტები დააანონსა. მისი თქმით, საზოგადოების ძალისხმევის გარეშე კლიმატური სამიტი COP26 შედეგს ვერ გამოიღებს.

დრო იწურება. COP26-ის მსგავსი კონფერენციები ვერაფერს შეცვლის, თუ გარედან ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა არ მოხდება. შემოუერთდით კლიმატურ პროტესტს პარასკევს და კლიმატურ მარშს შაბათს, რათა თქვენი ხმა გაიგონ. ერთად ძლიერები ვართ!“ − წერს ახალგაზრდა აქტივისტი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე, გრეტამ განაცხადა, რომ გაერო-ს კლიმატის სამიტს ესწრებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც თავი ისე უჭირავთ, თითქოს ეკოლოგიური პრობლემები მართლა აინტერესებდეთ, სინამდვილეში კი ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდებიან.

 

 

ლიდერებმა მიოლაპარაკეს, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19.2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way