USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გრეის და ილონ მასკიმ შვილს X Æ A-12 დაარქვეს. რას ნიშნავს ეს და როგორ გამოითქმება ეხლა აგიხსნით (ყოველ შემთხვევაში შევეცდებით).
Date:  987

კანადელ მომღერალს გრეისს და SpaceX и Tesla ხელმძღვანელს ილონ მასკს ვაჟი შეეძინა. მასკმა ამის შესახებ ტვიტერში განაცხადა და ბავშვის სურათებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სურათზე შვილს სახეზე ტატუც მიახატა - როგორც თანამედროვე რეპერების უმრავლესობას.

მეორე სურათზე თვითონ მასკი იყო მაისურით „მარსის ოკუპაცია“

ბავშვს X Æ A-12  დაარქვეს. ანუ მისი სახელი და გვარია X Æ A-12  მასკი.

მასკის დანარჩენ შვილებს ქვიათ დამიანი, გრიფინი, საქსონი და კაი. მისი პირველი ვაჟი ნევადა ალექსანდრ მასკი  ახალშობილთა მოულო­დნელი (უეცარი) სიკვდილის სინ­დრო­მით 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა. გრეისისთვის კი ეს პირველი შვილია.

X Æ A-12 - რა სახელია ეს და საერთოდ რას ნიშნავს?

თავიდან ყველამ იფიქრა, რომ მასკმა ტვიტერში გაიხუმრა, მაგრამ მალე გრეისმა დაადასტურეა , რომ SpaceX и Tesla ხელმძღვანელს არ უხუმრია,  მათ შვილს მართლა X Æ A-12  ქვია და ეს არ არის ასოების უბრალო ნაკრები. ყველა ასოს თავისი მნიშვნელობა აქვს. აი როგორ  აიხსნება მათი შვილის სახელი

  • X—უცნობი ცვლილება
  • Æ— გრეისის სიტყვებით ელფურად ასე იწერება  AI ანუ „artificial intelligence“ (ხელოვნური ინტელექტი) . მომღერალი ამტკიცებს რომ Æ ასევე შეიძლება ნიშნავდეს „სიყვარულს“
  • A-12— გრეისის და მასკის საყვარელი თვითმფრინავის Lockheed SR-71 Blackbird  წინამორბედის თვითმფრინავი-მზვერავის Lockheed A-12 პატივსაცემად. გრეისმა SR-71 ნაცვლად  შეცდომით SR-17 დაწერა მაგრამ მასკმა მაშინვე შეუსწორა. თავის სიყვარულს SR-71მიმართ წყვილი შემდეგნაირად ხსნის: მზვერავზე არ არის  დაყენებული იარაღი, არც დაცვაა, ძირითადი აქცენტი სიჩქარეზეა გაკეთებული. სასარგებლოა ბრძოლაში მაგრამ ზარალს არ იწვევს.

„მთავარანგელოზი - 12“

გრეისმა კიდევ ორი დამატებითი განმარტება მოგვცა: „A“,  X Æ A-12-ში შეიძლება მის საყვარელ სიმღერაზე „Archangel“ მიგვანიშნებს, ხოლო  „X“ როგორც 2020 წლის სიმბოლოზე - თეთრ მეტალურ ვირთხაზე.

მომღერალს იმედი აქვს რომ მათ შვილს მოეწონება სახელი. გრეისი თვლის რომ ასე შეიძლება ძალიან საინტერესო ისტორიის მთავარ გმირს  ერქვას. 

როგორ გამოითქმება ეს ?

ჩვენ არ ვიცით, მართლა არ ვიცით, თვითონაც ძალიან გვაინტერესებს.

ბავშვზე ხუმრობას ხომ არ დაიწყებენ?

უკვე დაიწყეს. X Æ A-12  წარმოგვიდგება როგორც რობოტი, უცხოპლანეტელი, არაამქვეყნიური არსება, ანუ რაღაც არაადამიანურად.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way