USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
გიორგი კობერიძე: 31 აგვისტო - 1 სექტემბერი, რა ვითარებაა უკრაინაში?
дата:  1345

2023 წლის 31 აგვისტო - 1 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

- უკრაინელები ლუგანსკი-ხარკივის ოლქების საზღვარზე რუსული არმიის აქტიურობის ჩასაშლელად, მათი მომარაგების ხაზების დაბომბვას ახორციელებენ. დაიბომბა სვატოვე - რუსული არმიის ლოჯისტიკური და სამეთაურო ცენტრი ჩრდილო-დასავლეთში. განადგურდა როგორც ნავთობმზიდები ისე სატვირთო მანქანები და სამხედრო პროდუქტები.

უკრაინელები აცხადებენ, რომ სვატოვეს მიმართულებიდან რუსული არმიის მხრიდან იერიშები და აქტივობა პრაქტიკულად მოგერიებულია. მეტიც, სვატოვედან 16 კილომეტრში უკრაინელებმა ნოვოეჰორივკასთან რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაწევაც კი მოახერხეს.

- იმ ფონზე რომ უკრაინელებს კუპიანსკის მიმართულებით დამატებითი ძალები ჰყავთ შეყვანილი - დვორიჩნესა და სინკივკაში - სიტუაცია უფრო მეტად კონტროლირებადი გახდა. მაგრამ ამ მიმართულებაზე სამხედრო აქტივობა ვერ შეწყდება და როგორც კრემინას ტყეში ახლაც გრძელდება შეტაკებები ისე იქნება ლიმან პერშის ტყეშიც, მანამ, სანამ რომელიმე მხარე ინიციატივისათვის დამატებით ძალას არ მოუყრის თავს. საბოლოო ჯამში კი, რუსებს ეიმედებოდათ რომ ზაპორიჟიას კვალობაზე უკრაინელები დაკარგავდნენ კუპიანსკს ან მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ ნაპირს, მაგრამ მათ ამ ამოცანის შესრულება ამ ეტაპზე ვერ შეძლეს. ერთადერთი რუსებმა რაც მოახერხეს იყო უკრაინელთა ჯარისა და ყურადღების ამ მიმართულებაზე გადანაწილება, რაც რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ამოცანა გახლდათ.

- ზაპორიჟიაში, ნოვოპროკოპივკასთან, ვერბოვესა და კონათან შეტაკებები მიმდინარეობს. რუსებს საჰაერო სადესანტო ძალებიც კი მობილიზებული ჰყავთ. პრაქტიკულად თავდაცვის ზღუდის მიღმა გადასული უკრაინელების უკუგდება გახდა უპირველესი ამოცანა. ზოგადად ასეა, ზღუდეების გავლა ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის ჩამოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს.

- დონეცკის ოლქში, კრამატორსკთან ორი უკრაინული შვეულმფრენი შეეჯახა ერთმანეთს. სულ ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.

- აფეთქებების სერია გრძელდება რუსეთში: დრონები დაფრინავენ მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებში. პრაქტიკულად, უკრაინელთა მიერ დრონების წარმოების გააქტიურებამ რუსეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. რუსეთის სიდიდე როგორც უპირატესობა კი არა პრობლემად იქცა - მთელი ცის დაცვა ვერ ხერხდება, ხოლო თუკი ვივარაუდებთ, რომ ზოგიერთი დრონი სულაც რუსეთის ტერიტორიიდან ფრინდება, იქ სიტუაციის კონტროლი კიდევ უფრო გაუჭირდება მოსკოვს.

- აფეთქებებია ყირიმშიც. სევასტოპოლის სანაპიროსა და საჰაერო სივრცის დაცვაზე ძალიან დიდი რაოდენობით რუსული რესურსები იხარჯება. პრაქტიკულად რუსული თავდაცვა სევასტოპოლისკენაა ფოკუსირებული. ამ ფონზე კი არამხოლოდ იქ, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ უკრაინული დრონები.

- საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ბახმუტის შემოგარენშიც. აქტიურობენ უკრაინელი სნაიპერებიც, რომლებიც უშუალოდ ქალაქის პერიფერიაში ცდილობენ რუსი სამხედროების განეიტრალებას.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати