USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
გიორგი ტყემალაძე: „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენი მანდატის ფარგლებში აუცილებლად შევძლებთ დაპირებების შესრულებას“
Date:  305

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს მიერ გაწეულ საქმიანობასა და დედაქალაქის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ვაკის რაიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე.

თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროგრამა გამოყო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება ახალი პროგრამა - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს.

ამას გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისათვის შემუშავდა ხელშემწყობი ღონისძიებები. ასევე, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების ფარგლებში, კერძო ინვესტორის მიერ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა IV კატეგორიის ავარიული შენობის ჩანაცვლება.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები უკვე შეეხო 17 პროექტს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 14 000 000 ლარია. „საბინაო პოლიტიკის მიმართულებით ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. 250-მდე ოჯახი პრივატიზების გზით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 2200 ოჯახისთვის კი ახალი ბინები აშენდება. რაც შეეხება დაუმთავრებელი მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებს, მათი მოგვარების მიზნით 1000-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პროექტების განხორციელების მთავარი საწინდარი დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტია. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მთავარმა საფინანსო დოკუმენტმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიარდ 833 მილიონ ლარს - მიაღწია. ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი სატრანსპორტო რეფორმას დაეთმო. გიორგი ტყემალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის განხორციელდა. მათ შორის საუბარი ტაქსების რეფორმას, მეტროს რეაბილიტაციას და ზონალურ-საათობრივ პარკირებას შეეხო.

რაც შეეხება 2022-2023 წლებში თბილისში განხორციელებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გიორგი ტყემალაძემ მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის რეაბილიტაციის, ჟვანიას მოედნისა და მელიქიშვილის გამზირის რეკონსტრუქციის, ასევე პუშკინის სკვერის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა და აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია, რამდენიმე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გამოყო.

გიორგი ტყემალაძემ ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, გიორგი ტყემალაძემ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც მისი თქმით, მიმდინარე წელს, ენდოპროთეზირების პროგრამა დაემატა, გაფანტული სკლეროზის და ტრანსპლანტაციის პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება კი 100% -მდე გაიზარდა.

რაც შეეხება საკრებულოს კიდევ ერთ ფუნქციას - გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას - ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს მიერ სულ 100-ზე მეტი ობიექტის სახელდება განხორციელდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარის გიორგი ტყემალაძის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება ვაკის რაიონში განხორციელებულ პროექტებზეც გამახვილდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამჟამად უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გრძელდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას ვაკეში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. „ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამორჩეული წელი იყო. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ კიდევ მრავალ მნიშვნელოვან პროექტს, მაგრამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო პროექტი გახდება და შედეგსაც გამოიღებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული არეალის, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-განვითარება, რომლის მაკომპენსირებელი ღონისძიებებიც უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, ახალი სარეკრეაციო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ მიდგომებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენი მანდატის ფარგლებში აუცილებლად შევძლებთ დაპირებების შესრულებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way