USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თარიღი:  665

უზბეკეთში, ტაშკენტში, „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირზე იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ). სპორტსმენი ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ დოსტონ რუზიევთან დამარცხდა და შეჯიბრება ვერცხლის მედლით დაასრულა.

ფინალურ შეხვედრამდე გიორგი სარდალაშვილმა უზბეკ, ტაჯიკ და ყაზახ სპორტსმენებს აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგ რომენ ვალდიე პიკარს სძლია.

„გრანდ სლემის“ პირველ დღეს წარუმატებლად იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) და ლაშა ნადირაძემ (-66 კგ). მედლების მოპოვებას შეეცდებიან ბაგრატ ნინიაშვილი (-73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (-100 კგ). ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ 68 ქვეყნის 495 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის