კანადელ მომღერალს გრეისს და SpaceX и Tesla ხელმძღვანელს ილონ მასკს ვაჟი შეეძინა. მასკმა ამის შესახებ ტვიტერში განაცხადა და ბავშვის სურათებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სურათზე შვილს სახეზე ტატუც მიახატა - როგორც თანამედროვე რეპერების უმრავლესობას.
მეორე სურათზე თვითონ მასკი იყო მაისურით „მარსის ოკუპაცია“
ბავშვს X Æ A-12 დაარქვეს. ანუ მისი სახელი და გვარია X Æ A-12 მასკი.
მასკის დანარჩენ შვილებს ქვიათ დამიანი, გრიფინი, საქსონი და კაი. მისი პირველი ვაჟი ნევადა ალექსანდრ მასკი ახალშობილთა მოულოდნელი (უეცარი) სიკვდილის სინდრომით 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა. გრეისისთვის კი ეს პირველი შვილია.
X Æ A-12 - რა სახელია ეს და საერთოდ რას ნიშნავს?
თავიდან ყველამ იფიქრა, რომ მასკმა ტვიტერში გაიხუმრა, მაგრამ მალე გრეისმა დაადასტურეა , რომ SpaceX и Tesla ხელმძღვანელს არ უხუმრია, მათ შვილს მართლა X Æ A-12 ქვია და ეს არ არის ასოების უბრალო ნაკრები. ყველა ასოს თავისი მნიშვნელობა აქვს. აი როგორ აიხსნება მათი შვილის სახელი
„მთავარანგელოზი - 12“
გრეისმა კიდევ ორი დამატებითი განმარტება მოგვცა: „A“, X Æ A-12-ში შეიძლება მის საყვარელ სიმღერაზე „Archangel“ მიგვანიშნებს, ხოლო „X“ როგორც 2020 წლის სიმბოლოზე - თეთრ მეტალურ ვირთხაზე.
მომღერალს იმედი აქვს რომ მათ შვილს მოეწონება სახელი. გრეისი თვლის რომ ასე შეიძლება ძალიან საინტერესო ისტორიის მთავარ გმირს ერქვას.
როგორ გამოითქმება ეს ?
ჩვენ არ ვიცით, მართლა არ ვიცით, თვითონაც ძალიან გვაინტერესებს.
ბავშვზე ხუმრობას ხომ არ დაიწყებენ?
უკვე დაიწყეს. X Æ A-12 წარმოგვიდგება როგორც რობოტი, უცხოპლანეტელი, არაამქვეყნიური არსება, ანუ რაღაც არაადამიანურად.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.