USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
გიორგი კობერიძე - ყველაზე დიდი პრეტენზიები უნგრეთს რუმინეთთან აქვს
дата:  
რამდენიმე კვირის წინ განვიხილეთ უნგრეთის მიდგომა უკრაინისა და მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვით ზაკარპატიეს ოლქში არსებულ უნგრულ მოსახლეობაზე თუმცა აღვნიშნეთ, რომ ყველაზე დიდი პრეტენზიები უნგრეთს რუმინეთთან აქვს. ახლა მოდით ეს საკითხი ჩავშალოთ უკეთ.
 
1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულებით დაშლილი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი უნგრეთი კარგავდა ტრანსილვანიას, რომლის მოსახლეობაც შერეული - რუმინული და უნგრული - გახლდათ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებამდე მისვლამდე 1918 წლიდან რუმინეთსა და უნგრეთს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. რუმინეთი ჯერ ავსტრო-უნგრეთის იმპერიას ებრძოდა, შემდგომ უნგრეთის სამეფოს, უნგრეთის პირველ რესპუბლიკას და საბოლოოდ საბჭოთა უნგრეთს. ეს უკანასკნელი 1919 წელს დაარსდა და მას ბელა კუნი და ე.წ. ლენინის ბიჭები მართავდნენ, რომლებიც გამორჩეული სისასტიკით ხოცავდნენ როგორც საკუთარ თანამემამულე უნგრელებს ისე სხვა ნაციის წარმომადგენლებს. საბოლოოდ კი 1919 წლის აგვისტოში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი რუმინულმა არმიამ აიღო და კომუნისტები გაიქცნენ.
 
ტრანსილვანია, რომელზეც რუმინელები ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე აცხადებდნენ პრეტენზიას (მაგრამ უნგრეთის სამეფოში შედიოდა და როგორც აღვნიშნე შერეული მოსახლეობა ჰყავდა) საბოლოოდ კიდეც დარჩა რუმინეთს, თუმცა არასდროს, მათ შორის არც 1946 წლის შემდეგ, როდესაც ორივე ქვეყანაში კომუნისტები იყვნენ - უნგრეთსა და რუმინეთს შორის ეს თემა არსად გამქრალა.
 
უნგრეთში პარტია იობიკი (Jobbik) და სახელისუფლებო ძალა ფიდეზი (Fidesz) განსაკუთრებით ბევრს საუბრობს უნგრელთა უფლებებზე რუმინეთში, რომელთა საერთო რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს მცირედით აღემატება. განსახლების არეალით, უნგრელები უმრავლესობაში არა უშალოდ უნგრეთის საზღვრის სიახლოვეს, არამედ პირიქით, ტრანსილვანიის სიღრმეში, კარპატების მთებთან არიან წარმოდგენილნი, თუმცა საზღვრისპირა რაიონებშიც მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნიან.
 
რუმინეთსა და უნგრეთს შორის ამ თემაზე კუთხით თანამედროვე ისტორია საკმაოდ კომპლექსურია. ყველაზე მძიმე მოვლენები 1990 წლის მარტში დატრიალდა, როდესაც ქალაქ ტირგუ-მურეშში რუმინელებსა და უნგრელებს შორის შეტაკებები დაიწყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ომის საფრთხეც შეიქმნა ორ ქვეყანას შორის. მაშინ საერთაშორისო ჩართულობით სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა თუ რამდენად ფეთქებადი იყო სიტუაცია მათ შორის.
 
2004 წელს უნგრეთი ევროკავშირში შედის, 2007 წელს კი რუმინეთი. სიტუაცია კი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა მას შემდეგ, მაგრამ ნაციონალურ სენტიმენტებზე თამაში უცხო არ არის ხოლმე: ბუდაპეშტში ოფიციალურ შენობებზე ჩემი თვალით მინახავს ტრანსილვანიელი უნგრელების სიმბოლიკა და დროშები. ხოლო რუმინეთში სეპარატიზმზე საუბრისას თითქმის ყოველთვის უნგრელების ხსენება ჩნდება ხოლმე.
 
საბოლოდ, ეს საკითხი ამ ორ ქვეყანას შორის თავის სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ ევროკავშირის ჩართულობითა და ძალისხმევით სიტუაცია დასტაბილურებულია და ნელ-ნელა უმჯობესდება კიდეც. ახლა ისტორიულ საკითხებზე უფრო მეტს საუბრობენ ხოლმე, თუნდაც იმაზე თუ სადაური იყო ვლად მესამე (დრაკულა) და ვის რა როლი მიუძღვის ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში, მაგრამ უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე რუსული პროპაგანდა და ანტირუმინული სენტიმენტების გაღვივება და ტერიტორიულ პრეტენზიებზე საუბარი, უნგრულ პოლიტიკაში, გარკვეულ კვალს ტოვებდა, რაც თანდათან იცვლება და რუსეთის მარცხთან ერთად ალბათ სრულად გადაიხედება კიდეც.
 

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати